Archive for აგვისტო, 2013

მე უდაბნოში დამტოვე მარტო
აღარ მაქ რწმენა მე გადარჩენის,
მე ღმერთს მივმართავ და ვკითხავ, რატომ ?
და დაგიტირებ შენ გადაფრენილს.Image

– უფალო ღმერთო, მე ერთ მომაკვდავს,
შემყვარებია ჩემ თავზე მეტად,
შენი რწმენიდან მე გადავერთე
და ის მეგონა საკუთარ ღმერთად.
ვიცი აქ არის ჩემი შეცდომა,
ჩემმა გრძნობებმა რომ შთანთქა რწმენა,
მაგრამ სიყვარულს თავს რომ ვაკლავდი
ღირსი მეგონა მე ამის ყველა.

“თუმცა ღმერთიც ხომ სიყვარულია
და ამ სიყვარულს ბევრი ვერ იპყრობს,
მაგრამ ცხოვრება სიძულვილია
და ყველგან ირგვლივ სიძულვის ითხოვს.”

–მე კი მიყვარდა და განვიცდიდი
მას კი მოსმენაც არ სურდა ამის,
ანდაც რას გიხსნი შენ უკეთ იცი,
გული ბაგაბუგს რომ იწყებს ღამით.
ამ ბაგაბუგში მე ვგრძნობდი ტკივილს,
სასიამოვნოს, ამაღელვებელს,
წმინდა ბავშვივით ვიწყებდი ტირილს
ჩემი სულისთვის დამაბერებელს.
და სწორედ ამ წამს გამიჩნდა კითხვა:
რატომ ან რისთვის მაწამე ამდენს,
თუ მაინც ბოლოს იცოდი სიტყვა,
რომ სიყვარულით ვერაფერს დავძლევ.
“ღმერთს ჩაეცინა, მე შემრცხვა უმალ,
როგორ შევბედე ამხელა სიტყვა,
ჩემ დამძიმებულ სულიერ მხარეს,
ესღა თუ აკლდა რაც წეღან ითქვა”

–– რატომ ან რისთვის? მე მეკითხები?
ამის პასუხი შენში დავმალე,
ამდენი დანჯვა, წამება ოხვრა,
მე სიყვარულით შენში ჩავღვარე.
შენ წამებისთვის ხარ მოვლენილი
უნდა გაუძლო რომ რამეს შერჩე
და ეგ სანთელი ხელთ დაღვენთილი,
შენი ხსნა არის რომლითაც მენდე
და მე ეს ნდობა, სწორად გავიგე,
არ მოგატყუე არცერთი წამით,
შენ თუ აგებდი ოცნების კოშკებს,
თავს იტყუებდი შენივე თავით.
სწორედ გაძლება იყო მთავარი
რათა შემექმნე უფრო ძლიერი,
მაგრამ ეშმაკი კუთხეში მდგომი
ყოველთვის არის შენზე ცბიერი.
არ იყო ბედი ეგ სანატრელი,
შენ რომ გიყვარდა შენ თავზე მეტად
ეს იყო შენთვის ის განსაცდელი
ჩუმი სეტყვა რომ არ იქცეს მეხად.
არ დაივიწყო ჩემი ნათქვამი,
მუდამ გახსოვდეს განსაცდელს ჟამად,
ეს გადაგარჩენს და ჩემი რწმენა
მუდამ გჯეროდეს რომ იყო მარად.

“ვერ გავუძელი, მე წამსკდა ცრემლი,
ამ მწარე ტანჯვის მე სიტკბო ვიგრძენ,
ვეღარ გავბედე ვერცერთი სიტყვა
ჩემი თვალები დაშტერდა ცისკენ.
უდაბნო გაქრა და ცრემლი გაშრა,
მე ღმერთის სიტვყით ვიგრძენი ძალა,
რომ ცხოვრებაში არასდროს არ ვთქვა,
რომ ეს ცხოვრება არაფრად ვარგა.

ქუჩაში მივდივარ.. გზააბნეულ ნავს ვგავარ ქარიშხლის შემდეგ, ქარი თმებს ნაფლეთებად ქცეული იალქნებივით მიფრიალებს

შენ მშვიდი ხარ, ნავსაყუდელში საიმედოდ დაბმულ ნავს გავხარ, შენი განწყობა დაშვებულ იალქანს გავს, ქარი ვერაფერს გაკლებს..Image

უკვე დავიღალე ამდენი სიარულით, ძალაც აღარ შემომრჩა, ნავსაყუდელს ვეძებ, ადგილს შენი ნავის გვერდით.

