დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს. . . ♥

Posted: ნოემბერი 6, 2012 in Love
ტეგები:

არის მომენტები როცა სიცარიელის გრძნობა გაცილებით მეტია ვიდრე ჰაერი ირგვლივ და ამ დროს გინდა უბრალოდ იტირო რადგან სხვა ემოცია აღარ გრჩება…

შეიძლება გვერდით მოღალატე ,,მეგობარი”, მტერი ან არავინ გყავდეს საერთოდ მაგრამ როცა შენი თანამგზავრი შიში ხდება ცხოვრება რთულდება და თანდათან ფერებს კარგავს,სწორედ იმ ფერებს ძლივს რომ დაინახე…

არის მომენტები როცა უბრალოდ გინდა გაიღიმო და როცა იმას აკეთებ რაც გულით გინდა და საპასუხოდ სიცივეს იღებ შიში შენს ,,სახლში” კიდევ უფრო დიდ ადგილს იკავებს და ხვდები რომ თანდათან იკარგები..

ადამიანებს ეშინიათ სიკვდილის,ტკივილის,21 დეკემბრის :)) მე დაკარგვის მეშინია რადგან უკან სიცარიელება და სიბნელე არაფერი ჩანს და იქნებ ჩემი 21 დეკემბერი კალენდრულზე უფრო ახლოა? :))

მინდა უბრალოდ მჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება,რომ ეს ყველაფერი შიშად დარჩება და მალე ამაზე გამეღიმება და ვიტყვი რომ სულელი ვიყავი როცა ვდარდობდი…

მე ვიცი რომ არ არსებობს სრულყოფილება მაგრამ ბედნიერი ადამიანები იმაში ხედავენ სრულყოფილებას რაც აქვთ და მე ვარ ბედნიერი და ყოველდღე მადლობას ვუხდი უფალს იმისთვის რაც მაქვს და მეშინია ამ ყველაფრის დაკარგვის…

მინდა ადამიანებმა,ერთმაენთივსთვის მნიშვნელოვანმა და საყვარელმა ადამიანებმა მანამ დავაფასოთ ერთმანეთი სანამ ერთად ვართ და ტკივილი ავარდოთ ერთმანეთს

სიყავრული ალბათ ყველაზე ნაზი ყვავილია რომელსაც მოფერება და გაფრთხილება უნდა რომ იცოცხლოს და ლამაზი იყოს

რამდენიმე დღის წინ ,,მან” მაჩვენა ეს და მე ვიცი რომ 100% სიმართლეა 

,,ადრე თუ გვიან ყველა შეხვდება ისეთ ადამიანს ვისთანაც იქნება მშვიდად,კარგად და ბედნიერად… და მაშინ აღარ ექნება მნიშვნელობა თვალის ფერს,წონას..მთავარი იქნება ის თუ რა ადგილს დაიკავებ შენ მის ცხოვრებაში”

მე მყავს ჩემი იდეალური და ჩემთვის ყველაზე ნათელი…

მე ვიპოვნე ჩემი ,,ბუნებრივი” ვისთანაც შემიძლია ვიყო ისეთი როგორიც ვარ ნიღბების და თამაშის გარეშე და როცა ასეთს პოულობ მისი დაკარგვა შენი თავის დაკარგვის ფასია…ამიტომ …. მიყვარხარ

 

P.S დრო მხოლოდ სიყავრულს დაინდობს

P.S.S შენ ხარ მზე ♥Image

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s