Archive for ნოემბერი 6, 2012

Posted: ნოემბერი 6, 2012 in ფრაზები
ტეგები:

ცხოვრება გვასწავლის ცხოვრებას  (თემო)

ცხოვრება სიგარეტს გავს…დიდხანს ხარ შენახული ყუთში სხვა შენნაირებთან ერთად მერე ერთ დღეს ბედი გაგიღიმებს,სხვებისგან გამოგარჩევენ, აგანთებენ და იწვები..იწვი და თან კვალს ტოვებ მთელ სხეულში და გარემოში..რასაც ახერხებენ გითვისებენ შემდეგ კი შორს გისვრიან უსარგებლოდ დარჩენილს ..დაეცემი და მანამ აგრძელებ სვლას სანამ დიდ ორმოში არ ჩავარდები უკანასკნელად გაიბრძოლებ ერთხელ კიდევ ძლივს აინთები და საბოლოოდ ჩაქრები..ცხოვრება სიგარეტს გავს ინთები, იწვები, იფერფლები და ბოლოს შენც ორმოში ასრულებ შენს ხამოკლე ნათებას…




















































მე ვარ ის ვინც ვარ, ვინც ვიყავი, ვინც ვიქნები, ის ვინც არ უნდათ რომ ვიყო, ვისაც ხედავენ და ვერ გრძნობენ, ვისაც უსმენედ ვერ უგებენ, ამიტომაც კარგავენ… ის ვინც უყვართ, ვინც სძულთ, ვისგანაც ვერ გაურკვევიათ რა უნდათ, ვისაც ეძებენ და ვერ პოულობენ, ვისკენაც მიდიან მაგრამ ვერასდროს აღწევენ მისამდე… მომეცით სულ ცოტა წრფელი ემოცია… ამიქნიეთ თვალებწინ ხელი, თორემ აღარც კი ვიცი საით ვიყურები… დამანახეთ ადამიანები, ფიტულები უკვე ვნახე… მომწერეთ თბილი წერილები და მერე სახეში შემომარტყით სიმარტოვე… ამიხსენით სიყვარული და მერე ყველა სიტყვა უკან წაიღეთ, რომ აღარასოდეს დავიჯერო… ეცადეთ, მიყიდოთ ლამაზ სიტყვებად, SALE-ია… გამიღიმეთ და მერე გამჭორეთ… შემიშურეთ და დამისაკუთრეთ… შემომაყარეთ თვალებში სინამდვილე… ნუ მესვრით ტალახს, შესაძლოა ამაცილოთ, მაგრამ თქვენ კი ტალახიანი დაგრჩებათ ხელი… სიყვარულით მეხუმრეთ და ხუმრობით არ შემიყვაროთ… ვდგევარ მიწაზე, როგორც სცენაზე, ადამიანის ურთულეს როლში… მე არ მაქვს არაფერი, მაგრამ მაქვს ცხოვრება სადაც ყველაფერია, თუმცა კი ცხოვრება ტრაგედიაა მათთვის ვინც გრძნობს და კომედია ვინც აზროვნებს, ამიტომ მეორეს ვირჩევ… გახსოვდეთ: სხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ საკუთარს ვპოულობთ… ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ აცადეთ რომ ანათოს… კარგია უყურო ლამაზ ადამიანს, მაგრამ ცხოვრება ჭკვიანთან სჯობს… ეძებეთ მოყვრები, მტრები თვითონაც მოგნახავენ… შემომფიცეთ მეგობრობა და მერე გამყიდეთ, ძვირი არ ვღირვარ – სულ რაღაც 1 ადამიანი რადგან მიყრია გულში გაძარცვული ერთფეროვნება მეც ისეთივე ვარ როგორიც ყველა, თურმე ტყუილად ვიბრალებდი ”სხვანაირობას”… და მაინც… დავხეტიალობ საკუთარ სულში და მეგაზაფხულება. საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს და ვგრძნობ რომ მალე შამათი მელის…

საკუთარი თავიდან შენში..

Posted: ნოემბერი 6, 2012 in ლექსები
ტეგები:

რა შორს წავედი

საკუთარი თავიდან

შენში…

ვინ იფიქრებდა..

.ერთხელ მაინც

გეთქვა:შეჩერდი…

რომ საშიშია შენი სიღრმე

და რომ უკან 

ვერასოდეს ვერ დავბრუნდები…

 

რამდენი რამე დაგაბრალე,

ხედავ?

იყვირე,რომ სიცრუეა ყველაფერი

და რასაც ვყვები შენზე და შენში

_ერთი ღამის სიზმარი იყო..

.იყვირე, გესმის?

