Archive for აპრილი 2, 2014

ცხოვრების ახალი ეტაპი: თავიდან დაბადება 
თითქოს ახლიდან იწყებ სუნთქვის , მოძრაობის და არსებობის სწავლას..

Image
გრძნობა როცა ნასვამ მდგომარეობაში ,,ის” აღარ გახსენდება, არ გენატრება და არ გინდება დაურეკო , მისი ხმა გაიგონო..
გრძნობა როცა ვერ იხსენებ რას გრძნობდი მისი დანახვისას, მისი შეხებისას, მისი კოცნისას, მისი ჩახუტებისას..
გრძნობა როცა ვეღარ იხსენებ როგორია, როცა მის ფოტოებს უყურებ და გგონია რომ ყველაფერი საუკუნეების წინ, წინა ცხოვრებაში, სხვა სამყაროში ხდებოდა..
გრძნობა როცა ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის მისი სახელი არ გესმის, როცა შენი გული დარტყმებს შორის მის სახელს აღარ გაიძახის..
გრძნობა როცა პარალელს ავლებ ერთი წლის წინ შენს ცხოვრებასა და დღევანდელობას შორის და … სულ სხვანაირია შენი ცხოვრება, არაფერით არ გავს იმას რაზეც მაშინ ოცნებობდი და წარმოგედგინა..
გრძნობა როცა ხვდები რომ მუდამ გატყუებდნენ და თამაშობდნენ შენით..
გრძნობა როცა ხვდები რომ შენ შეგიძლია ისევ გიხაროდეს გათენება, ისევ გაიღიმო და ეს ყველაფერი იყოს გულწრფელი ტკივილის და მონატრების , მასზე დარდის გარეშე…