განა იმიტომ რომ მე არ შემიძლია სიყვარული?!..

Posted: აპრილი 30, 2015 in Uncategorized

იცი ეს არაა სრულყოფილი ჩანახატი, უბრალოდ შეიძლება “დღიურის ერთი ფურცელი” ეწოდოს..

იცით! ზოგჯერ სიმშვიდეზე ვოცნებობ..სრულ ჰარმონიაზე..ბედნიერებაზე..ლამაზ სიყვარულზე..არა მხოლოდ სიყვარულზე კი არა, საერთოდ ლამაზ გრძნობებზე და ურთიერთობებზე…ყოველთვის მინდოდა სიყავრული მე მწვეოდა, რაღაცნაირი..დიდი, სრულყოფილი..მაგრამ არა..იცით რა მინდაი მინდა ისე მიყვარდეს რომ..კი არ მიყვარდეს ვუყვარდე..გვიყვარდეს..) მინდა შემეძლოს მინდორში სირბილი და იმის ყვირილი რომ მიყვარს..ან კიდევ დღისით ცისფერ ცაზე ვწერო მისი სახელი თვალებით, ღამით კი ვარსკვლავთა შორის ვეძებდე (ეძებდეს) ისეთ თანწყობას რომ მისი (ჩემი) სახელის ერთი ასო მაინც აეწყოს.. შემეძლოს ტირილი და სიცილი მის დანახვაზე… როცა ქუჩაში შემთხვევით მოკრავ თვალს ..+..=შ და მოგინდება შენც დაწერო..მაგრამ არა..ეს “შ”-შეყვარებულები ხომ ვერ გადმოსცემს გრძნობის სინაზეს..გულწრფელობას… მე ვიცი რომ ჩემი ოცნება ოცნებისფერია და რომ 20-30 წლის შემდეგ მოსიყვარულე ოჯახი და მეუღლე არ მეყოლება..ვიცი მარტო ვიხეტიალებ ქუჩებში..მექნება დიდი სახლი, კარგი სამსახური და საკუთარი მანქანა..თუ გამიმართლა შესაძლოა ძაღლი ან კატაც ვიყოლიო..სამსახურიდდან დაღლილი დავბრუნდები დიდ და ცარიელ სახლში..გასაღებთა ასხმას იატაკზე მოვისვრი და ტელევიზორის წინ ჩამომეძინება..ვიცხოვრებ უსაქმური კაცივით მაგრამ ეს იქნება მხოლოდ სახლში..გარეთ მე საქმიანი, მკაცრი, თვიდაჯერებული ქალი ვიქნები..ჩემს სიტყვას ექნება ფასი…ვიხეტიალებ ქუჩა-ქუჩა,სიგარეტით ხელში და შეყვარებულ წყვილებს სევდიანად გავაყოლებ თვალს..თან დამენანება მათი გრძნობა.მე ხომ მეცოდინება რომ მათი სიყვარული მალევე დამთავრდება და ეს ყველაფერი მხოლოდ მოგონებად დარჩება…მაგრამ ეს ყოველივე 20 წლის შემდეგ…ახლა კი მე მხოლოდ  22 -ის ვარ და დიდად არ მადარდებს მომავალში რა იქნება..წინ კიდევ მაქვს რამდენიმე წელი..22 წელი ცოტა არაა..მინდა ბევრი მოგონება დავაგროვო..ლამაზი და ბედნიერი..ვფიქრობ და გული მწყდება რომ მე არასოდეს მეყოლება საყვარელი ადამიანი..განა იმიტომ რომ მე არ შემიძლია სიყვარული?! არა, ეს თქვენ არ შეგიძლიათ შემიყვაროთ..იქნებ ასეთ გრძნობაზე გულში ყველა კაცი ოცნებობს მაგრამ მაინც ეჭვიან, პრანჭია, არარომანტიკულ, კაცის შემოსავალზე შეყვარებულ ქალებს ირჩევენ..მერე წუწუნებენ და ოჯახიდან გარბიან..მე შემიძლია მიყვარდეს მთელი არსებით..მას მივუძღვნა ყოველი სიტყვა..შემიძლია ადამიანი ღამით გავაღვიძო და ვთხოვო სასეირნოდ გამომყვეს უარის მიგებისას კი დილამდე ვიტირო..აან კიდე წვიმაში ვიცეკვი და ვირბინო ხალხით სავსე ქუჩაც რომ იყოს მაგრამ ვიცი იტყვიან სირცხვილიაო და მე არ შემიყვარებენ..არ მესმის თუ კი ქალს უყვარს და მზადაა კაცს დაუჩოქოს..ღამით სერენადა უმღეროს..ლექსები მიუძღვნას,სიყვარული შეჰფიცოს და ყურადღებით გაანებივროს რატომ რიცხავენ მას უთავმოყვარეო არარაობად..არადა ვიცი ასე იქნება..ჩემთან არავინ იქნება-სირცხვილიაო…და მეც..მეც არავის შევიყვარებ..ოცნება ოცნებისფერად დარჩება და მე კი რამდენიმე   წლის მერე ვიცხოვრებ მარტო..წარსულზე ვიფიქრებ და არ დამენანება არც ერთი წამი…

კომენტარები
  1. UCNOBI romelsac kargd icnob! ამბობს:

    ვიცი რასაც გრძნობ მესმის. ეგ შიშია ადამიანს ცხოვრებას რო აკარგვინებს. ეგ თავმოყვარეობაა სიყვარულზე და მომავალზე უარს რო ამბობენ. ერთხელ მახსოვს ძალიან მაარ ადგილზე ვიდექი, არა იმიტო მაგარზე რო რამით იყო გამორჩეული ( ბუნებით, ღირსშესანიშნაობით ან რამით), უბრალოდ იმ ადამიანის გვერდით ვიდექი რომელთან ჩახუტება, კოცნა და მოფერება კი არ მსიამოვნებდა, მასთან ყოფნა მაბედნიერებდა. მე ის “უამრავი თავმოყვარეობის” გამო დავკარგე, მას ყველა ის თვისება ქონდა რომელიც ისეთ ბედნიერ კაცად მაქცევდა, როგორიც არსად არ ცხოვრობს არავინ არარის და როგორიც არასდროს არიარსებებს. მაგრამ თავმოყვარეობა, პრინციპები, ხალხის აზრი, ქართული მენტალიტეტი. აღარ გავაგრძელებ. გვიან სწავლობს ადამიანი სინანულს 😉 და საბოლოოდ რჩება მხოლოდ წარსულზე ფიქრი, ბედნიერი დღეები (ღამეებიც), წერილები და სინანული სინანული და კიდევ სინანული!

    P.S. კარგია თანამედროვე სამყარო ის მაინც ვიცი რო ბედნიერია .. მერე რა რო მისი სხვა ადამიანტან ყოფნა ყოველდღე მკლავს. მთავარია, რომ იღიმის! ლამაზი ღიმილი აქვს. ყველაზე ლამაზია!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s