Archive for ნოემბერი 10, 2012

სიყვარული,მეგობრობა,ნაცნობობა,დაფარული ურთიერთობები და სხვა მრავალი რაც ადამიანურ ურთიერთობებს ეხება დღეს ყვეელაზე დიდ ინტერესს იწვევს და დიდი თუ პატარა ამ თემებზე მსჯელობს.ქუჩაში,მეტროში და ნებისმიერ საზოგადოებრივ ადგილას მოისმენ 8-დან 50 წლამდე ადამიანების საუბარს ამ თემებზე :))

ზოგს გული ატკინეს,ზოგი სასიყვარულო სამკუთხედში ან მრავალკუთხედშია გახვეული და უკან დასაბრუნებელი გზა ვეღარ უპოვნია,Image

Image

ზოგი შეყვარებულს დაშორდა და ხანგრძლივი დეპრესიით თვითონაც იტანჯება და გარშემომყოფებსაც ტანჯავს :))) ზოგმა არ იცის რა აკეთოს და გადაწყვიტა უბედური იყოს და მიმტკიცებს რომ ღიმილი კიარ ეზარება უბრალოდ ასეთი სახე აქვს :)))

ზოოგი უმიზეზოდ ირთულებს ცხოვრებას მომავლის შიშით 🙂

და მიჩნდება კითხვა რა უნდათ ადამიანებს ერთმანეთისგან?

Image

ნამდვილად გვიყვარს ერთმანეთი თუ უბრალოდ მარტოობის გვეშინია?

თუ ადამიანი გიყვარს ან უყვარხარ შეიძლება ეს სიყვარული დღეგამოშვებით იგრძნოს?ან მეგობრობა ყველას სხვადასხვანაირად რომ ესმის როგორ უნდა იმეგობროს ორმა მეგობრობის სხვადასხვაგვარადაღქმისუნარიანმა ადამიანმა? :)))

ბევრი კითხვების დასმა პატარა ბავშვებმა იციანო და მეც გაზრდის ნაცვლად ვპატარავდები და კითხვების რაოდენობა იზრდება და მოსვენებას აღარ მაძლევს :))

როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერები და რა გვინდა ერთმანეთისგან?

სიყვარული,ერთგულება,ყურადღება,მეგობრობა თუ საერთოდ არაფერი არ გვინდა და რაც უფრო შორს ვიქნებით ერთმანეთისგან ცხოვრებაც უფრო მარტივი და კარგი იქნება???

მარტივია ისაუბრო სხვებზე როცა შენ თვითონ ვერ გაგიგია რა გინდა ცხოვრებისგან :)) დავიბენი,ავირიე და ყველა ფერი ნაცრისფერმა შეცვალა და მრავლობითი კითხვისნიშნომანია მჭირს (ახალი დაავადება By Lela ჯერ გამოუკვლევი დაავადებაა და მკურნალობის მეთოდი უცნობია )

Image

არის რამდენიმე ვარიანტი როგორ შეიძლება ვიცხოვროთ და როგორი შეიძლება ვიყოთ :))) მე მაქვს ამბიცია რომ ვარ ჭკვიანი და ვირჩევ პირველ ვარიანტს :))

არჩევანი თქვენზეა :)))

Image

წარმატებებს გისურვებთ :))) ^_^

ყველაზე დიდი რამ ,რაც გაგვაჩნია ეს ხომ “ერთმანეთია”…მაგრამ ჩვენ რატომღაც ამას იქამდე ვერ ვხვდებით სანამ არ ვკარგავთ…არ მინდა დაგკარგო…არა იმიტომ,რომ საზოგადოებისგან განვსხვავდებოდე,არამედ იმიტომ,რომ მჭირდები…ამას შენი თვალები მეუბნება…შეიძლება ვტყუვდები,მაგრამ ამ ტყუილის მჯერა,…მჯერა და მიხარია…გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თორემ არ გვიფრთხილდება არცერთს ცხოვრება… Imageხშირად იმას ვწირავთ და მას ვტოვებთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა… გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ ცხოვრება მიდის, თორემ ერთხელაც ის ერთი წავა, რომელიც ქვეყნად ყველას გერჩივნა… გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს, სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა… ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, რადგან არ გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება… სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა…

ის მე ვიყავი,რომ ვიძახდი ცხოვრებას მიმზიდველს ის თავსატეხები ჰქმნის რაც გზად გვხვდება-მეთქი,მაგრამ ვინ არ შემცდარა.. აი ისევ,ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს.. ორივეს ვფიქრობ,ორივე მგონია.. ვიცი ერთ-ერთი სწორია,მაგრამ შიში შეცდომის დაშვების არ მაძლევს საშუალებას დავაფიქსირო ერთი აზრი… ამისთვის მხოლოდ რისკი არ არის საჭირო,ამისთვის გამბედაობა და ძალაა საჭირო.. ძალა რომ პიროვნებად ჩამოყალიბდე და აირჩიო..