შორს ხმაური ისმის – ვიღაც ბედნიერია. მე გაშეშებული ვზივარ რამდენიმე საათია და უაზროდ ვუყურებ არარსებულ წერტილს სივრცეში

შენ ავადმყოფობაში გადასული სიმშვიდე გიპყრობს და ზუსტად იმ წერტილს უყურებ სივრცეში, რომელიც ორივემ ვიცით რომ არ არსებობს..

მე ქუჩებში დავდივარ, ვუყურებ ასე ნაცნობ ადგილებს და ვგრძნობ რომ შორია…

შენ ფანჯრიდან მთვარეს უყურებ და გახსენდება ყველაფერი

მე არც დამვიწყებია…

შენ დილით ყავას სვამ და სიგარეტს აბოლებ.. ყოველ ,,ნაპაზს” თითო მოგონებას აყოლებ

მე ღია ფანჯარასთან ვზივარ და ქარს შენი სიგარეტის კვამლი მოაქვს

შენ თვალებს ხუჭავ და ცდილობ გამიხსენო

მე მაღალსართულიანი შენობის თავზე ვდგევარ და სივრცეში შენს სახეს – თვალებს ვხედავ

შენ მოულოდნელად დგები, სწრაფად იცმევ , როგორც ადრე როცა ჩემთან მოგეჩქარებოდა

მე ნელ-ნელა გიახლოვდები

შენ ჩქარი ნაბიჯით მიდიხარ ქუჩაში, უამრავი გაკვირვებული თვალია შენსკენ მომართული

მე სულ ახლოს ვხედავ შენს თვალებს

შენ იმ ადგილას მიდიხარ სადაც ადრე ერთად ხშირად დავდიოდით, მერე ცალცალკეც..

მე ერთი ნაბიჯი მრჩება შენამდე

შენ დიდი სისწრაფით ტრიალებ წრეზე

მე მზე მანათებს

შენს თვალებზე ცრემლები ჩნდება

მე წვიმის წვეთები მეცემა

შენი თვალები ახლა ისეთი ლამაზია როგორც არასდროს…

ჩემი ცრემლები გულწრფელია..

შენ იმ ადგილას ჯდები სადაც ადრე ერთად ვიჯექით, მერე მხოლოდ მე…

მე უკვე ახლოს ვარ, ბოლო ნაბიჯიც გადადგმულია…

შენი ცრემლებიც გულწრფელია…

ჩემი მზე… გარდაიცვალა….

