Archive for ივლისი, 2013

სულის გაყინვამდე რთულია ,,იყოს” და ,,არის” შეთავსება, ფიქრების აღქმა და მისი გააზრება. ისე სხვანაირი და უცხო გახდა ყველაფერი რომ მზესაც შეეცვალა ფერები.. თითქოს ბუნებამ შეიცნო ჩემი ხასიათი და რამდენიმე დღეა ღრუბლების მანტიაში გახვია მზე.
იმედგაცრუებ(ებ)ის მთელი ბუკეტი მაჩუქა ამ ზაფხულმა, ყველაფერი რასაც ველოდი და რისიც მჯეროდა ისე ჩამოინგრა როგორც ზღვის ნაპირას აშენებულ სილის კოშკს შლის მოვარდნილი ტალღა… თითქოს გადაუღებელი წვიმების შემდეგ ფერადი ცისარტყელა გამოვიდა ცაზე, მაგრამ მას მხოლოდ მე ვხედავ და თუ მხოლოდ მე უნდა ვხედავდე ე.ი უნდა გაქრეს ისე რომ ვერავინ შეაჩნიოს…
ზღვა მომენატრა თავისი სიმწვანენარევი სილურჯით, ზღვის სუნი მომენატრა, დილით ადრე ვიღვიძებ ყოველთვის და წარმოუდგენელი სიამოვნების გრძნობა მიჩნდება როცა ამოდენა ზღვა და ცა მხოლოდ ჩემია, რომ მხოლოდ მე ვუყურებ იმ ტალღებს, მხოლოდ მე ვგრძნობ მის სუნს და მხოლოდ ჩემთვის ამოდის სადღაც შორს მზე… ახლა რასაც ვგრძნობ ზუსტად იმ გრძნობას მახსენებს რასაც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მზის პირველი სხივის გამოჩენა მგვრის, როცა საათობით სიბნელეში ვზივარ ქვიშაში აკანკალებული და საგულდაგულოდ შეგროვებულ კენჭებს და ნიჟარებს ვისვრი წყალში…
ზღვაზე წვიმაც მიყვარს, ამ დროსაც მხოლოდ ჩემია ზღვა და ბედნიერი სახით, სიამაყით ვდგავარ ხოლმე ზღვის ნაპირას, ისე რომ მხოლოდ ტერფები დამისველოს მლაშე ტალღამ, ზემოდან წვიმის თბილი წვეთები მეცემა და მემღერება.. მინდება ყველაფერი გარეთ გამოვუშვა რაც ჩემშია..
რამდენჯერ მიცეკვია წყალში მზის ჩასვლისას ოქროსფერი სხივების გვირგვინით. ამ დროს ისე ახლოს მივდიოდი მზესთან ერთი ხელის გაწვდენა იყო საჭირო მის დასაჭერად… ვერასდროს გავბედე ბოლომდე მისვლა, ყოველთვის მესმოდა რომ მზე მხოლოდ ჩემი ვერასდროს იქნებოდა, ვიცოდი რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ჩემსავით უყვართ და ეჩემებათ მზე, ჩემსავით ჭირდებათ ის ბედნიერებისთვის… ისიც ვიცოდი რომ როცა მე მზის ჩასვლისას მარწუხივით მიჭერდა რაღაც ყელში და თვალებს მიცრემლებდა, ვიღაც ბედნიერი სახით უყურებდა ჩემი მზის პირველ სხივებს.. იქნებ ვუყვარდი კიდეც მზეს, მაგრამ ის უნდა წასულიყო სხვებთან, მათთვისაც უნდა მიენიჭებინა ჩემი წილი ბედნიერება
როცა ჩემი სახლისგან შორს აღმოვჩნდი და არავინ იყო ჩემს გვერდით, დილით ადრე გაღვიძებულს ისევ მხვდებოდა ჩემი მზე, სხივს ჩამკიდებდა გაყინულ ხელზე და ყველა კარამდე მაცილებდა.. დილით მისი სხივის მოალერსება მაღვიძებდა..
მე მიყვარდა მზე.. მჯეროდა რომ ფერს არასდროს შეიცვლიდა
მე დღეს ყველაფერს ვხედავ – ცას, მიწას, ხეებს, ადამიანებს
მე ვეღარ ვხედავ მზეს!..

