Archive for ნოემბერი 12, 2012

ნაცრისფერმშვიდობისა…

დღითიდღე იკარგება ფერები და ადამიანური ურთიერთობები..

Image

ისიც რაც იყო და რაც არ იყო ის თავისთავად დაკარგულია… მინდა რაღაც ვთქვა და ჩემი თავი დავამშვიდო მაგრამ სიტყვებიც გამიქრა.ასე მაშინ მემართება როცა ძალიან კარგად ვარ ან ძალიან ცუდად.

ძალიან კარგად აშკარად არ ვარ…

ცოტა ხნის წინ ერთი იგავი წავიკითხე და ახლაც მასზე ვფიქრობ და კარგი იქნებოდა ადამიანები ამაზე თუ დაფიქრდებოდნენ… სწორი გზით გვევლოს…

Image

ერთი კაცი ტყეში წავიდა ფიცრებისთვის ხის შესარჩევად. დაინახა გვერდიგვერდ მდგარი ორი ხე. ერთი მათგანი გლუვი და გამართული იყო, მაგრამ შიგნიდან დამპალი. მეორე გარეგნულად ხორკლიანი და შეუხედავი იყო, გული კი ჯანსაღი ჰქონდა. ამოიოხრა კაცმა და თავს უთხრა: “რად მინდა ეს გლუვი და მაღალი ხე, როცა დამპალია და ფიცრებისთვის არ გამოდგება? ის მეორე, მართალია ხორკლიანი და შეუხედავია, მაგრამ შიგნით ჯანსაღია; და თუკი მასზე ცოტა მეტს წავიმუშავებ, ჩემი სახლის ფიცრებისთვის ძალიან გამოსადეგი იქნება”. ბევრი აღარც უფიქრია და მეორე ხე აარჩია.
ასევე ღმერთი, თავისი სახლისთვის ორი კაციდან ირჩევს არა იმას, ვინც გარეგნულად მართალი ჩანს, არამედ იმას, ვისაც გული ღვთის სიმართლით აქვს აღვსებული.

Image

P.S

მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების 🙂

თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, უნდა მოიპოვო. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაუჩინარდები… არასოდეს არ დაკარგო იმედი, გჯეროდეს სამართლიანობის, რადგან მთავარი რწმენაა… არ შეგაშინოს ცხოვრების ეკლებმა, იმიტომ რომ მათში ხშირად ვარდები იმალება… კარგი და ცუდი კი ყოველთვის იარსებებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის… ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, მოსპობით კი არც ერთი არ მოისპობა, რადგან ცხოვრებისთვის ორივე თანაბრადაა საჭირო.

Image

მაღლების მიზანია იქვე დარჩენა, სადაც არიან.
საშუალოების მიზანია, შეენაცვლონ მაღლებს.
დაბლების მიზანი კი- როცა მათ საერთოდ უჩნდებათ მიზანი, ის არის, რომ გააუქმონ ყოველგვარი განსხვავება და შექმნან ისეთი საზოგადოება, რომელშიც ყველა თანასწორი იქნება..

P.S
თუ ბედნიერება ტკივილის გარეშე შეუძლებელია, ხოლო სამყარო იმედის გაცრუების გარეშე, მაშინ?..