თითოეული ჩვენთაგანი მუდმივად ეწევა შინაგან დიალოგს საკუთარ თავთან. 

საკუთარ “თავში” აზრობრივად ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ და გამოვთქვამთ ათასნაირ პრეტენზიას, დამოკიდებულებას, წყენას, განვსჯით ამა თუ იმ ადამიანს, ზოგჯერ საკუთარ თავსაც, განვიკითხავთ, ვუწყრებით ვინმეს ან რამეს და ვალაგებთ გეგმებს.

ამ ყოველივეს იწვევს – სიყვარულის კანონის დარღვევა.  
Imageსიყვარულს მოაქვს წონასწორობა. ამ მდგომარეობაში ადამიანი ყველაფერს იღებს ისე, როგორც არის. განსჯა იწყება მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანი უკმაყოფილოა, გამოდის წონასწორობის – სიყვარულის მდგომარეობიდან. თუ ადამიანი სიყვარულის მდგომარეობაშია, ის მხოლოდ მოქმედებს ყოველგვარი განსჯისა და განკითხვის, “პირადი აზრის” გარეშე. თუ სიყვარული მთავარი მდგომარეობაა და ადამიანი მუდმივად ზრუნავს, რათა არ ამოვარდეს ამ მდგომარეობიდან, მაშინ იგი დაუყოვნებლივ აფიქსირებს ნებისმიერი განსჯის, განკითხვის, “უკმაყოფილო” აზრის წარმოქმნის მომენტს და ხვდება, რომ ეს აზრი მარტო იმიტომ წარმოიშვა, რომ იგი უკმაყოფილოა, ანუ არღვევს კანონს(სიყვარულის – წონასწორობის მდგომარეობას). ეს იმას ნიშნავს, რომ არის რაღაც რაც მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სიყვარული(კანონი). ადამიანი გამუდმებით ფიქრობს წარსულსა და მომავალზე. ეს აზრები გამოწვეულია უკმაყოფილებით. ზოგი საკუთარი თავითაა უკმაყოფილო, ზოგი სხვა ადამიანით, ზოგი მოსალოდნელით და ა.შ.
 
ის,ვინც სიყვარულის მდგომარეობაშია, არ ახდენს მოვლენებისა და სიტუაციების ინტერპრეტირებას. ის უფლებას აძლევს სამყაროს იყოს ისეთი, როგორიც არის.
 
გაბრაზება, სიძულვილი, ზიზღი, განსჯა, განკითხვა, შური, გაღიზიანება – წონასწორობის, სიმშვიდის, სიყვარულის დაკარგვის შედეგია. 

ყველა ვინც არღვევს კანონს(სიყვარულის მდგომარეობა), კარგავს წონასწორობასა და სიმშვიდეს – ბერდება, ავადდება, ღარიბდება და კვდება.

 
ღმერთი სიყვარულია. ყოველთვის, როდესაც ღიზიანდებით – თქვენ უარყოფთ ღმერთს.
წონასწორობისა და სიმშვიდის დაკარგვა სიყვარულის დაკარგვის შედეგია – ღმერთის უარყოფის აქტია. 
სიმშვიდის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ბევრი სიყვარული აქვს. 
 
კითხვა: რა მიიღწევა სიყვარულით?

პასუხი: ყველაფერი რისი მიღწევაც უნდა ადამიანს.

 
კითხვა: მოგეხსენებათ დღეს საქართველოში უამრავი გაჭირებული ადამიანია, რითი დაეხმარება მათ ეს სიყვარული?

პასუხი: როდესაც ადამიანი განიცდის სიყვარულს, ყველაფერი ლაგდება მის სასიკეთოდ. არასოდეს ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ სიყვარულმა მოიმატოს და ურთიერთობები არ გამოსწორდეს. ასე რომ სწორედ სიყვარულის რაოდენობა(და არა სხვა რაიმე) განსაზღვრავს ფინანსებს, ჯანმრთელობას და სწორ ურთიერთობებს – ანუ სიცოცხლის ხარისხს!

P.S დიდ სიყვარლს გისურვებთ.. ნამდვილს და არა მხოლოდ სიტყვებს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s