Archive for დეკემბერი, 2012

თავის-უფლება

Posted: დეკემბერი 27, 2012 in Uncategorized

სად ხარ ?

მომენატრე..

რამდენი ხანია ერთმანეთს არ შევხვედრივართ და აღარ გვისაუბრია ადრინდელივით გულახდილად, აღარც მსაყვედურობ, აღარც მაქებ.. დუმილს შეეჩვიე და მეც შემაჩვიე სიჩუმეს

არადა როგორი საჭირო ყოფილხარ ჩემთვის და როგორ არ მინდოდა დამეკარგე,მაგრამ ჯერ გავუცხოვდით და მერე საერთოდ გავწყვიტეთ კონტაქტი…ამას ახლა მივხვდი და ვცდილობ როგორმე გამოვასწორო ეს ყველაფერი მაგრამ მგონი უკვე გვიანია

თავისუფლება მინდა თუ რათქმაუნდა არსებობს სადმე…

მინდა ყველა ვალდებულება ,,დავიკიდო” ჩანთა ავიღო და ყოველგვარი კომუნიკაციის საშუალების გარეშე სადმე გადავიკარგო- მთაში , სადაც მიყრუებულ ქოხში მარტო ვიქნები, ვუყურებ ბევრ ფილმებს, მოვუსმენ მუსიკას, წავიკითხავ წიგნებს ,რომლებსაც არავითარი კავშირი არ ექნებათ მედიცინასთან (მძულს უკვე :@ ) , ვისეირნებ , დავტკბები ბუნების სილამაზით , გადავიღებ უამრავ ფოტოს და ვწერ…

მერე იქნებ ისევ შევხვდეთ ერთმანეთს მე და შენ და ისევ ვიქცეთ ერთ მთლიანობად …იქნებ აღარ დამჭირდეს გამუდმებით შენი ძებნა ჩემში თან ჩემგან ასე შორს..

მე თავისუფლება მინდა

ნამდვილი თავისუფლება

არავიზე და არაფერზე დამოკიდებულების გარეშე

მინდა წავიდე ყველასგან და ყველაფრისგან შორს 

ვიხეტიალო უაზროდ და ვაკეთო რაც მინდა და როცა მინდა, ვიცხოვრო ისე რომ ყოველი დღე სიამოვნებას მანიჭებდეს.. 

დავიღალე

დამღალა ამდენმა ,,იქნებ”, ,,ალბათ”, ამდენმა გაურკვევლობამ და ბუნდოვანმა ხვალინდელმა დღემ. მინდა არ მეშინოდეს იმის თუ რა იქნება ხვალ… 

ასე მგონია მე მე არვარ და სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ, მგონია რომ ეს ყველაფერი მე არ მეკუთვნის და შეცდომას ვუშვებ იმ გზაზე სიარულით რასაც დღეს და ახლა ვადგავარ

ბევრი რამ არ და ვერ მესმის ან იქნებ მე არ მინდა რომ მესმოდეს , თორემ მე ვიცი რომ არ არის ამ ქვეყნად ისეთი რამ რისი გაგება და გაკეთებაც მე არ შემიძლია

თითქოს დავმძიმდი, არადა რა სასიამოვნოა სიმსუბუქე, როცა ვერ გრძნობ ვერაფერს 🙂

მახსოვს ერთხელ ლექტორმა გვითხრა ადამიანი მაშინ გრძნობს საკუთარ სიმძიმეს და საკუთარ სხეულს როცა რაღაც აწუხებსო და ალბათ მეც მაწუხებს (?) , თუმცა რა ალბათ უნდა რომ არ მაწუხებდეს ახლა აქ არ დავწერდი ამაზე. 

და რა?

