ქედს არ ვუხრი აწმყოს და არ ვუფრთხი მომავალს ანუ შექმენი შენი მომავალი აწმყოში : )

Posted: ნოემბერი 26, 2012 in Uncategorized
ტეგები:, , ,

ღმერთი ყოველთვის გვაძლევს ბედნიერ წუთებს თუ წამებს, შემდეგ კი გვართმევს კვლავ, რათა უკეთ გავიგოთ მისი ფასი, ისე ხომ ცოტათი უმადურნი ვართ ადამიანები. ცოტათი?…

თუმცა ისე როგორც თქვენ, მეც ამ, ალბათ სადღაც განაგონმა, შემდეგ ჩემს ტვინში დალექილმა, ახლა კი ამოხეთქილმა ლამაზმა სიტყვებმა როგორ შეგვიყვანეს შეცდომაში. ნუთუ ოდესმე გვქონია ბედნიერების ნამდვილი მიზეზი?

Image

იქნებ ეს მხოლოდ თავის მოტყუება იყო, თუმცა მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ ტყუილია, დიდი ტყუილი, რომელშიც ხანდახან გამოერევა სიმართლე, რომელმაც უკვე დიდი ხანია ფასი დაკარგა, მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ტაშს მხოლოდ იმ ლამაზ სიცრუეს ვუკრავთ, რომელიც კარგად ხვდება ყურს და გულს. მაგრამ როგორც კი გონებამდე მიაღწევს, მაშინ კი რა მოგახსენოთ.

ამ სიცრუეში და იშვიათ, არასასურველ სიმართლეში გადის მთელი ჩვენი ყალბი ცხოვრება, სადაც იცვლებიან სახელები და სახეები, ირევიან გრძნობები გროვებად, პირები- ხროვებად და მაინც იმედოვნებენ, რომ ცუდის გარდა იქნებ კარგიც არსებობდეს.

ცხვრად ქცეული მგლების ნაცვლად იქნებ მართლა არსებობდეს სიკეთე.

იქნებ მართლა ჰქონდეს ყველა პიროვნებას ის, რის გამოც ისინი ან უნდა გვიყვარდეს ან გვებრალებოდეს.
Image

იქნებ მართლაც არსებობს სადღაც შორს, მაგრამ მაინც ის, რისთვისაც ან ვისთვისაც დავიბადეთ.

იქნებ შეიძლებოდეს თან გიყვარდეს და თან უყვარდეს.

იქნებ მართლა გვაქვს რაღაც მისია, რომლის შესრულებისთვის ვცოცხლობთ, მაგრამ ხომ შეიძლება ეს მისია ის ტანჯვა იყოს, რომელიც სხვისთვის იმის მაგალითი იქნება, რომ ბედნიერებასთან ერთად უბედურებაც არსებობს.

თუმცა, იცით, რაც ყველაზე ცუდია, არსებობს სიტყვა, რაც გვიკლავს იმედს, იმედს იმისას, რომ ბედნიერებას მივაგნოთ და ესაა სიტყვა “იქნებ,” რომელიც შესაძლოა ლამაზად ჟღერდეს, მაგრამ არა ზუსტად ამბობდეს სათქმელს.
Imageთუმცა მიუხედავად ყველაფრისა იმედოვნებ, რომ მოვა დღე, როცა ჩვენ წავალთ,სადღაც იქ, სადაც უკეთესია, მაგრამ არსებობს კი ასეთი ადგილი?
ისევ კითხვები, რომელზე პასუხებიც შესაძლოა მტკივნეული იყოს.
ამიტომაცაა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ერთ ადგილზე დგას და მის ჯერს ელოდება, ბედნიერების ჯერს გრძელ რიგში.
მოდით ავმოძრავდეთ და იქნებ მივიდეთ იმ საოცნებო ადგილამდე, მაგრამ ისევ “იქნებ”, ამიტომ კვლავ ჩერდები, რადგან რა იცი რა ხდება? აი, კვლავ კითხვა, რასაც პასუხი სჭირდება, ის პასუხი, რომლის გაცემაც არ გვინდა და არც გვძალვიძს და უბრალოდ მივყვებით დინებას, დინებას, რომელიც არ ვიცით სად მიგვიყვანს.
 
მაგრამ ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა მედალს 2 მხარე აქვსო. მეც დავიჯერე და მივხვდი, რომ შესაძლებელია ბევრი ცუდიც მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ აუცილებლად მივალთ იმ დღემდე, როცა ბედნიერებასაც ვიგრძნობთ, აი ისეთ ბედნიერებას სულ შენთან, რომ იქნება, ვერავინ და ვერაფერი, ვერასოდეს, რომ ვერ წაგართმევს : ))) ♥
Image

 

კომენტარები
  1. parth893 ამბობს:

    Nice Work Dear 🙂

    HAppy New Yr.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s