ცხოვრება გვასწავლის ცხოვრებას ანუ ჩემი ცხოვრების მასწავლებელი ^_^ ♥

Posted: ნოემბერი 10, 2012 in ფრაზები, LeW♥rd, Love, Uncategorized
ტეგები:, ,

მთვარეს მზე ანათებს?

Image

სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი?
ჩვენი სამყარო ერთადერთია თუ სხვა სამყარო და გალაქტიკაც არსებობს სადაც ჩვენნაირი ან უფრო განვითარებული არსებები ცხოვრობენ?
სიცოცხლის შემდეგ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი თუ სადაც ჩვენ ვართ ესაა უკვე ჯოჯოხეთი?
წლების წინ დაიწყო კითხვებმა გაჩენა და დღეს უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება ასაკის მატებასთან ერთად არადა მეგონა პირიქით იქნებოდა…

ყოველთვის მშურდა იმ ადამიანების ვინც ყველაფერი იცოდა ან თითქმის ყველაფერი :)) მინდოდა მეც მათ დავმსგავსებოდი და ვცდილობდი..არვიცი გამომდიოდა თუარა..ერთი პერიოდი კარგადაც მოვირგე ნიღაბი და რომ არა ჩემი ცხოვრების მასწავლებელი ამ ნიღაბს შევისისხლხორცებდი და მეც ვეღარ მივხვდებოდი მალე რომელია ჩემი ნამდვილი სახე და რომელი ნიღბიანი
Image
საბედნიეროდ ცხოვრება მხოლოდ ცუდ სიურპრიზებს არ გვთავაზობს და ზოგჯერ კარგი რაღაცებითაც გვანებივრებს- ამ შემთხვევაში მე ცხოვრება უნდა მესწავლა ცხოვრებით და ამისთვის ცხოვრებამ ცხოვრების მასწავლებელი გამომიგზავნა  :)))
ანატომიაზე და ბიოქიმიაზე რთული აღმოჩნდა ცხოვრების გაკვეთილების ათვისება და გამოცდების ჩაბარება ^^… მაგრამ მე მან მასწავლა რომ ჩემი შესაძლებლობები უსაზღვროა და უნდა დავინახო ის,მასწავლა რომ ყოველთვის ის უნდა ვიყო ვინც ვარ და არ ვითამაშო სხვისი როლი..რომ უნდა გავიღიმო როცა მეღიმება აი ისე უბრალოდ ბავშვურად და ვიყო ისეთი ბავშვი როგორიც ვარ და მოვეშვა დიდობანას თამაშს,რადგან ამის დროც მოვა როცა დიდი ვიქნები…ახლა კი ჩემი დროა-უნდა ვიყო ის ვინც ვარ
მან მასწავლა სიყვარული,ღიმილი…
ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები მუდმივად ჩნდებიან ზოგი რჩება ზოგი კი ქრება მაგრამ ყველა მათგანი რაღაც გამოცდილებას გვიტოვებს და გვასწავლის ახალს-აქამდე ამას ვუმეორებდი ჩემს თავს მაგრამ ამ შემთხვევაში როცა საქმე მას ეხება ჩემი ყველა თეორია იმსხვრევა და ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი ის არის რომ მინდა ჩემს ცხოვრებას ბოლომდე გაყვეს მისი არსებობა და როცა უკან მოვიხედავ ჩემს გვერდით მისი ნაკვალევი ჩანდეს…
Image
არსებობს ისეთი რაღაცები რასაც ვერ ახსნი უბრალოდ უნდა მიიღო და გწამდეს და სწორედ ეს არის სიყვარული
იქნებ არსებობს კიდეც სხვა გალაქტიკა და ჩვენზე განვითარებული არსებები.იქნებ ესაა ჩვენ რომ ასე გვაშინებს ის ჯოჯოხეთი და მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა სასიამოვნოა იმის წარმოდგენა რომ ამდენ გაურკვევლობაში და ამდენ ამოუხსნელში ერთი ნახევარი პოულობს მეორეს და ხდება მთლიანი…
P.S მზე ნამდვილად ანათებს მთვარეს… ♥

კომენტარები
  1. tok0sworld ამბობს:

    შენნაირი დამწყები ბლოგერისათვის ცუდი პოსტი ნამდვილად არ უდნა იყოს ყოჩაღ :))))))) ესტუმრე ჩემს ბლოგს თუ სურვილი გაგიჩნდება http://tok0sworld.wordpress.com/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s