ხშირად ვფიქრობ,რომ გადამივლის და ესეც გაივლის.. მაგრამ მეორე წუთში უკვე იმაზე ვიწყებ წუხილს,რომ ამ წამებში მაინც ცუდ ხასიათზე ვარ და უაზროდ ვკარგავ და ვფანტავ მათ,ისევე როგორც ჩემს სურვილებს.. სურვილებს,რომლებსაც ყოველ შემხვედრ ბაბუაწვერას ვუთქვამ და ფილტვებიდან ჰაერს ღრმად ვუშვებ,რომ რაც შეიძლება შორს გავუშვა მისი ბუსუსები.. არ ვიცი ეს ჟესტი რას გამოხატავს,მაგრამ ამას თავისთავად ვაკეთებ..

ImageP.S შეიყვარე სიყვარული რათა იგრძნო რო მოხვედი ამ ქვეყნად.
მოიპოვე უფლება უთხრა ხმამაღლა რომ გიყვარს.
აქციე ყოველი წუთი სიყვარულის საუკუნედ, დაე ესმოდეს შენი გულისცემა ყველას და ფორიაქით ქარგავდეს ყოველი სუნთქვა სულის სიშიშვლეს. ნუ დათმობ წამს დაუტვირთავად სიყვარულისა, თორემ დაგახრჩობს სინანული. დღეს ხომ სავსეა პლანეტა მონატრებისფრად შემოსილი ჟანგბადით, დღეს ხომ ის წუთია რომელსაც ვერასოდეს დაიბრუნებ და ყოველი შენი მაგრალიტად ქცეული ცრემლი ამაოდ გააჯერებს დედამიწას. ამიტომ მიეცი თავს უფლება დაიბადო თავიდან.
აავსო ყოველი უჯრედი სიყვარულით და წამოდგე ფეხზე. მისცე თავს უფლება იფრინოს გადარეულმა შენმა ფიქრებმა ქარტეხილში, ისწავლოს ბრძოლა სურვილის ამოძახილმა ხმამაღლა, ხალხნო, ადამიანებო, იპოვეთ ერთმანეთში პიროვნება. გაუფრთხილდით ერთმანეთს როგორც ახალშობილს, აჩუქეთ სითბო ერთმანეთს :(((

P.S.S  სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.
ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,
ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.
მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს,
მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.

P.S.S.S   ♥

მთვარეს მზე ანათებს?

Image

სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი?
ჩვენი სამყარო ერთადერთია თუ სხვა სამყარო და გალაქტიკაც არსებობს სადაც ჩვენნაირი ან უფრო განვითარებული არსებები ცხოვრობენ?
სიცოცხლის შემდეგ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი თუ სადაც ჩვენ ვართ ესაა უკვე ჯოჯოხეთი?
წლების წინ დაიწყო კითხვებმა გაჩენა და დღეს უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება ასაკის მატებასთან ერთად არადა მეგონა პირიქით იქნებოდა…

