დიდი ხანია შენს მიმიკებს ვარქმევ აუხსნელს
თითქოს ფიქრებმა დღეს ოცნებებს გზები ჩაუხსნეს
ვღელავ, და თუმცა გრძნობებს გარეთ არ გამოვრიყავ,
მე ამ სუნთქვაში დამარხვასაც არ გამოვრიცხავ…
ჩვენს შორის მანძილს ვერ ამცირებს ჯარი ხეების
შენ თითებს მოხრი დასათვლელად მსგავსი დღეების
მონატრებისგან თავს დავიხრჩობ მე შენს თვალებში
და მთვარის ფონზე წარმოვიდგენ თავს შენს მკლავებში
გადახსნი ბაგეს და სიცილით აიკლებ ქუჩებს
ვინმე გამვლელსაც შეაშურებ ბედნიერ სახეს
წამით მოგივლის ფიქრები და დაბერავ ტუჩებს
შუაღამისას მონატრება დამიგებს მახეს
ნერვების ომში დავმარცხდები საკუთარ თავთან
წრიალბრუნვებში გავათენებ ანდა გავუძლებ
ასე როგორღაც მივბობღდები საკუთარ ნავთან
რადგან ცრემლიან ბალიშებს და განცდებს დავუძვრე
შენ ზღვა ხარ ჩემთვის, დამშეული ტალღების გროვა,
ეს გზები ბოლოს ვიცი მაინც შენამდე მოვა…