მეც ვერ გამიგია რა არის ეს, ვერც ის გამიგია ვინ ვარ მე და რა მინდა

მგონი მართლა ბავშვი ვარ…

დიდი ბავშვი რომელმაც თავის დროზე ვერ მოასწრო ბავშვობა და ახლა თავი ვეღარ დაუღწევია აუსრულებელი წარსულისგან და ამით აწმყოსაც ბუნდოვანს ხდის აწმყო კი მომავალს ქმნის

მე მინდა მზე, მინდა ლურჯი ცა, მინდა სითბო, მინდა სინათლე და იმედი

მინდა რაღაც და ამ რაღაცის სახელს ვერ ვპოულობ

მე მინდა რწმენა

რწმენა საკუთარ თავის და ირგვლივ მყოფების

აღარ მინდა კითხვისნიშნები

მე მინდა რომ გიპოვნო შენ , ძალიან-ძალიან მაგრად ჩაგეხუტო და ისევ ერთ მთლიანობად ვიქცეთ როგორც აქამდე, ისევ მისაყვედურო, ამატირო ხოლმე და ასე მარტო აღარ დამტოვო..აღარასდროს!

გელოდები, ჩემო მევ!

დღეს პირველად ვიგრძენი რომ შეიძლება ერთდროულად იყო ძალიან ბედნიერი და თან უბედური..

ბედნიერი იმით რაც გაქვს და უბედური იმით რაც შეიძლება დაკარგო და აღარასდროს აღარ განმეორდეს…

შიში ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად მექცა…

ვერასდროს წარმოვიდგენდი ადამიანი დანახვას თუ შეიძლებოდა ამხელა ბედნიერება მოენიჭებინა… დავინახე თუარა რაღაც საოცარი ვიგრძენი… თუმცა ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო აი მაშინ როცა ჩვენს შორის მანძილი 2 კილომეტრამდე შემცირდა მთელი ღამე ვერ მოვისვენე თვალებდაჭყეტილი ვიწექი და რომ წარმოვიდგენდი რა ახლოს იყო გული მიჩქარდებოდა..როგორც იქნა გათენდა და ფანჯრიდან ნათელმა მზის სხივმა რომ შემოანათა ყველაზე ბედნიერი ვიყავი ,,ვნახაავ, ვნახავ, მზეა მზეეე ! ამინდსაც ვუყვარვააართ!” ზუსტად ასეთი იყო ჩემი რეაქცია..მთელი დღე დავფარფატებდი სანამ გაიღვიძა და შესახვედრად გავეშურე…რაც უფრო ახლოვდებოდა დანიშნულების ადგილი ჩემი გულისცემა ხშირდებოდა…მარშუტში მოვკარი თვალი ..მერე ჩამოვიდა ჩემსკენ მოდიოდა და იღიმებოდა… რაც უფრო ახლოს მოდიოდა უფრო მიჭირდა სუნთქვა..მერე მახსოვს ჩავეხუტე და ყველაფერი ძალიან სწრაფად დატრიალდა…ვგრძნობდი როგორ თბილოდა..მის სუნს ვგრძნობდი…მის კისერში ჩავძვერი … მერე კი უცებ ჩემებურად ავლაპარაკდი და ძლივს მაჩუმენდა…ბედნიერი ვიყავი მისი სიახლოვით..მისი ნაბიჯებით მისი არსებობით და არასდროს არ გამომდის ამ ბედნიერების დამალვა… მივდიოდი და ნაცვლად იმისა რომ წინ გამეხედა მარჯვნივ ვიხედებოდი ბედნიერი სახით და მას ვუყურებდი ის კი როგორც ყოველთვის დამცინოდა რომ სულელივით ვიქცევი და რომ ბავშვი ვარ …

 რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი და ძლიერი როცა საყვარელ ადამიანს, შენს ოცნებას შენს მზეს და საოცრებას უყურებ, მისი ხმა გესმის, მასთან ერთად დადიხარ ქუჩაში, მის ნაბიჯებს ითვლი უყურებ როგორ იღიმება, შეგიძლია უბრალოდ აკოცო, ჩაეხუტო, ძალიან მაგრად ჩაეხუტო მთელი ძალით და უბრალოდ ძალიან ძალიან ბედნიერი იყო იმ წამით და დაუოკებელი სურვილი გქონდეს დროის გაჩერების

რა უნდა იყოს იმაზე ძვირფასი როცა საყვარელი ადამიანის თვალებში სითბოს სიყვარულს და ბედნიერებას ხედავ?

