Archive for აპრილი 4, 2013

1=0 ?

არის ისეთი ხალხი ვისთანაც საინტერესოა ჩუმად ყოფნა, თითეულს თავისი სიჩუმე აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა იგრძნობა ერთმანეთის მიმართ კოლოსალური მხარდაჭერა. ხვდები, როდესაც “იავადმყოფე” და გჭირდება სიჩუმე, მაგრამ არა მარტოობა… მიდიხარ ღამე განათებულ ქუჩაზე და საუბრიდან ამინდზე შეუფერხებლივ გადადიხარ სიჩუმეზე, რომელზეც ასე ძალიან, დიდი ხანი ოცნებობდი… და როდესაც გადახარშავ ყველა შენ ფიქრს… სვამ ამ ადამიანთან და ლაპარაკობ, ლაპარაკობ ყველაფერზე! სულში მდგომარეობა მარტივდება, მიუხედავად უძილო ღამისა იგრძნობა, რომ ყველა პრობლემა მოგვარებადია და გასასვლელი ყველა ჩიხიდან ნაპოვნია!

ყველა ჩვენგანს ყავს მეგობრები, ძალიან ახლობლები და ნაკლებად ახლობლებიც. ზოგიც ისეთი, ათასში ერთხელ რომ მოვიკითხავთ და მაინც მეგობრად რომ ვთვლით. მშობლები, და–ძმა, ნათესავები… მაგრამ ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა საკუთარი ცხოვრების გზაზე!

infoBets

მინდა რომ მაკოცო…
ასჯერ და ათასჯერ,
თავზე დამახურო…
კოცნების “შლიაპა”…
გარეთ…ახალი…
დაუდგამთ ბაზარი,
ხმამაღლა ყვირიან :
“კოცნები იაფად”.
მინდა,რომ პორტრეტი…
დახატო ხელახლა,
მინდა განიცადო
რე–ანიმა–ცია…
ზოგიერთ “სულიერს”
აღარ აქვს სამოსი,
ზოგ “უსულოს” კი…
სამოსი აცვია.
მინდააა…ქვიშაზე
შიშველი ფეხებით
ვირბინო,
შევიგრძნო,რომ სისხლი
ცხელია…
მინდა,სიყვარულით ბოლომდე
ავენთო…
იქითკენ გავსწიო…
საითაც მელიან.
ცხოვრების ჩემს გზაზე…
ვინ აღარ მინახავს,
რა არ განმიცდია…და..
როგორ შემეძლო…
არ შემბრალებოდა ის ადამიანი…
სინანულს რომ უკვე
მეწყვილედ შეერთო.
როგორ შემეძლო…
არ დავხმარებოდი…
წაქცეულს….
დაცემულს…
მარტოსულს…
დარდიანს…
რა მოხდა თუ გაწვდილ
ხელებს მოგაგლეჯენ….
და შავ–თეთრ კადრებად…
შრიალით გარბიან?!!!
ცხოვრება ხან ზღვაა,
ხანაც ოკეანე…
მღელვარებს….წყნარდება,
თამაშობს ფრეგატით…
უნდა იაროოო….
იყვიროოო…
იბრძოლო…
ვერ დაგიმორჩილოს
ვერავინ…ვერაფრით.
არ მიყვარს სიყალბე…
და მინდა მესმოდეს…
უბრალო სიმართლე
“არ განაჭირვები”…
რომ ვფიქრობ…
გიაზრებ…აშკარა დასკვნაა :
“რომ ჩემი სულის ნაწილად მჭირდები”.
გარეთ ყვირილი და ღრიანცელია,
ეპიდემიად იქცა მსგავსება…
ყველას ერთი აქვს სცენარი ცხოვრების
და ბრძანებაა სპექტაკლზე დასწრება.
მინდა…რომ ჩემი სცენარი იყოს
განსხვავებული…თუნდაც ოდნავად,
სიცოცხლის ბოლოს…
მისიის შემდეგ…
არ გარდავიქმნა სულელ მოკვდავად.
და…გარეთ ისევ “ქაოს–ფართია”…
ისევ კივილით…”გრძნობები იაფად”,
“უცხო არსებად” გნებავთ მომნათლეთ…
ოღონდ მეხუროს კოცნების “შლიაპაImage

ჩიტი

Posted: აპრილი 4, 2013 in Uncategorized

ერთი პატარა ჩიტი მიფრინავდა თბილი ქვეყნებისკენ. გზაში ისე აცივდა რომ გაიყინა და ერთ მინდორში ჩამოვარდა. ამ დროს გამოიარა ძროხამ და საბრალო ფრინველს ზედ დაა*ვა. ჩიტუნია გათბა და ძალა მოიკრიბა. გახარებუმლა ჭიკჭიკიც ატეხა. ამ დროს შორი-ახლოს კატა დასეირნობდა, გაიგო ჩიტის ჭიკჭიკი და ფუნას მიუახლოვდა, ამოათრია ჩვენი ჩიტი იქიდან და გადასანსლა…

მორალი:
1. ვინ გა*ვავს ყველა შენი მტერი არაა…
2. ვინც მძ*ნერიდან ამოგათრევს ყველა შენი მეგობარი არაა და
3. როცა დიდ მძ*ნერში ზიხარ ენას კბილი დააჭირე…

Image

 

 

 

 

 

 

 

infoBets

..რაც უფრო ჩქარა აშენებ, უფრო ჩქარა ინგრევა. 
რჩება ნანგრევები და განწყობაც დაახლოებით ასეთივე.. ნუთუ ოდესმე დაღამდება, რომ ჩემმა სხეულმა შეაბიჯოს თეთრ ქარავანში და სიზმრების ოკეანეში შეცუროს?… 
როცა ვგრძნო
.რაც უფრო ჩქარა აშენებ, უფრო ჩქარა ინგრევა.
მე მაშინებს ჩემი სიმშვიდე ჩემს სხეულში დაბუდებული ფრინველივით.. ხოლო ეჭვები – ბარტყები – ხმაურობენ და არ მაძინებენ. და ასე: ვცხოვრობ ნანგევებში და ვცდილობ გავერიდო, რომ მეც ნაგრევად არ ვიქცე. და ასე ინგრევა, ინგრევა. ასეა .. რაც უფრო ჩქარა აშენებ, უფრო ჩქარა ინგრევა. 
რჩება ნანგრევები და განწყობაც დაახლოებით ასეთივე  ჩემი განწყობა.

  Image



infoBets – 100% Free Betting Tips & Soccer Predictions!