Archive for მარტი, 2013

post-36-12313385883შუქი ქრება…ადგილები დაიკავეთ…
ასე შორსაც ნუ წახვალთ მისტერ..:) პარტერში ადგილები თავისუფალია…უფრო სწორად ყველა ადგილი თავისუფალია…
ვისაც ჰგონია რომ კომედია იწყება შეუძლია ახლავე დატოვოს დარბაზი….არავინ დგება ფეხზე??…კარგია…მაშინ დავიწყოთ:
“მე..ესა და ეს…მცხოვრები ამა და ამ პლანეტაზე, ამა და ამ ქვეყანაში…ამა და ამ ქალაქში…ამა და ამ ხალხის მეხსიერებაში, მყოფი ჯერჯერობით ნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობაში,ვაცხადებ, რომ დავიღალე…..
დავიღალე ირგვლივ არაფრისმთქმელი თვალების ჯარით…
ამაოების ბაზრის სტუმრების მუდამ შეწუხებული ჰაბიტუსების ყურებით…..
გაყინული გულებისგან წამოსული ხელოვნური მხურვალებით..
ხმაურით დარღვეული სიჩუმით….
სადღაც ჯანდაბაში დაკარგული მუზით,და ამ უმუზობით გამოწვეული უარაფრობის შეგრძნებით …
ტყუილად სუნთქვით…
ტყუილად ფიქრით…
ტყუილად არსებობით დავიღალე…..
შენ კი..მისტერ …. მაღიზიანებ და გულს მირევ…იმიტომ რომ ახლობლების, საყვარლების, და მეგობრების გარემოცვაში მყოფს არ გესმის გარეთ თებერვლის ცივი ქარის ზუზუნი…
.მალე გათენდეს და მზე ამოვიდეს…
ზედმეტია მისტერ…ნუ გაიკვირვებ…რაღა დროს გაკვირვებაა ამ უღმერთობაში…რაღა დროს….ნუ მიცქერ ეგრე…ნუ გამიკვირვებ ჩემო…ოდესღაც ჩემო..
.ნუთუ ასე ძნელი იყო ერთხელ მაინც მოგეახლოვებინა მზერა ჩემი თვალებისთვის..მაშინ ხომ მიცნობდი….ხომ იცნობდი ამ ძველ და შენთვის აწ უკვე გახუნებულ მზერას..წაკითხული წიგნივით რომ შემოდე მოგონებების თაროზე..

არ მენანები მისტერ…. აღარ….
რამდენჯერ აარიდე თვალი ჩემს ცრემლებს…
რამდენჯერ გაიღიმე ჩემი უღონოდ ჩამოყრილი ხელების დანახვაზე….
რამდენჯერ იზეიმე გულში გამარჯვება,შენი სიყვარულით გრძნობამორეულს ბაგეს რომ მიკოცნიდი….
და…რამდენჯერ დააგვიანე ნაბიჯი..ყალბი გრძნობების ტანგოში..მისტერ…..
მე ხომ ეგ ყალბი ნაბიჯიც გამიხანგრძლივებდა ბედნიერების ილუზიას….

არ გეგონოს დავეცი და წამოდგომის ძალა აღარ შემწევს….
მე ყოველთვის მექნება ძალა…რომ შენგან წავიდე…შენს მოსაძებნად….: )))
ყოველთვის მექნება ძალა დაგეწიო..მოგაბრუნო…თვალებში ჩაგხედო..და გკითხო..
გრძნობ????
გრძნობ როგორ ხმაურობს სიჩუმე??…

გახსოვს რა ფერის თვალები აქვს შენს მოხუც დედას??

ხედავ მათხოვრის სამოწყალოდ გამოწვდილ ხელს??
გესმის ჭექა-ქუხილის წინ რაზე გვაფრთხილებენ ფოთლები..???

((……..შეიძლება სულმა წამძლიოს და ისიც გკითხო…:
ღამღამობით..ჩემს სარეცელზე მონებივრეს..ჩემი გულისცემა გესმოდა???

ამჩნევდი?? როგორ გიყურებდი მძინარეს და…
გრძნობდი??? რომ მაშინაც მენატრებოდი????….))

არა…შენ ჯერ არც გახსოვს..ვერც ხედავ..და ვერც გრძნობ….
((და….არც მაშინ გესმოდა…ვერც მაშინ ამჩნევდი და ვერც მაშინ გრძნობდი მისტერ…))
გამიღიმე მისტერ….გამიღიმე და გასწავლი როგორ დაუყარო სუსხიან დილას ჩიტებს საკენკი…
გასწავლი როგორ აასრულებინო ბაბუაწვერას სურვილები…
გასწავლი როგორ დაუთვალო წამწამები შენს გვერდით მძინარეს…
და…ნამდვილ ნაბიჯებს გასწავლი…ნამდვილ ტანგოში……
ნუ გაიკვირვებ….დამელოდე…..
ჯერ ხომ მხოლოდ ანტრაქტია მისტერ…