სიზმარი – მისტიკური და დღემდე ამოუცნობი ფენომენი

ს

რა არის სიზმარი, როდის და რატომ ვხედავთმას, შეიძლება თუ არა სიზმრების კონტროლი დასიზმრებით წინასწარმეტყველება? ეს კითხვებიდღემდე დიდ თავსატეხს წარმოადგენსმეცნიერთათვის და ზუსტი პასუხი დღემდე არარსებობს. პრაქტიკოს ექიმთა უმრავლესობასმიაჩნია, რომ სიზმარს არავითარი ახსნა არმოეპოვება – იგი ფიზიოლოგიური პროცესია,რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრულიუჯრედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანებადა აღგზნება განაპირობებს. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით სიზმარში ფანტაზია იმას წარმოადგენს,რის მიმართაც ვართ განწყობილი. შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის რაც გვაწუხებს,გვაღელვებს და რისი შიშიც გვაქვს. სიზმარს მხოლოდ ვიზულაური მხარე ახასიათებს. იგი არ მოცავსსუნს და გემოს; ან შავ-თეთრია, ან ფერადი. ხშირად სიზმარი მეორდება. შეიძლება დაგესიზმროთ, რომდაფრინავთ, ეცემით, მახეში ხართ გაბმული ან სულაც ვინმე მოგდევთ გაქცევა გინდათ და ვერგარბიხართ..

მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის მიმდინარეობისას ეღვიძება და შესაძლებელია რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ისიც აღარ ახსოვდეს. ამ თემით იყო დაინტერესებული დიდი ფსიქოლოგი და სიზმრების მკვლევარი ზიგმუნდ ფროიდიც, რომელსაც მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები.

რისთვის ვხედავთ სიზმრებს? ზიგმუნდ ფროიდმა წამოაყენა იდეა, რომ სიზმრები გვისრულებენ იმ დაფარულ, გაუცნობიერებელ, ხორციელ თუ სულიერ სურვილებს, რომლებიც გონებაში ღრმად გვაქვს ჩაბეჭდილი და ხშირად საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებით მათში. გარდა ამისა, სიზმრები ადამიანის გონებას ავარჯიშებს, ხშირად შეიძლება სიზმარში ისეთი რაღაც ამოვხსნათ, მოვიფიქროთ ან გადავჭრათ, რაც ცხადში ჩვენი გონებისთვის შეუძლებელია. ეს ფენომენი მეცნიერებსა თუ ჩვეულებრივ ადამიანებს დიდ თავსატეხს უჩენს. ვერაფრით ხსნიან, როგორ ახერხებენ ადამიანები ძილში დაწერონ ლექსები, მუსიკა, გააკეთონ აღმოჩენები, რომელიც არცთუ იშვიათად ხდებოდა ცნობილი ადამიანების შემთხვევაში. სავარაუდოდ მთავარი ისაა, თუ რა განწყობა გრჩება სიზმრის შემდეგ და როგორ აისახება ის შენზე.

არის თუ არა შესაძლებელი სიზმრების კონტროლი? გააზრებული სიზმარი არის სიზმარი, რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია. ასეთ სიზმრებში ადამიანს შეუძლია გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე მოვლენებს, ან მოახდინოს საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება. გაცნობიერებული სიზმრები საკმაოდ რეალური და მკვეთრი შეიძლება იყოს.

ხშირად გვინდა, ესა თუ ის სიზმარი აღარ განმეორდეს ან პირიქით. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ სიზმრების კონტროლი და მითუმეტეს მათი შეკვეთა შეუძლებელია. ზოგიერთის აზრით კი სიზმრის ნაწილობრივი კონტროლი რომ შეგეძლოს საჭიროა პრაქტიკა. არის რამდენიმე ვარჯიში, როდესაც პირდაპირ ან ირიბად ზემოქმედებ ქვეცნობიერზე, ან ყურადღების ვარჯიში, რომ თვითონ ჩაძინების მომენტში არ გამოგეპაროს და ძილის წინ ღრმად შეძლო გონებაში იმის გაცნობიერება, რომ იძინებ და რაც შეიძლება შემდგომ მოხდეს ეს მხოლოდ არარეალური, წარმოსახვა და სიზმარი იქნება..

რამდენად შესაძლებელია სიზმრის დახმარებით მომავლის წინასწარმეტყველება? ზოგს მიაჩნია, რომ სიზმრები ეშმაკისეულია, ზოგი კი პირიქით – ღვთის გამოგზავნილად მიიჩნევს. ფსიქოლოგების ნაწილი გვირჩევს, არ დავუჯეროთ და არ მივაქციოთ ყურადღება. ნაწილი კი აღიარებს, რომ სიზმარი ხშირად გვიწინასწარმეტყველებს თუ რა მოხდება. ხანდახან პირიქითაც ხდება, სიზმარში იმას ხედავ რაც უკვე იყო, ანუ როგორც ამბობენ ხოლმე “გულში ჩაგყვაო”. საქმე იმაშია, რომ ხშირად იმდენად ვართ დამოკიდებული მათზე და გვჯერა, შემდგომ სიზმარი ისეთ გავლენას ახდენს ჩვენზე, რომ მომდევნო დღეს გაუცნობიერებლად იმას ვაკეთებთ, რაც სიზმარში ვნახეთ, ანუ მოსახდენს ჩვენ თვითონ ვახდენთ და რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ ვართ წინაწარმეტყველები და წინასწარ ვიცოდით რაც მოხდებოდა.

და ბოლოს ზუსტი დასკვნა იმის შესახებ, თუ რა არის სიზმარი და რატომ ვხედავთ მას არ არსებობს. ჯერჯერობით, მეცნიერებს არ გააჩნიათ ერთი მტკიცე შეხედულება, რომლეზეც შევძლებდით დაყრდნობას, ამიტომ სიზმრები დღემდე მისტიკურ და ამოუცნობ ფენომენად რჩება..

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s