მე ბედნიერი და სავსე ვარ ემოციებით და რამდენიმე საათია სულელივით ვტირი… მე ბედნიერი ვარ რომ მხვდა წილად ბედნიერება ასეთი სიყვარულისა

ბედნიერი ვარ რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით და უფალს ვთხოვ რომ სულ ბედნიერი იყოს ჩემთან ან ჩემს გარეშე როგორც ის უკეთ იქნება

მაგრამ ეგოისტობასაც მოვუხმობ და მინდა ჩემთან იყოს ბედნიერი და ყოველთვის ასეთ და ამაზე ძლიერ სიხარულს და ბედნიერებას ვანიჭებდეთ ერთმანეთს ერთმანეთის ხილვით როგორც დღეს

მე შენ მიყვარხარ

მიყვარს შენი დანახვა , შენი ხმა, შენი ნაბიჯები, შენი სურნელი, მე მიყვარს შენი ჩახუტება, მიყვარს ყველაფერი შენთან ერთად

მალე იმ დროს და ლოდინსაც შევიყვარებ შენს თავს რომ მომიყვანს

შევიყვარებ იმ გზას შენს თავს რომ მომიახლოვებს

შევიყვარებ ყველა განსაცდელს რომელიც უფრო დაგვაახლოვებს

შევიყვარებ ყველაფერს რისი შეყვარებაც შეიძლება

შეგიყვარებ ამაზე მეტად თუ არსებობს უფრო ძლიერი

ამაზე მეტად მეტკინება ყოველი განშორება და უფრო ძლიერად გამიხარდება ყოველი შეხვედრა