გამომაღვიძე…

გამომაფხიზლე

შენი ძილიდან…

მითხარი: რისთვის შემოვეხეტე,

რა დამკარგვია,

ან რას დავეძებ…

ხმა ამოიღე,

რამე მითხარი

და რასაც მეტყვი

,აღარ დავეძებ…

 

რა შორს წავედი

საკუთარი თავიდან შენში…

არის მომენტები როცა სიცარიელის გრძნობა გაცილებით მეტია ვიდრე ჰაერი ირგვლივ და ამ დროს გინდა უბრალოდ იტირო რადგან სხვა ემოცია აღარ გრჩება…

შეიძლება გვერდით მოღალატე ,,მეგობარი”, მტერი ან არავინ გყავდეს საერთოდ მაგრამ როცა შენი თანამგზავრი შიში ხდება ცხოვრება რთულდება და თანდათან ფერებს კარგავს,სწორედ იმ ფერებს ძლივს რომ დაინახე…

არის მომენტები როცა უბრალოდ გინდა გაიღიმო და როცა იმას აკეთებ რაც გულით გინდა და საპასუხოდ სიცივეს იღებ შიში შენს ,,სახლში” კიდევ უფრო დიდ ადგილს იკავებს და ხვდები რომ თანდათან იკარგები..

ადამიანებს ეშინიათ სიკვდილის,ტკივილის,21 დეკემბრის :)) მე დაკარგვის მეშინია რადგან უკან სიცარიელება და სიბნელე არაფერი ჩანს და იქნებ ჩემი 21 დეკემბერი კალენდრულზე უფრო ახლოა? :))

მინდა უბრალოდ მჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება,რომ ეს ყველაფერი შიშად დარჩება და მალე ამაზე გამეღიმება და ვიტყვი რომ სულელი ვიყავი როცა ვდარდობდი…

მე ვიცი რომ არ არსებობს სრულყოფილება მაგრამ ბედნიერი ადამიანები იმაში ხედავენ სრულყოფილებას რაც აქვთ და მე ვარ ბედნიერი და ყოველდღე მადლობას ვუხდი უფალს იმისთვის რაც მაქვს და მეშინია ამ ყველაფრის დაკარგვის…

მინდა ადამიანებმა,ერთმაენთივსთვის მნიშვნელოვანმა და საყვარელმა ადამიანებმა მანამ დავაფასოთ ერთმანეთი სანამ ერთად ვართ და ტკივილი ავარდოთ ერთმანეთს

სიყავრული ალბათ ყველაზე ნაზი ყვავილია რომელსაც მოფერება და გაფრთხილება უნდა რომ იცოცხლოს და ლამაზი იყოს

რამდენიმე დღის წინ ,,მან” მაჩვენა ეს და მე ვიცი რომ 100% სიმართლეა 

,,ადრე თუ გვიან ყველა შეხვდება ისეთ ადამიანს ვისთანაც იქნება მშვიდად,კარგად და ბედნიერად… და მაშინ აღარ ექნება მნიშვნელობა თვალის ფერს,წონას..მთავარი იქნება ის თუ რა ადგილს დაიკავებ შენ მის ცხოვრებაში”

მე მყავს ჩემი იდეალური და ჩემთვის ყველაზე ნათელი…

მე ვიპოვნე ჩემი ,,ბუნებრივი” ვისთანაც შემიძლია ვიყო ისეთი როგორიც ვარ ნიღბების და თამაშის გარეშე და როცა ასეთს პოულობ მისი დაკარგვა შენი თავის დაკარგვის ფასია…ამიტომ …. მიყვარხარ

 

P.S დრო მხოლოდ სიყავრულს დაინდობს

P.S.S შენ ხარ მზე ♥Image

Posted: ნოემბერი 6, 2012 in Uncategorized

ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას,რასაც ფეხით ვთელავთ….მაგრამ მაინც გვავიწყდება ცაში ახედვა…. ათას თვალს ვხედავთ,მაგრამ გვავიწყდება საყვარელი თვალების ფერი და სითბო… რთულ და გაუგებარ საკითხებზე ვსაუბრობთ,მაგრამ ხშირად გვავიწყდება ის,რაც ელემენტალურია…