უკვე წუთებს ითვლის ჩვენი ახლოს ყოფნა… ახლოს ყოფნა რათქმაუნდა პირობითად – ის რამდენიმე კილომეტრი რაც ჩვენს სახლებს შორის არის, ის მანძილი რაც რამდენიმე წუთის გზას ქმნის ჩვენს შორის და ამ ზაფხულში ისეთი გრძელი გახდა ეს გზა რომ მხოლოდ რამდენჯერმე მოგიყვანა ჩემამდე… დღეიდან უსასრულო გახდება.. გზა რომელსაც არ აქვს ბოლო.. გზა რომელიც არსად მიდის… გზა რომელიც ვერასდროს მიგიყვანს იქ სადაც უნდა მიდიოდეს…
რამდენი დღეა მინდა ვიტირო, მაგრამ ისე გავიტინე აღარ გამომდის ..უფროსწორად აღარ გამომდიოდა… ახლა ჩემი ოთახის ფანრიდან ვუყურებ იმ გზას საიდანაც შენ უნდა მოდიოდე, ვუყურებ იმ მხარეს სადაც სავარაუდოდ შენ უნდა გეძინოს… ვსუნთქავ იმ ქალაქის ჰაერით რომელსაც შენ სუნთქავ და მე მიხარია ისიც , რომ ახლა ჩვენს ფანჯრებში ერთი ქალაქის ხედია…
ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ ცრემლები თვალებს … გახსოვს მუსიკა რომ დამიტოვე იმეილზე? იმას ვუსმენ და უფრო გამიმძაფრა განცდა… მე ვიცი რომ ძალიან დიდხანს აღარ იქნება ჩვენს ფანჯრებში ერთი ქალაქის ხედი, ძალიან ძალიან დიდხანს ვეღარ ვისუნთქებთ ერთ ჰაერს და ვერც გული ამიჩქარდება იმის წარმოდგენით რომ სადღაც ახლოს ხარ…
შენც იცი… მაგრამ ჩემგან განსხვავებით შენ სულაც არ გაღელვებს ეს… შენ ყოველთვის გამარჯვებული ხარ.. მე დამარცხებულიც არა – მე არასდროს არ ვთამაშობ…
იმ ღამით მითხარი ქუჩაში შეიძლება შევხვდეთო და ცხოვრებაში პირველად ქუჩაში ხალხს ვაკვირდებოდი.. მე შენს სათვალეს ვატარებ და ასე მგონია შენც ჩემთან ხარ…
სულ რაღაც ერთი საათი და შორს ვიქნები… 
გუშინ ქუჩებში დავდიოდი, პარკშიც გამოვიარე და ყველაფერს ვაკვირდებოდი ვიცი მომენატრება.. და ისიც ვიცი რომ იქ აღარ მივალ არასდროს… იქ ვიჯექი.. Imageშენ მიხვდები მხოლოდ.. და ვხვდებოდი რომ ჩემთვის საყვარელი ქალაქი უცებ ისე უცხო გახდა ერთი სული მაქვს გავიქცე რაც შეიძლება შორს და არასდროს აღარ დავბრუნდე…
შეიძლება გაექცე ყველას და ყველაფერს მაგრამ საკუთარ თავს?… ესეც შეიძლება მე ვიცი გამოსავალი.. 
ახლა შენი თვალები მახსენდება და… შენი თვალების ფერი უკვე ზუსტად ვიცი, რომ სიყვარულის არაა…

მზის ბოლო სხივი მოსწყდა ცას და ფერი შეიცვალა… შენც სხვა ფერის ხარ… რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ერთნაირი ნაბიჯებით აღარ დავდივართ… ოქროსფერი ფოთლების ხმა ისმის ჩვენი თითო ნაბიჯის შემდგომ და ორივეს სიმშვიდე გვიპყრობს
– გეშინია? მეკითხები გაყინული სახითImage
– ხომ იცი ყოველთვის ვოცნებობდი ფრენაზე 
– ერთად გავფრინდებით, ალბათ მსუბუქი იქნება
– შენ გეშინია?
არა, მეც ვოცნებობდი ფრენაზე, შენთან ერთად…
თანდათან სიბნელე ჩამოწვა, ვარსკვლავები აციმციმდნენ ცაზე 
– მთვარეს რა ანათებს? – ძველებურად გაგეღიმა ამ კითხვის დასმისას
– მზე – მეც გაგიღიმე
– ანუ მე შენ :)))
ფოთლების ხმა მიწყდა , უკვე ხიდზე მივაბიჯებთ…
– ნერვიულობ? – მკითხა და ხელი ჩამკიდა
– არა, ხომ იცი შენთან ერთად არაფრის არ მეშინია- ჩეავეხუტე.. ჩანთა გახსნა და ე.წ ,,ნარუჩნიკები“ ამოიღო
– მართლა უნდა დავიბათ ხელები? სიცილი ვერ შევიკავე
– ხომ დაგპირდი სულ ერთადთქო…
მისი მარცხენა და ჩემი მარჯვენა ხელი ერთმანეთს გადააბა, გასაღები მოისროლა და ჩემი ხელი მაგრად ჩაბღუჯა.. ისევ ვიგრძენი მისი სუნი. ჩამხუტა.. ისევ ისეთი თბილი იყო როგორც ადრე და ისევ ისე უცემდა გული. უცებ მაგრად, ძალიან ძალიან მაგრად მიმიხუტა და სამ თვლაზე ჰაერში გადავდგით ნაბიჯი…
ჯერ სიმძიმე ვიგრძენი, შემდეგ სიმსუბუქე და ბოლო რაც დავინახე მწვანე ფერი იყო… ყველაზე ლამაზი ფერი მისი თვალების…შენ.. მე … ჩვენ… სამუდამოდ…
წამებში დაკარგა ცისფერმა ცა…

Image