მე შენ მიყვარხარ თემოImage

 მე შენ მიყვარხააააააააააააააააააააააააააააარ ♥

12.12.12

ყოველთვის რაღაცნაირი ვიყავი..13 წლიდან..მანამდე არ მახსოვს…ჩემი თანატოლები ათას რამეს ისვამდნენ სახეზე და ბიჭებს ეფლირტავებოდნენ მე ჩემთვის დავდიოდი , სულ ვდუმდი,რაღაცას ველოდებოდი და ღამეებს ვათენდებდი წიგნების კითხვაში და დღიურის წერაში..ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია ჩემი დღიური მეექვსე კლასიდან და ჩემს მოგონებებს ინახავს…ყოველთვის ბუნებრივ სილამაზეს ვანიჭებდი უპირატესობას და დღემდე ბიუნებრიობა მირჩევნია ყველგან და ყველაფერში..ყოველთვის მეუბჯნებოდნენ რომ ლამაზი ვარ,რომ განსაკუთრებული ვარ მაგრამ მე არასოდეს მჯეროდა ამის რადგან არ მჯერა მე სხვების..არავისი არ მჯერა და ყოველთვის ვცდილობდი გრძნობების გარეშე მეცხოვრა…
ათასი რამ გადამხდა ცხოვრებაში და ისე მოხდა რომ ცხოვრება მუდმივად დამცინის და არასდროს არ მაქვს ის რაც მინდა და ,,მისი” სიტყვები ამმიტომ მცვდება გულზე > რაც მსურდა არასდროს არ მქონდა,რაც მქონდა არასდროს არ მსურდა…
პირველი იმედგაცრუება ბავშვობაში განვიცადე,ახლა ეს სასაცილოა მაგრამ მაშინ სერიოზული დარტყმა იყო ჩემთვის
დრო გადიოდა და ნელ-ნელა თავს ვპოულობდი თითქოს და ვიცოდი რა მინდოდა და როგორ მინდოდა მაგრამ ცხოვრება ყოველთვის დამცინოდა
პირველი სერიოზული დაცინვა მაშინ იყო როცა სხვა პროფესიაზე ვოცნებობდი და სხვა აღმომაცნდა და უფრო სასაცილო ის იყო რომ მალე მივხვდი ეს მინდოდა..მაშინ ვირწმუნე რომ ყველაფერი ჩვენი უკეთესი ხვალინდელი დრისთვის ხდება..
16 წლის ასაკსი პიროვნული ცვლილება განვიცადე როცა ერთ დღეს უცნაურ მოვლენას შევესწარი და იმ დღიდან გამიჩნდა გრძნობა და შიში რომ შეიძლება დღე რომელიც დაღამდა ჩემთვის აღარ გათენდეს…იმ დღიდან დამაფიქრა სიკვდილმა ..
ჩემი ყველაზე დიდი უბედურება ის იყო რომ ყოველთვის მარტო ვიყავი და არასდროს არავინ არ დადგა ჩემს გვერდით როცა მე ეს მჭირდებოდა და მერე უკვე მე აღარ მინდოდა მათი სიახლოვე..ყოველთვის მარტო მტოვებდნენ და ერთადერთი რაც არასდროს არ მტოვებდა ცრემლები იყო..მუდამ ჩემთან იყო ეს ცივი მლაშე წვეთები და როცა ჩემი დღიურის ფურცლებს ეცემოდნენ და ზედ კვალს ტოვებდნენ თითქოს მამშვიდებდნენ როგორც ჩვენ ვშრებით და ჩვენი კვალიც ნელ-ნელა უფერულდება ისე გაქრება ყოველივე შენი ცხოვრებიდანო და მეც იმედით ვცხოვრობდი და თავს ვიმშვიდებდი რომ ჩემთანაც იქნებოდა ნათელი დღე…
ბევრი მცდარი გადაწყვეტილება მივიღე,ბევრს ვნანობ,ბევრის გამართლებას ვცდილობ და ვიცი რომ ადამიანი ვარ ჩემი პლუსებით და მინუსებით და სხვები იმას დაინახავენ რის დანახვასაც თვითონ მოისურვებენ…საერთოდ მე ვერ მხედავენ და ამას უკვე შევეჩვიე და აღარც მაკვირვებს მე ხომ მე ვარ ასეთი …და მათ არ შეუძლიათ მე ასეთი ვჭირდებოდე..მე ვიცი რომ შეცდომით გავჩნდი ამ სამყაროში და რომ შემეძლოს აუცილებლად წავიდოდი იქ სადაც ჩემი ადგილია …
გავიდა დრო თითქოს გავიზარდე გავარკვიე რა მინდოდა ცხოვრებაში გამიჩნდა მიზანი,ამბიცია და ცხოვრებასთან მუდმივ ომში ჩავები მაგრამ ერთ დღეს სწორედ ის მოხდა რასაც ასე ვუფრთხოდი…
წლებია მოლოდინის გრძნობა მაქვს და ვიღაცას ვხედავდი სიზმარში და ვიცოდი რომ მას არ ვიცნობდი და ყოველთვის მიკვირდა უცნობ ადამიანს რატომ ვხედავდი..მერე ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ ერთი მესიზმრებოდა და ამას ვეღავ ვხსნიდი..ერთ დღეს კი უკვე ის ვეღარ ავხსენი რა მნიშვნელობაც ერთმა ბიჭმა შეიძინა ჩემთვის…
ქარიშხალივით შემომეჭრა გულში და მე შევიცვალე…სწორედ მაშინ როცა მეგონა რომ უკვე ის ვიყავი ვინც სულ ვიქნებოდი…Image
15 წლის რომ ვიყვაი უკვე დიდი მეგონა თავი და მას შემდეგ თითოეული დღე სევდას მმატებდა …და სულ უფრო დიდი მეგონა თავი …20ის რომ ვხდებოდი ვიცოდი უკვე დიდი ვარ ყველაფერი ვიცი,მესმის და არ არის არაფერი რაც ჩემთვის გაუგებარიათქო: )))) და მოუთმენლად ველოდებოდი 20 წელს:)) და გავხდი 20ის:)) და სულ რაღაც 2 კვირაში დამატყდა თავს ….
და უკვე 6 თვეზე მეტია ასე ვცხოვრობ…მანამდე ყველაფერი კარგად იყო..ყველაზე კარგი იყო ის ღამეები რომელიც მასთან ლაპარაკში მითენებია და რომ შემეძლოს დროს დავაბრუნებდი და გავყინავდი…როგორ არ მინდა ,როგორ მეშინია ჩემი თავი მაკვირვებს უკვე..ახლაც მეტირება და განსხვავება ის არის რომ აქ არ დაეტყობა ცრემლების კვალი და ვერც იმას ვნახავ როგორ გაქრება ის კვალი…ეს სიმბოლურია რადგან ვერც ის გაქრება ჩემიცხოვრებიდან და ეს ვიცი..და მეშინია..მეშინია ხვალინდელი დღის,მეშინია უმისო დღის…ცოტა ხნის წინაც მას ვურეკავდი მინდა ხმა გავიგო,მინდა ვნახო,ჩავეხუტო..ლომკა მაქვს…მარტო მაშინ ვარ ბედნიერ როცავხედავ და პატარა ბავშვივით რომ ჩამეხუტება ხოლმე..Image
მხოლოდ მაშინ..მინდა მწამდეს და მჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ არ შემიძლია..უკვე თავის მოტყუებაც აღარ გამომდის მე ხომ ვიცი ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩემს ცხოვრებაში არ შეიძლება კარგი რამ მოხდეს და ბედნიერი ვიყო… მე უბრალოდ მინდა ..
უბრალოდ მინდა…

