Archive for ნოემბერი 17, 2012

მზე

Posted: ნოემბერი 17, 2012 in Uncategorized
ტეგები:

არც ისე შორია მზე რომ ვერ მიუახლოვდე მაგრამ შორია იმისთვის რომ მიწვდე…
ყველა ადამიანშია მზე და მიეცით უფლება და საშუალება რომ ანათოს…

 

აგერ მერამდენე დღე მიიწურა და ჩემს ხასიათს არაფერი ეშველა..ადრე თუ ძალიან მიყვარდა ღამე ახლა მეშინია მისი..მოდის ღამე და თან ათასი უაზრო აზრი მოაქვს, ნამდვილი ქაოსია ჩემს თავში და ამ აბურდული აზრების სათავეს ვერაფრით ვპოულობ..
ვზივარ..თვალები ჭერისთვის მიმიშტერებია და მეტირება..
მერე ვჩერდები და..
სიცილს ვიწყებ..ოღონდ ეს სიცილი არ მომწონს..დამცინავია, ყალბი, ბოროტი.. თითქოს სატანა ჩამისახლა და ის ახლა ჩემშია, ხარხარებს..
ხელები მეკუმშება, ისე ძლერად რომ ვგრძნობ როგორ მესობა ფრჩხილები კანში და მტკივა.. მერე..ხან ვმშვიდდები, თანაბრად ვსუნთქავ და მშვიდი ღიმილით ვფიქრობ, ვიყურები და ვგრძნობ რომ ბედნიერი ვარ, ხან კი სული მეხუთება, ვცოფდები, მინდა ჩემს სულს ჩემივე სხეული შემოვაგლიჯო..

ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მინდება გავქრე ყველას მეხსიერებიდან..ერთი უბრალო მიზეზის გამო-მეშინია..მეშინია რომ ჩემს მშობლებს, ახლობლებსა და მეგობრებს იმედებს ვერ გავუმართლებ..მე თითქმის ყველა დავივიწყე..გული გამიცივდა ყველას მიმართ იმისათვის რომ ერთი ადამიანი შემყვარებოდა..რაც უფრო იზრდება ეს გრძნობა მის მიმართ, მით უფრო მცირდება სხვებისადმი და მეშინია..მეშინოდა რომ წასულიყო..მერე?…
ჰო..მიყვარდა ღამე..ვოცნებობდი ხოლმე..ახლა კი მას შიშები მოაქვს.. კიდევ ერთხელ დამღალა სიცოცხლემ..ცხოვრებამ კი არა? საკუთარმა არსებობამ დამღალა.. ნეტავ მალე დამიბრუნდეს ის დრო.. ისევ მიხაროდეს დაღამება, ვოცნებობდე და გაღიმებულს მეძინებოდეს..
ახლა კი..ახლა ისევ საკუთარი არსის ძიებაში ვარ და ვცდილობ იმ მიზანს მივაკვლიო რისთვისაც ამ დაწყევლილ დედამიწაზე მოვხვდი…
 
…ჩემი ტვინი დაიღალა გამოცანებით, ჩემი სხეული დაიღალა სიცოცხლით, იდეა სიკვდილის, რომელიც განადგურებას ნიშნავს, ჩემთვის ტკბილია, მე მიხარია, რომ ჩემივე საკუთარი ნებით შემიძლია შევაჩერო ეს მოუსვენარი გულის ცემა, ეს აღელვებული და მხურვალე სისხლი, ეს მტანჯველი ტკივილები ნერვების. მე ახალგაზდა ვარ, მაგრამ სურვილი არსებობისა აღარა მაქვს, მე ვერაფერს ვერ ვხედავ, ჩემი დემონის ცეცხლოვან თვალებს გარდა…
 
P.S 
ნუთუ ასე ძნელი იყო ერთხელ მაინც მოგეახლოვებინა მზერა ჩემი თვალებისთვის..მაშინ ხომ მიცნობდი….ხომ იცნობდი ამ ძველ და შენთვის აწ უკვე გახუნებულ მზერას..წაკითხული წიგნივით რომ შემოდე მოგონებების თაროზე..
რამდენჯერ აარიდე თვალი ჩემს ცრემლებს…
რამდენჯერ გაიღიმე ჩემი უღონოდ ჩამოყრილი ხელების დანახვაზე….
…რამდენჯერ დააგვიანე ნაბიჯი..ყალბი გრძნობების ტანგოში..მისტერ…..
მე ხომ ეგ ყალბი ნაბიჯიც გამიხანგრძლივებდა ბედნიერების ილუზიას….

არ გეგონოს დავეცი და წამოდგომის ძალა აღარ შემწევს….
მე ყოველთვის მექნება ძალა…რომ შენგან წავიდე…შენს მოსაძებნად….: )))
ყოველთვის მექნება ძალა დაგეწიო..მოგაბრუნო…თვალებში ჩაგხედო..და გკითხო..
გრძნობ????
გრძნობ როგორ ხმაურობს სიჩუმე??…

ვერც ხედავ..და ვერც გრძნობ….
((და….არც მაშინ გესმოდა…ვერც მაშინ ამჩნევდი და ვერც მაშინ გრძნობდი მისტერ…))
გამიღიმე მისტერ….გამიღიმე და გასწავლი როგორ დაუყარო სუსხიან დილას ჩიტებს საკენკი…
გასწავლი როგორ აასრულებინო ბაბუაწვერას სურვილები…
გასწავლი როგორ დაუთვალო წამწამები შენს გვერდით მძინარეს…
და…ნამდვილ ნაბიჯებს გასწავლი…ნამდვილ ტანგოში……
ნუ გაიკვირვებ….დამელოდე…..
ჯერ ხომ მხოლოდ ანტრაქტია მისტერ…
Image

ამ ქვეყანაზე, მე რომ მიყვარხარ,
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე..
ეს სიყვარული ისე დიდია..
ისე ძლიერი და ისე მტკიცე.
ამ ქვეყანაზე, მე რომ გიყურებ,
ასეთ თვალებით ვერავინ გიმზერს
მე რომ მიყვარხარ,ამ წუთას ახლა,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც, გულებია..
ასეთ სიყვარულს ვერავინ იძენს…
როგორც შენ ამ გულს ახლა უყვარხარ,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც ლექსებია,
ყველა ნაპარავს, მალულად გიდებს..
მხოლოდ ეს ჩემი სულია შენთვის,
რომელიც მხოლოდ საკუთარს გიწერს..
ამ ქვეყანაზე, რაც ლოცვებია,
იცოდე მუდამ მე გულში მიდევს…
მე რომ დაგლოცავ ამ ქვეყანაზე
არვინ დაგლოცავს,არასდროს ისე…
ამ ქვეყანაზე ყველა მშიშარა…
ცარიელ სიტყვებს ისვრიან ისე..
შენი გულისთვის ასჯერ მოვკვდები
არ დავიკვნესებ იცოდე ისე,,,
შენი გულისთვის ზეცაში ავალ,,
და ჩემს სულს ახლაც უფალსა მივცემ..
გწამდეს ამ ქვეყნად, მე რომ მიყვარხარ
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე.