განა იმიტომ რომ მე არ შემიძლია სიყვარული?!..

Posted: ნოემბერი 8, 2012 in LeW♥rd, Love
ტეგები:, , ,

იცი ეს არაა სრულყოფილი ჩანახატი, უბრალოდ შეიძლება “დღიურის ერთი ფურცელი” ეწოდოს..Image

იცით! ზოგჯერ სიმშვიდეზე ვოცნებობ..სრულ ჰარმონიაზე..ბედნიერებაზე..ლამაზ სიყვარულზე..არა მხოლოდ სიყვარულზე კი არა, საერთოდ ლამაზ გრძნობებზე და ურთიერთობებზე…ყოველთვის მინდოდა სიყავრული მე მწვეოდა, რაღაცნაირი..დიდი, სრულყოფილი..მაგრამ არა..იცით რა მინდაი მინდა ისე მიყვარდეს რომ..კი არ მიყვარდეს ვუყვარდე..გვიყვარდეს..) მინდა შემეძლოს მინდორში სირბილი და იმის ყვირილი რომ მიყვარს..ან კიდევ დღისით ცისფერ ცაზე ვწერო მისი სახელი თვალებით, ღამით კი ვარსკვლავთა შორის ვეძებდე (ეძებდეს) ისეთ თანწყობას რომ მისი (ჩემი) სახელის ერთი ასო მაინც აეწყოს.. შემეძლოს ტირილი და სიცილი მის დანახვაზე… როცა ქუჩაში შემთხვევით მოკრავ თვალს ..+..=შ და მოგინდება შენც დაწერო..მაგრამ არა..ეს “შ”-შეყვარებულები ხომ ვერ გადმოსცემს გრძნობის სინაზეს..გულწრფელობას… მე ვიცი რომ ჩემი ოცნება ოცნებისფერია და რომ 20-30 წლის შემდეგ მოსიყვარულე ოჯახი და მეუღლე არ მეყოლება..ვიცი მარტო ვიხეტიალებ ქუჩებში..მექნება დიდი სახლი, კარგი სამსახური და საკუთარი მანქანა..თუ გამიმართლა შესაძლოა ძაღლი ან კატაც ვიყოლიო..სამსახურიდდან დაღლილი დავბრუნდები დიდ და ცარიელ სახლში..გასაღებთა ასხმას იატაკზე მოვისვრი და ტელევიზორის წინ ჩამომეძინება..ვიცხოვრებ უსაქმური კაცივით მაგრამ ეს იქნება მხოლოდ სახლში..გარეთ მე საქმიანი, მკაცრი, თვიდაჯერებული ქალი ვიქნები..ჩემს სიტყვას ექნება ფასი…ვიხეტიალებ ქუჩა-ქუჩა,სიგარეტით ხელში და შეყვარებულ წყვილებს სევდიანად გავაყოლებ თვალს..თან დამენანება მათი გრძნობა.მე ხომ მეცოდინება რომ მათი სიყვარული მალევე დამთავრდება და ეს ყველაფერი მხოლოდ მოგონებად დარჩება…მაგრამ ეს ყოველივე 20 წლის შემდეგ…ახლა კი მე მხოლოდ  20 -ის ვარ და დიდად არ მადარდებს მომავალში რა იქნება..წინ კიდევ მაქვს 20 წელი..20 წელი ცოტა არაა..მინდა ბევრი მოგონება დავაგროვო..ლამაზი და ბედნიერი..ვფიქრობ და გული მწყდება რომ მე არასოდეს მეყოლება საყვარელი ადამიანი..განა იმიტომ რომ მე არ შემიძლია სიყვარული?! არა, ეს თქვენ არ შეგიძლიათ შემიყვაროთ..იქნებ ასეთ გრძნობაზე გულში ყველა კაცი ოცნებობს მაგრამ მაინც ეჭვიან, პრანჭია, არარომანტიკულ, კაცის შემოსავალზე შეყვარებულ ქალებს ირჩევენ..მერე წუწუნებენ და ოჯახიდან გარბიან..მე შემიძლია მიყვარდეს მთელი არსებით..მას მივუძღვნა ყოველი სიტყვა..შემიძლია ადამიანი ღამით გავაღვიძო და ვთხოვო სასეირნოდ გამომყვეს უარის მიგებისას კი დილამდე ვიტირო..აან კიდე წვიმაში ვიცეკვი და ვირბინო ხალხით სავსე ქუჩაც რომ იყოს მაგრამ ვიცი იტყვიან სირცხვილიაო და მე არ შემიყვარებენ..არ მესმის თუ კი ქალს უყვარს და მზადაა კაცს დაუჩოქოს..ღამით სერენადა უმღეროს..ლექსები მიუძღვნას,სიყვარული შეჰფიცოს და ყურადღებით გაანებივროს რატომ რიცხავენ მას უთავმოყვარეო არარაობად..არადა ვიცი ასე იქნება..ჩემთან არავინ იქნება-სირცხვილიაო…და მეც..მეც არავის შევიყვარებ..ოცნება ოცნებისფერად დარჩება და მე კი 20 წლის მერე ვიცხოვრებ მარტო..წარსულზე ვიფიქრებ და არ დამენანება არც ერთი წამი…

კომენტარები
  1. TheTuaregi ამბობს:

    ”როგორ მესმის შენი და რატომ არ შემიძლია დაგეხმარო”… მოდი ეს ყველაფერი წლების შემდეგ გავიხსენოთ… მოგიძღვნი ასეთ სათაურიან ნაწყვეტს… ❤ მხოლოდ წლების შემდეგ :*

    • leworld ამბობს:

      მე არ მიყვარს წარსულში ქექვა..რაც ხდება ან წარსულში ვტოვებ ან მომავალში მიმაქვს თუ დავტვებ დავტოვებ

  2. TheTuaregi ამბობს:

    უკეთესს რას გავიგონებდი :* კარგია 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s