შენში, თურმე, ის უნდა განავითარო, რისთვისაც გკიცხავენ…

რადგან სწორედ „ის“ გქმნის „მედ“… 

და რომ შენს განსხვავებულობას ვერ ეგუებიან „ბოროტი“ სხვები და კიცხვით ცდილობენ წაგართვან შენი „ინდივიდუალურმყოფელი“…

მომხიბვლელად მჟღერი არგუმენტია შენიშვნების მოსაგერიებლად და მანკიერების უმანკო სახით ლამის მთავარ ღირსებად მოსანათლად. მაგრამ, საზღვარი რომ ყველაფერს აქვს, ვინ არ დამეთანხმება, სულ რომ მოიარო გრინვიჩის მერიდიანიდან გრინვიჩის მერიდიანამდე, ეკვატორიდან ეკვატორამდე? განვითარებასაც აქვს საზღვარი და მანკსაც – მითუმეტეს…

ჩვენი განმასხვავებელი და გასაკიცხი თვისებები აგრესიის რეცეპტორებს არ ეხება და, ამიტომაც, არ იწვევს აქტიურ-აღმკვეთ ქმედებებს. სამაგიეროდ, ბადებს უკვე ყბადაღებულ კითხვებს, რომლების დასმაც ზოგს უკვე გვეხამუშება, ზოგს-ჯერაც არ მოსვლია თავში…

ეს კიდევ მეტად მოწმობს, რომ ჯერ გზაში ვართ!!!

