
ყველაფერი იცვლება, ჯონათან. იცვლება ყველა და ყველაფერი. ადამიანები, რომლებსაც ვიცნობ ან არ ვიცნობ და მომავალში გავიცნობ. ქუჩა, რომელზეც ვცხოვრობ. ქალაქი, სადაც დავიბადე. იცვლება დრო, რომელიც არასდროს არ მყოფნის და სამყარო, რომლისაც ასე ძალიან მეშინია. იცვლება მდგომარეობა და გარემო. იცვლება გრძნობები და მოგონებები. ყველა–ფერი იცვლება, ჯონათან.. ყველასთვის ყველაფერი იცვლება, ჩემ გარდა. მე ისევ იქ ვდგავარ, ლურჯი ზღვის პირას, ცხელ ქვიშაზე. ისევ გვირილების გვირგვინის გაკეთებას ვცდილობ, ისევ უშედეგოდ. ისევ ვფიქრობ იმაზე, რაც იყო და ისევ მიჭირს იმაზე ფიქრი, რა იქნება მომავალში. მე ისევ მჯერა პიტერ პენის და ისევ ისე მინდა ჩავეხუტე ღრუბლებში გაწოლილ მზეს. მე ისევ მჯერა, რომ მთვარეზე მელოდებიან და ისევ ისე მინდა კოსმონავტობა. შენ ხომ მასწავლი ფრენას, ჯონათან? მე ისევ მჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ პეპელა ვიქნები. ისევ მჯერა, რომ სიყვარულით შევძლებ ცისარტყელამდე ასვლას. მე ისევ ისე მჯერა, რომ ყველაფერი გენიალურად იქნება. ისევ ისე მჯერა, რომ უსასრულობას დავამარცხებ და ჩაგეხუტები. ჯონათან, ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი ირევა, უამრავი სახე ტრიალებს და უამრავი ხასიათი ბრუნავს. მარტო არასოდეს არა ვარ, მაგრამ მაინც მარტო ვგრძნობ თავს. შენც ხომ ასე ხარ, ჯონათან? მაგრამ არა უშავს, ხომ იცი, გენიოსები ყოველთვის მარტონი არიან :დ:დ
***
– რა?
– ვარსკვლავი ჩამოვარდა..
– მერე?
– სურვილი ჩაიფიქრე..
– ჩაგიფიქრე..
მომწონს ეს პოსტი ❤
მარცხენა მხარეს Artificial Love რომ დავინახე ბლოგიც მომეწონა:)
^_^ ♥