Archive for სექტემბერი, 2014

დავრჩით მე და ოცნებები მხოლოდ

ამ ქარს ვატან დაბერებულ რწმენას

როგორც უწინ მუზად გტოვებ ბოლოს

ვერ ვიშორებ ამ საძაგელ ჩვევას…

ვჯდები ჩემთვის, გულმოდგინედ ვწერ და

მიჭირს ფიქრის მოფიქრება მხოლოდ

ამ დროს ჩუმად ჩამოწინწკლა ჩემთან

და გამოჩნდა ცისარტყელის ბოლოც

ხასიათი ამიმაღლა ზეცამ 

ამ ფერების შემხედვარე ვცოცხლობ

თავიდან რომ დავიბადო ნეტავ

კვლავ დავტოვებ მუზად ლამაზ ბოლოს?!

აი დროა ოცნებების წასვლის

ფიქრსაც ვაგდებ, კალამს ვტოვებ მხოლოდ

ვხატავ პორტრეტს- ხან ვასწორებ, ხან ვშლი

წაუშლელი დამრჩი ისევ ბოლოს…

დავრჩით მე და ოცნებები მხოლოდ

ამ ქარს ვატან დაბერებულ რწმენას

როგორც უწინ მუზად გტოვებ ბოლოს

ვერ ვიშორებ ამ საძაგელ ჩვევას…