ვერ დავიჯერებ, რომ არ გქონია ასეთი განცდა… ერთი კითხვით შეპყრობილი რომ მიაბიჯებ და საკუთარ ,,მე”-სთან გაბედულად ფილოსოფოსობ. ხან ერთ პასუხს აზომებ, ხან მეორეს არგებ. და ძალიან იშვიათად, რომ გაგიმართლოს და, ამ გართობა-გართობაში, ზუსტად მის თარგზე გამოჭრილს მიაგნო…

არასდროს დავინტერესებულვარ „აქაც რომ რეკამდა“ როგორ რეკამდა და მსგავსი, მეცნიერებით ახსნადი „ჟანრის“ კითხვებით. უფრო თითო ადამიანის თითო ალოგიკური სცენარი მაფიქრებდა ხოლმე არსებულ ამოებაზე. და რადგან ახლა ვწერ, ჩანს, ისევ მაფიქრებს…

ერთ-ერთი ჩემს თავთან გათამაშებული მოაზროვნის როლის შესრულებისას დავასკვენი, რომ ისრებიან საათზე დრო უფრო სწრაფად იწურება, ვიდრე ელექტრონულზე. ყოველ შემთხვევაში, თვალი დროს უფრო წინწასულად აღიქვამს, როცა ისრები ‘12-ს 5 უკლიას’ აჩვენებს, ვიდრე ელექტრონულზე ასახული 11:55. ისევ გვახსოვს თითქმის მილეული 11 საათი და ასეც იქნება, სანამ 59-ს 00 არ შეცვლის…
როგორ ვახერხებთ იმდენ ხანს ვიბობოქროთ, ვიდუღოთ, რომ მაჭრიდან პირდაპირ ძმრად ვიქცეთ…

როგორ გამოგვდის გვქონდეს ამდენი და ბევრად მეტი კითხვა და ვერცერთი პასუხი…

საზღვარი ყველაფერს აქვს!!!

ბოლოს ყველა ხვდება…

სულ რომ მოიარო გრინვიჩის მერიდიანიდან გრინვიჩის მერიდიანამდე… ეკვატორიდან ეკვატორამდე…

ცხოვრება მშვენიერია!… და მიმიფურთხებია, რომ ეს სიმართლე არაა..

ნეტავ ერთხელ შენშიც მოთოვოს იმ გრძნობამ და განცდამ ახლა რასაც მე ვგრძნობ და რაც ჩემში თოვს შენი გაცნობის მერე…
ოდესმე ვინმეს ისე ძალიან,ისე მონდომებით და ისე გულიანად ჩახუტებიხარ რომ შენი გული და გრძნობები მისთვის მიგიცია?
ოდესმე ცრემლებით გილოცია?
გჭერია ხელში შენი ცოდვების სიმძიმით ატირებული სანთელი?
შენც ჩემსავით შიშით,კრძალვით და სიყვარულით მიდიხარ სახეგაფითრებული შენი ყველაზე დიდი ცოდვების მოსანანიებლად?და შენც ჩემსავით გეკვეთება ფეხები იმ წმინდა შენობაში შესვლისას?

შენც მოგდომებია ის წმინდა ჰაერი დარჩენილიყო შენში სამუდამოდ?
მითხარი რომ ერთხელ მაინც წამოგსვლია ცრემლები,ერთხელ მაინც გიტირია…
მითხარი რომ გული გაქვს..რომ შენც გრძნობ..
მითხარი რომ შენც განიცდი და არცერთი წამით არ იფიქრო რომ მე გიჟი ვარ..
მითხარი შენ გიგრძვნია ჩაჭიდებულ ხელისგულში ჩემი გულისცემა?
მითხარი რომ შენც სულს გიხუთავს ის რაც ირგვლივ ხდება და რომ შენც გინდა და შეგიძლია ჩემთან ერთად სამყაროს დასასრულისკენ უკანმოუხედავად წასვლა..
წასვლა ჩემთან ერთად თუნდაც არსად..უბრალოდ ჩემთან ერთად…
მითხარი რომ შეგიძლია ჩემთან ერთად აფრინდე მაღლა ცაში ოცნებით…ახვიდე მზეზე..უყურო ცისარტყელად…დაელოდო ღამეს რომ ჩემთან ერთად ნახო მთვარე…
მითხარი რომ მზად ხარ უბრალოდ იყო ჩემთან და არ მოგბეზრდე…
შენთვის ყველაზე წმინდა ცრემლის დაღვრა შემიძლია…
იცი უბრალოდ ჩემი ხარ 
ჩემში ხარ და მეჩემები…
უბრალოდ,უბრალოდ მომენატრე და…

