Archive for ნოემბერი 13, 2012

ახლა არეულობას ვგრძნობ, სრულ ქაოსს. უამრავი ხმა მესმის, მაგრამ არცერთი გარკვევით.
დასვენება მინდა…
უკაცრიელ კუნძულზე წასვლაზე და იქ ერთი-ორი თვის გატარებაზე ოცნება არ ღირს, კი მიფიქრია, მაგრამ არ მინდა. იქ თავს თავისუფლად ვერ იგრძნობ. ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი შედარებითია-თუ კუნძული უკაცრიელია და იმას აკეთებ რაც გინდა, ეს შენ თავისუფალ ადამიანად გაქცევს? არა ეგ თავისუფლება არაა, ეგ უბრალოდ ის არის რისი გაკეთებაც საზოგადოებაში არ შეგეძლო და ახლა აკეთებ რადგან კუნძული უკაცრიელია. არა კუნძული არ მინდა. ნავი მინდა.. არა, გემი მინდა. დიდი გემი. გრანდიოზული. ეკიპაჟი მინდა. ზღვა მინდა, ლურჯი და შავი ტალღებით. ქარიშხალი მინდა, ისეთი, უზარმაზარ ზვირთებს, რომ წამომართავს ყველაფრის ჩასანთქმელად. გემბანზე, წვიმაში, იმ ქარიშხლის ზუზუნში გააფთრებული სირბილი და მერე… გადარჩენა მინდა. გემის მართვა მინდა, უკიდეგანო სივრცეში, თავისუფლად, ქარის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ, ნაპირთან შეუჩერებლად, ზღვაში, ოკეანეში და ისევ ზღვაში, ისევ ოკეანეში და ასე მანამ სანამ სამყარო სულ მთალად არ დაპატარავდება, შევიწროვდება. თუმცა იგივე დარჩება ყველაფერი, მაგრამ მაინც სივიწროვე იქნება.

Image

 ვიქნებოდი იქ არა ერთი-ორი კვირით არამედ მთელი ცხოვრებით. ხომ სჯობს იმ დაწყევლილ კუნძულს, სადაც თავისუფლება და ტყვეობა სინონიმებია. კი სჯობს. შენც წაგიყვანდი,მაგრამ ჯერ გკითხვადი:
– რამდენად შორს შეგიძლია წასვლა ჩემს ეკიპაჟთან ერთად?

და გამჭოლ მზერას გესროდი.

შენ მიპასუხებდი:
– ჰორიზონტის დასასრულამდე.

Image