თუკი ბაბუაწვერამ გაიყოლა თვალების ეშხი, უეშხო თვალებს რა ეშხი აქვთ, რაღაა მზერა…?

Posted: ნოემბერი 29, 2012 in Uncategorized
ტეგები:, , ,

რას ვეძებთ მთელი ცხოვრება? ალბათ ყველანი ვეძებთ ერთსადაიგივეს – საკუთარ თავს სხვის გულში….

დავსდევთ ჩვენს ფანტომურ ოცნებებს, ძლიერ და იშვიათ ნარკოტიკს – სიყვარულს…და უბრალო ადამიანურ სიყვარულს კი არა,როგორც სასიამოვნო ემოციას,არამეტ რეზონანსს, ჩვენი სურვილების თანხვედრ ვექტორს, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს რეალობასთან…სამწუხაროდ ამ ფანტომთან ბრძოლა საკუთარი ძალებით არარეალურია…ამაზეც ღმერთის ნებაა საჭირო…

იქნებ არის კიდეც ღმერთის ნება და გვეხმარება კიდეც, მაგრამ ჩვენ არ გვესმის…არ გვესმის რადგან საკუთარი გულისცემა იმდენად ძლიერია, რომ აღარაფერი გვესმის, სმენას ვკარგავთ…გულის ყურს ვკარგავთ…

მაშინ მიგაქანებს გულის ყოველი დარტყმა რეზონანსის ტალღებად სულ უფროდაუფრო ღრმად და გავიწყდება,რომ ცურვა არ იცი და წყლის ყოველთვის გეშინოდა…
მაშინ გიზიდავს ანდამატივით შენი სიყვარულისა და ვნების ობიექტი ისე, რომ ყოველი სიტყვა აზრს მოკლებულ არაჩვეულებრივ მუსიკად ჩაგესმის ყურში…

…სიყვარულის პულსს კი ვეღარ შეანელებ…ის უკვე საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს…ხან სიხარულის და ბედნიერების ცაში აყავხარ და მზად ხარ ყველას ყველაფერი აპატიო და ყველა ტკივილი დაივიწყო, ხან კი… მიწაზე დაგცემს ტანჯვითა და ტკივილით, სიძულვილით აგავსებს…პირველ რიგში საკუთარი თავისადმი…და ერთი წამითაც აღარ შეგიძლია საყვარელ თვალებში ჩახედვა, თუნდაც უკანასკნელად…

მხოლოდ ერთადერთ ადამიანს აქვს უფლება ჩემს გულს ხელით შეეხოს…ჩვენ ხომ ერთნაირი პულსი გვაქვს…და ეს იშვიათობაა…
Image
ამიტომ ღმერთს ვთხოვ მოგვიტევოს და შეგვინდოს , რადგან საკუთარმა გულისცემამ დაგვაყრუა… თუმცა ვიცი,რომ ამისთვის მაინც მოგვეკითხება…
“თუკი ბაბუაწვერამ გაიყოლა თვალების ეშხი,
უეშხო თვალებს რა ეშხი აქვთ, რაღაა მზერა…?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s