უცნაურია ცხოვრება… და ამაში ყოველი ახალი დღე უფროდაუფრო მარწმუნებს… ყველაფერი ამერია… პირველად ხდება რომ ყველაფერზე ვფიქრობ შენს გარდა… ყველაფერიImage გერევა როცა აღმოაჩენ რომ რაც ადრე შენთვის მნიშვნელოვანი და ყველაფერზე მაღლა მდგომი იყო უცებ ისე უფერულდება , რომ გგონია ეს შენს ცხოვრებაში და შენს თავს არც მომხდარა… რაც ადრე მთელს შენს თავისუფალსა და არათავისუფალ დროს იკავებდა და მუდმივ ფიქრად და დარდად გქონდა გადაქცეული უცებ ისე ფერმკრთალდება რომ ვეღარც ამჩნევ… ამ დროს დაბნეული ხდები და იგრუზები აი ისე უაზროდ, უმიზეზოდ.. ბრაზობ შენს თავზე და ვეღარ გაგიგია რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და რა იყო ნამდვილი… აქამდე თუ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდი ახლა ცინიზმის ხარისხი იზრდება არამარტო საკუთარი მეს მიმართ და აუტანელი სურვილი გიჩნდება დასცინო და სხვებიც გააცინო. უცებ ყველაფერი სასაცილო და უმნიშვნელო გეჩვენება..ან კი სხვაგავარად როგორ უნდა იყოს როცა ვერაფერი ვეღარ გაგიგია… თუ აქამდე თავი დიდი გეგონა, ჭკვიანი და ფიქრობდი რომ ცხოვრება ასეთუისე მაინც გესმოდა და შენს სურვილებშიც გარკვეული იყავი ახლა ხვდები რომ არაფერი არ გესმის, არაფერი არ იცი, შენი სიჭკვიანეც შენივე შეთხზული მითი იყო და ცხოვრებამ ნამდვილად გასწავლა ცხოვრება ( ან იქნებ ჯერ კიდევ ნაბიჯებს დგამ და ისევ არაფერი გესმის). როცა ფიქრობდი რომ არაფერი აღარ იქნებოდა შენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სწორედ მაშინ დაიწყო შენში რაღაც და ეს რაღაც ისე გაშინებს მზად ხარ გაექცე ყველაფერს , ყველას … რაც შეიძლება შორს გაიქცე და დაიჯერო ის რისი დაჯერებაც გინდა , უარი თქვა შენს რეალობაზე, ფიქრებზე, სურვილებზე… იმედგაცრუება ხომ შენი მუდმივი თანამგზავრი იყო და რატომ უნდა გახდეს ცხოვრება მაინცდამაინც ახლა შენდამი კეთილი? ამის ვერცერთ მიზეზს როცა ვერ ხედავ უბრალოდ თავი უნდა დაიცვა ყველა საშუალებით – იქნება ეს ცინიზმი, ცრემლები, შენთვის ასე საძულველი ტყუილი , შორს , ყველაფრისგან შორს გაქცევა თუ რაიმე ახლის გამოგონება, რაც თავიდან აგარიდებს ამ ყველაფერს
იცი რა არაადამიანური გრძნობაა როცა მოულოდნელად , მხოლოდ რამდენიმე წუთი აღმოჩნდება საჭირო იმისთვის რომ მიხვდე შენი წარსული ფიქრები და სურვილები არაფერს აღარ ნიშნავს და იგრუზები უაზროდ შენს თავზე..გინდა სხვა დაადანაშაულო მაგრამ შენ არ ხარ ის ვინც მიზეზს სხვაში ეძებს – შენ ყოველთვის ყველაფერს შენს თავზე იღებ და ყოველთვის გირჩევნია შენს თავს მოსთხოვო პასუხი ვიდრე სხვების მიზეზები ეძიო…
ის რაც აქამდე ღამეებს გათენებინებდა ფიქრში, ცრემლებში.. ის რაც გაიძულებდა სიცოცხლის სურვილი დაგკარგვოდა და შენს ცხოვრებას და თავს შორს გაქცეოდი, უცებ თვითონვე ხდება უფერული… ნაცრისფერიც აღარ შემორჩა და ახლა პირველად ცხოვრებაში შენ გეშინია შენი თავის.. გეშინია იმის რაც შენში ხდება და მზად ხარ შენი თავიდან შორს გაიქცე…
მე მესმის შენი ჩემო მეორე მე.. მე მუდამ მესმოდა შენი მაგრამ ვცდილობდი არ მომესმინა.. მე ახლა მეშინია შენი და რომ შემეძლოს ჩემგან რაც შეიძლება შორს , ძალიან, ძალიან შორს მიგიჩენდი ბინას და უფლებას არ მოგცემდი ჩემზე გებატონა… 
მე პირველად ვგრძნობ რომ ძლიერი ვარ და თან მშიშარა.. მე მეშინია და ეს შიშიც მაშინებს…

