ის არავის არ გავს
ის ყველაზე ჩვეულებრივი – არაჩვეულებრივია
ის უბრალოდ იღიმის გულწრფელად , თვალებით და ემოციით, მას არ ჭირდება ზედმეტი სიტყვები – მისი თვალები ყველა სიტყვაზე მეტყველია
ის მსუბუქი ნაბიჯებით დადის და ყველაზე ღრმა კვალს ტოვებს..
მისი ერთი წინადადება, ერთი სიტყვაც კი სხვის პოემებს ჯობია…
არ შეიძლება რაღაც ძალიან უცნაური და ძლიერი არ იგრძნო მისი გამჭვირვალობის დანახვისთანავე, თითქოს სარკეში შენს თავს ხედავ , გინდა შეეხო მაგრამ გეშინია რომ გაქრება.. მხოლოდ იმის ძალა შეგწევს რომ უყურო, უსმინო, დაიმახსოვრო, შეინახო შენთვის , შენი გონების ყველაზე საიმედო ნაწილში – თბილად და უვნებლად, რომ მისი გახსენება და აღდგენა მაშინვე შეძლო როგორც კი მოისურვებ…
ან კი რამ უნდა დაგავიწყოს…
ის აუტანელ სურვილს გიჩენს იმისა რომ შეეხო, ჩაეხუტო, ძალიან მაგრად ჩაეხუტო…
ის მთლიანად გავსებს და შენს თავში ვეღარ ეტევი… ირღვევა ყველა საზღვრები და წესები, შენ შენ აღარ ხარ, შენს თავს აღარ ეკუთვნი და ხვდები რომ ყველა მოსაზრება რაც აქამდე გქონდა მიწაზე დაცემული ფანტელივით უკვალოდ ქრება და შენ… არ და ვერ ებრძვი შენს თავს , მზად ხარ ბოლომდე გადავარდე ამ მორევში ..მხოლოდ ის გაშინებს რომ შეიძლება აღარ იყოს, ვეღარ დააგროვო შენს გონებაში მისი არსებობა, მისი ნაბიჯები ვერ დათვალო ისევ, ვერ გაიგონო მისი სუნთქვა, ვერ გაიგონო მისი სიცილი , ვერ ნახო მისი მომღიმარი თვალები…
გული დარტყმებს შორის მის სახელს იმეორებს და ყოველ ამოსუნთქვას ამძიმებს…
სხვებს გულის აჩქარება შეუძლიათ მხოლოდ , მე კი ფილტვები მტკივა..
ხომ ვთქვი ის სხვანაირიათქო…
ის ყველაზე კარგია , მაგრამ ცოტა….
მე მინდა, მე უნდა…
P.S
ჩემს სიგიჟეს მხოლოდ შენ აკლდი…