ყველა ადამიანი სხვადასხვა თითზე ატარებს ბეჭედს.აღმოჩნდა, რომ მას არა მხოლოდ აქსესუარის ფუნქცია აკისრია, არამედ მისი მფლობელის

ხასიათზეც გვაწვდის ინფორმაციას, იმის მიხედვით, თუ რომელ თითზეა გაკეთებული.Image

მათ, ვინც ცერა თითზე ატარებენ ბეჭედს, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ.ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ, რომლებსაც უნდათ თავდაჯერებულები იყვნენ, უპირველეს ყოვლისა, სექსუალურ სფეროში.ძველ რომაელებსაც სწორედ ამიტომ ეკეთათ ცერა თითზე რკინის ბეჭედი, რაც, მათი წარმოდგენით, მამაკაცურ ძლიერებას იცავდა და მფარველობდა.

ბეჭედი ნეკა თითზე ნიშნავს, რომ მის მფლობელს არ სურს დაქორწინება და იგი საერთოდაც ძალიან დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანია, რომელიც ვერ აიტანს შეზღუდვებს და არც ოჯახურ რუტინას შეეგუება.

საჩვენებელ თითზე ბეჭდის ტარებას ძველ დროში მითიური დატვირთვაც კი ჰქონდა.ითვლებოდა, რომ ამ თითზე ბეჭდის გაკეთებით ყველაზე მორიდებული და მერყევი ადამიანიც კი თავდაჯერებული და ძლიერი ხდებოდა.სწორედ ამიტომ, მეფეები ხშირად ატარებდნენ ბეჭდებს ასე, რაც მათ მბრძანებლურ ხასიათს უსვამდა ხაზს.აქედან გამომდინარე, მიჩნეულია, რომ ამ შემთხვევაში ბეჭდის მფლობელი, მიზანდასახული, ძალაუფლებისმოყვარე პიროვნებაა.იგი ყველანაირად ეცდება მიაღწიოს მიზანს და არცერთი საფრთხის წინაშე არ დაიხევს უკან.

ბეჭედი შუა თითზე გვატყობინებს, რომ მისი მატარებელი ზედაპირული ურთიერთობების მოყვარულია.მას ძალიან მოსწონს თავისი გარეგნობა და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.ასეთ ადამიანებს ასევე ცოტა ამპარტავნება და ზედმეტი პატივმოყვარეობაც ახასიათებთ, თუმცა ტყავიდან ძვრებიან, რომ გარშემომყოფებს თავი მოაწონონ.

და ბოლოს, ბეჭედი არათითზე – ყველაზე პოპულარული ვერსიაა, რომ მისი მფლობელი დაქორწინებულია, თუმცა ვინც ამ თითზე ბეჭედს არა მხოლოდ თავისი ოჯახური მდგომარეობის დემონსტრირებისთვის ატარებს, გამოუსწორებელი რომანტიკოსია.ასეთი ადამიანი მიდრეკილია ფუფუნებისკენ და სილამაზის აღქმის გამორჩეული უნარი აქვს, იგი ტკბება ცხოვრებით და მიისწრაფის სასიამოვნო შეგრძნებებისაკენ.

 

P.S მე ბეჭედს შუა და არათითზე ვატარებ ანუ ერთდროულად რომანტიკოსი ვარ და თან უპირატესობას ზედაპირულ ურთიერთობებს ვანიჭებ ალბათ ჩემი მშიშარა ბუნების ბრალია :))

თურმე ჩემი გარეგნობაც მომწონს (?) და ყურადღების ცენტრში ვარ :)) მახასიათებს პატივმოყვარეობა და ყველაფერს ვაკეთებ თავი რომ მოვაწონო გარშემომყოფებს ^_^ : ))

Image