ცხოვრება? ზღაპარს გავს.. (?) ზღაპარივით იწყება ,,იყო და არა იყო რა..“, არის ,,ზღაპრული“ პერიოდებიც..ლამაზი, სასიამოვნო და მარადიული მომენტებით… მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა და კარგს ყოველთვის მოსდევს ცუდი… თითქოს ერთი დიდი, დაუსრულებელი გზაა რომელსაც ბოლო არ უჩანს..არის ისეთი ადგილები სადაც შეგიძლია იარო თუნდაც თვალებ დახუჭულმა და ბედს მიენდო, არ იფიქრო იმაზე რა გელის წინ და არ გეშინოდეს, მაგრამ ასეთ გზას როგორც წესი ისეთი გამოფხიზლება მოჰყვება რომ მერე დიდხანს გიწევს დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად  წვალება რომ სწორ გზას დაუბრუნდე .Image

ცხოვრებამ და გამოცდილებამ მასწავლა რომ ვისაც არ სჭირდები არც შენ უნდა იდარდო მის გამო და არ ეცადო მისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო გახდე. ჯობია იმ ადამიანების დაფასება ვისწავლოთ ვისაც ვჭირდებით და ვუყვარვართ ისეთი როგორიც ვართ , რომლებიც მზად არიან შენთვის ყველაფერი გააკეთონ , რომელთათვის შენი ღიმილი დიდი ბედნიერებაა. სწორედ ასეთ ადამიანებს ჭირდებათ დაფასება და გაფრთხილება, სხვა დანარჩენი ისედაც მრავლად იქნებიან შენს ცხოვრებაში.

მთავარი უბედურება ის არის, რომ თავად არის ადამიანი ყველაფერში დამნაშავე, თავად არის საკუთარი თავის მტერი, იმიტომ რომ, მთელი სიცოცხლე გაორებულია, გაორებული კი არ არის, ყველაფერი ორი აქვს მომადლებული ბუნებისგან, არა მარტო ფეხი, ხელი, თვალი თუ ყური – ფიქრიც

დრო იცვლება, ვიღაცები მიდიან, ვიღაცები მოდიან, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ისინი, ვინც არასოდეს წავლენ და მუდამ ჩემთან იქნებიან

 

P.S იყო დრო როცა ამაზე არ ვწუხდი,მაგრამ დრო გადის და ყოველ დღე კიდევ და კიდევ უფრო მენატრება ყველაფერი რაც მინდა ჩემი იყოს და არ არის..