ყოველთვის მშურდა იმ ადამიანების ვინც ყველაფერი იცოდა ან თითქმის ყველაფერი :)) მინდოდა მეც მათ დავმსგავსებოდი და ვცდილობდი..არვიცი გამომდიოდა თუარა..ერთი პერიოდი კარგადაც მოვირგე ნიღაბი და რომ არა ჩემი ცხოვრების მასწავლებელი ამ ნიღაბს შევისისხლხორცებდი და მეც ვეღარ მივხვდებოდი მალე რომელია ჩემი ნამდვილი სახე და რომელი ნიღბიანი
Image
საბედნიეროდ ცხოვრება მხოლოდ ცუდ სიურპრიზებს არ გვთავაზობს და ზოგჯერ კარგი რაღაცებითაც გვანებივრებს- ამ შემთხვევაში მე ცხოვრება უნდა მესწავლა ცხოვრებით და ამისთვის ცხოვრებამ ცხოვრების მასწავლებელი გამომიგზავნა  :)))
ანატომიაზე და ბიოქიმიაზე რთული აღმოჩნდა ცხოვრების გაკვეთილების ათვისება და გამოცდების ჩაბარება ^^… მაგრამ მე მან მასწავლა რომ ჩემი შესაძლებლობები უსაზღვროა და უნდა დავინახო ის,მასწავლა რომ ყოველთვის ის უნდა ვიყო ვინც ვარ და არ ვითამაშო სხვისი როლი..რომ უნდა გავიღიმო როცა მეღიმება აი ისე უბრალოდ ბავშვურად და ვიყო ისეთი ბავშვი როგორიც ვარ და მოვეშვა დიდობანას თამაშს,რადგან ამის დროც მოვა როცა დიდი ვიქნები…ახლა კი ჩემი დროა-უნდა ვიყო ის ვინც ვარ
მან მასწავლა სიყვარული,ღიმილი…
ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები მუდმივად ჩნდებიან ზოგი რჩება ზოგი კი ქრება მაგრამ ყველა მათგანი რაღაც გამოცდილებას გვიტოვებს და გვასწავლის ახალს-აქამდე ამას ვუმეორებდი ჩემს თავს მაგრამ ამ შემთხვევაში როცა საქმე მას ეხება ჩემი ყველა თეორია იმსხვრევა და ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი ის არის რომ მინდა ჩემს ცხოვრებას ბოლომდე გაყვეს მისი არსებობა და როცა უკან მოვიხედავ ჩემს გვერდით მისი ნაკვალევი ჩანდეს…
Image
არსებობს ისეთი რაღაცები რასაც ვერ ახსნი უბრალოდ უნდა მიიღო და გწამდეს და სწორედ ეს არის სიყვარული
იქნებ არსებობს კიდეც სხვა გალაქტიკა და ჩვენზე განვითარებული არსებები.იქნებ ესაა ჩვენ რომ ასე გვაშინებს ის ჯოჯოხეთი და მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა სასიამოვნოა იმის წარმოდგენა რომ ამდენ გაურკვევლობაში და ამდენ ამოუხსნელში ერთი ნახევარი პოულობს მეორეს და ხდება მთლიანი…
P.S მზე ნამდვილად ანათებს მთვარეს… ♥

დეეე ♥

Posted: ნოემბერი 10, 2012 in LeW♥rd
ტეგები:, ,

დედა,დედიკო,დე,დეეეეეე  ♥Image

სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის,ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა.განა მარტო ადამიანი?

არა! დედა ანგელოზია.. ანგელოზი რომელსაც უხარია შვილის კარგი და ტკივა ცუდი, ანგელოზი რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს ,ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ,ვუხარივართ და ცდილობს არაფერი მოგვაკლოს, ჩვენგან მხოლოდ ერთს ითხოვს,ვიყოთ კარგები.მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა, ფაქტი ერთია ,რომ დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია.დედა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება,სანამ ის გვყავს მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია,ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი,მრჩეველი,სიხარულის გამზიარებელი

ჰოოდა დღეს ჩემს დედიკოს დაბადებისდღე აქვს – 39 წლის გახდა ♥

გილოცავ დე…

მაპატიე რომ არ ვარ ისეთი როგორიც შენ გინდა (მაგრამ შენ ჩემგან სულ სუულ ძალიან ბევრს ითხოვ და არასდროს არ ხარ კმაყოფილი :))

მაპატიე რომ შენგან 230 კილომეტრის დაშორებით ვხვდები შენს დაბადებისდღეს უკვე მესამე წელია

დე,ვერასდროს გამოვხატავ იმას რასაც ვგრძნობ მაგრამ მინდა გითხრა რომ იმაზე მეტად მიყვარხარს ვიდრე გგონია და ჩანს…

გილოცავ დე და უფალი შენთან იყოს… ♥

ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.

ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.

მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.

სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით

ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.

ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.

დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.

არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.

შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს

და მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.

შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და

არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.

უპატიებელს მპატიობ მუდამ.

თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.

შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.

მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.