 ხშირად ტყუილს ვამბობთ იმიტომ,რომ სიმართლის გვეშინია…. მილიონ სიტყვას ვამბობთ,მაგრამ მთავარის თქმა ყოველთვის გვიჭირს…. კოშმარულ სიზმრებს ვყვებით და გვავიწყდება ყველაზე ტკბილი სიზმრები… ვიცით, რომ სურვილი არ ასრულდება,მაგრამ მაინც ვეძებთ ხუთფურცლიან იასამნის ყვავლის,როგორც ბავშვობაში… ასობით ადამიანს ვხვდებით,მაშინ როცა გვენატრება მხოლოდ ერთი… ვიღიმით მაშინ როცა სინამდვილეში ტირილი გვინდა…. ვამბობთ,რომ ყველაფერი კარგადაა,როცა ძალიან ცუდად ვართ… ხელებს ჯიბეებში ვიწყობთ,როდესაც ხელის ჩაკიდება გვინდა…. ვუსმენთ მუსიკას,როდესაც გვეშინია სიჩუმის… უამრავ რჩევას ვაძლევთ სხვას,მაგრამ ვიცით რომ ჩვენ თვითონ მასე ვერასოდეს მოვიქცეოდით ..
არ მინდა სხვებს დავემსგავსო და ვიცხოვრო დოგმებით ..მინდა ვაკეთო რაც სიხარულს და ბედნიერებას მანიჭიბეს ..აქამდე ისიც არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა და ახლა …მიყვარს

Y♥u and I

Posted: ნოემბერი 6, 2012 in Uncategorized

^_^ ♥

Believe in L ♥ v e

Posted: ნოემბერი 6, 2012 in Uncategorized

Our ♥ will find a way
As long as we believe in ♥
I Believe . . .

მე მინდა, მე უნდა …

Posted: ნოემბერი 6, 2012 in Uncategorized

რა მშვენიერია ხოლმე ცხოვრება,როცა არსებობა სიცოცხლედ გექცევა,როცა ხვდები რა ლამაზია ყოველი დღე,როცა ხედავ როგორ გაგიმართლა რომ შენ შენ ხარ და არა ვიღაც სხვა..
ყველაზე რთული სწორი გზის პოვნა და ამ გზით სიარულია…რთულია იცოდე რა უნდა აკეთო და როდის…
თუ ოდესმე გადაწყვეტ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო ჯერ შენს თავს შეხედე დაინახე ვინ ხარ და მიხვდები როგორ უნდა იცხოვრო …

ის მე ვიყავი,რომ ვიძახდი ცხოვრებას მიმზიდველს ის თავსატეხები ჰქმნის რაც გზად გვხვდება-მეთქი,მაგრამ ვინ არ შემცდარა.. აი ისევ,ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს.. ორივეს ვფიქრობ,ორივე მგონია.. ვიცი ერთ-ერთი სწორია,მაგრამ შიში შეცდომის დაშვების არ მაძლევს საშუალებას დავაფიქსირო ერთი აზრი… ამისთვის მხოლოდ რისკი არ არის საჭირო,ამისთვის გამბედაობა და ძალაა საჭირო.. ძალა რომ პიროვნებად ჩამოყალიბდე და აირჩიო..

იყო დრო როცა ამაზე არ ვწუხდი,მაგრამ დრო გადის და ყოველ დღე კიდევ და კიდევ უფრო მენატრება ყველაფერი რაც მინდა ჩემი იყოს და არ არის..Image

Image 

ბედი ამ ქვეყნად მახინჯებსა და თავცარიელებს უფრო სწყალობთ. მათ შეუძლიათ სრულიად მშვიდათ ისხდნენ და პირდაღებულები შესცქეროდნენ ამქვეყნიურ წარმოდგენას. დამარცხებით გამოწვეული უმძიმესი განსაცდელისგანაც დახსნილნი არიან. ისე ცხოვრობენ, როგორც ჩვენ ყველას უნდა გვეცხოვრა: შეუწუხებლად, გულგრილად და უშფოთველად. ისინი არავის სპობენ ამქვეყნად და არც თავად იღუპებიან სხვისი ხელით…

  ***

ცდუნების თავიდან ასაშორებლად ერთადერთი გზა ის გახლავთ, რომ ადამიანი მის გარდაუვალ ნებას დაემორჩილოს. ხოლო თუ მის წინააღმდეგ შებრძოლებას განიზრახავს, მაშინ აკძალულისადმი სწრაფვით იფერფლება და დაუცხრომლად ესწრაფვის ყოველივე მას, რაც თვითონ მის მიერვე გამონაგონმა კანონმა ბიწიერად და უკანონოდ აქცია.
 

***

გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს. ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე.
სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლო სწორედ ხილვადშია და არა უხილავში.
***
ზოგიერთ ადამიანს ძალიან უყვარს გასცეს ისეთი რამ, რის საჭიროებასაც ყველაზე მეტად თვითონ განიცდის.
***
თითოეული ჩვენგანი თავის თავში ითავსებს ცასა და ჯოჯოხეთს
***
“თუ ადამიანი მართლა ამაღლდა საკუთარ თვისტომთა შორის რამე გამოსარჩევი თვისებით, რაღა თქმა უნდა, უცილოდ მტრებს იმრავლებს…საშუალო მდგომარეობას უნდა ესწრაფვოდეთ, თუ პოპულარობა გწადიათ…”