Archive for the ‘ლექსები’ Category

ეს სიყვარული ისე დიდია…

 


გილოცავთ სიყვარულის დღეს და ბევრ სიყვარულს გისურვებთ 🙂 სიყვარულით გეცხოვროთ ♥

ამ ქვეყანაზე, მე რომ მიყვარხარ,
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე..
ეს სიყვარული ისე დიდია..
ისე ძლიერი და ისე მტკიცე.
ამ ქვეყანაზე, მე რომ გიყურებ,
ასეთ თვალებით ვერავინ გიმზერს
მე რომ მიყვარხარ,ამ წუთას ახლა,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც, გულებია..
ასეთ სიყვარულს ვერავინ იძენს…
როგორც შენ ამ გულს ახლა უყვარხარ,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც ლექსებია,
ყველა ნაპარავს, მალულად გიდებს..
მხოლოდ ეს ჩემი სულია შენთვის,
რომელიც მხოლოდ საკუთარს გიწერს..
ამ ქვეყანაზე, რაც ლოცვებია,
იცოდე მუდამ მე გულში მიდევს…
მე რომ დაგლოცავ ამ ქვეყანაზე
არვინ დაგლოცავს,არასდროს ისე…
ამ ქვეყანაზე ყველა მშიშარა…
ცარიელ სიტყვებს ისვრიან ისე..
შენი გულისთვის ასჯერ მოვკვდები
არ დავიკვნესებ იცოდე ისე,,,
შენი გულისთვის ზეცაში ავალ,,
და ჩემს სულს ახლაც უფალსა მივცემ..
გწამდეს ამ ქვეყნად, მე რომ მიყვარხარ
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე.

ამ ქვეყანაზე, მე რომ მიყვარხარ,
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე..
ეს სიყვარული ისე დიდია..
ისე ძლიერი და ისე მტკიცე.
ამ ქვეყანაზე, მე რომ გიყურებ,
ასეთ თვალებით ვერავინ გიმზერს
მე რომ მიყვარხარ,ამ წუთას ახლა,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც, გულებია..
ასეთ სიყვარულს ვერავინ იძენს…
როგორც შენ ამ გულს ახლა უყვარხარ,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც ლექსებია,
ყველა ნაპარავს, მალულად გიდებს..
მხოლოდ ეს ჩემი სულია შენთვის,
რომელიც მხოლოდ საკუთარს გიწერს..
ამ ქვეყანაზე, რაც ლოცვებია,
იცოდე მუდამ მე გულში მიდევს…
მე რომ დაგლოცავ ამ ქვეყანაზე
არვინ დაგლოცავს,არასდროს ისე…
ამ ქვეყანაზე ყველა მშიშარა…
ცარიელ სიტყვებს ისვრიან ისე..
შენი გულისთვის ასჯერ მოვკვდები
არ დავიკვნესებ იცოდე ისე,,,
შენი გულისთვის ზეცაში ავალ,,
და ჩემს სულს ახლაც უფალსა მივცემ..
გწამდეს ამ ქვეყნად, მე რომ მიყვარხარ
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე.

გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოველი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია…
ვფიქრობ: მოვა წვიმა, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან, ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე.
და არ ვიცი, როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის…
გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

♥♥♥

Posted: ნოემბერი 7, 2012 in ლექსები, Love
ტეგები:

მე შენ მიყვარხარ,
როცა წვიმს, მაშინ,
როცა წვეთები ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი გაავებული
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას…
მე შენ მიყვარხარ,
როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია,
და მე მივდივარ ღიმილით იქაც,
სადაც ვერ მცნობენ,ან არ მიცდიან…

მე შენ მიყვარხარ,
ხვატში, გვალვაში,
როცა წყალს ითხოვს
ჩვენი ვერხვები,
როცა მეხები ყურთან ჩურჩულით
და მაშინაც კი თუ ვერ მეხები…
მე შენ მიყვარხარ,
მთაში და ბარად,მდინარესთან და
ზღვასთან ტალღებად,
ღირდა ყოველი წამი და წუთი
ამ სამსხვერპლოზე წლების გაღებად…
მე შენ მიყვარხარ,
როცა ვიღვიძებ,ვიძინებ, როცა
ღამეს ვნებდები,
არ მენაღვლება, რომ გადის დრო და
რა მენაღვლება, თუკი ვბერდები?!
მე შენ მიყვარხარ,
ისე და ასე,უსათაუროდ ურითმოდ ლექსში,
მე შეგისუნთქე ძალიან ღრმად და
დაგტოვე ასე ძვირფასად ჩემში…
და ყოველ სიტყვას,ღიმილს,სიგიჟეს
ჩემი ფიქრების სხვენზე ვინახავ,
აჰა, ეს ლექსი და იცი უკვე
მე შენ მიყვარხარ!…
მე შენ მიყვარხარ!…. ♥
რა სიმშვიდეა, ქალბატონო… რა სიმშვიდეა,
ნიავმა წყნარად გადაფურცლა ძველი რვეული, 
თითქოს შებრუნდა დრო და წლები უკან მიდიან,
მოგონებები მოფრინავენ სიზმარეული, 
მოლისფერ ტბაში გამოცურდნენ თეთრი გედები
და დაიწინწკლა ზეცის სარკე სისხლის მარჯნებით,
მაშინ უფლისწულს და დედოფლის გვირგვინს ეძებდით 
და მოკვდავთაგან ვეღარავის ვეღარ ამჩნევდით, 
ის თქვენს ქუჩაზე დადიოდა სახით მწუხარი
და თოვლში მდგარი მხოლოდ თქვენზე ფიქრით თბებოდა, 
სულ ერთი სიტყვა, სიტყვა მაინც რად არ უთხარით,
გეთქვათ და თუნდაც ჯოჯოხეთში წამოგყვებოდათ 
და რატომ მისი გულის ფეთქვა არ მოისმინეთ,
რად არ იხილეთ მშვენიერი მხარე – ლამანჩა,
სადაც ცხოვრობდა და ებრძოდა ქარის წისქვილებს
და არაფერი ლექსის გარდა სხვა არ გააჩნდა
კი იყო, იყო, დიდი ხნის წინ ეს ყველაფერი,
მაგრამ წარსული გრიგალებმა თოვლში დამარხეს, 
ნუთუ თქვენ ტირით ქალბატონო, არა, ცრემლები, 
სულ არ შეშვენის თქვენს ღირსებას და სიამაყეს,
ახლა დაგნათით მილეული მთვარე თითბერის,
გობელენებზე მოიწყინეს თეთრმა ვარდებმა,
მთელი სამყარო იფარება თოვლის ფიფქებით 
არც თქვენ და არც მას, აღარავინ შეგიყვარდებათ,
ხომ არ შეგცივდათ ქალბატონო, ხომ არ შეგცივდათ, 
წინ ჯერ გზა გელით იქით, სადაც ზეცის კიდეა, 
ჩამოდის თოვლი,, განუწყვეტლივ ბარდნის ზეციდან, 
ჩამოდის თოვლი იბინდება რა სიმშვიდეა,
რა სიმშვიდეა, ქალბატონო… რა სიმშვიდეა, 
ნიავმა წყნარად გადაფურცლა ძველი რვეული, 
თითქოს შებრუნდა დრო და წლები უკან მიდიან, 
მოგონებები მოფრინავენ სიზმარეული…

საკუთარი თავიდან შენში..

Posted: ნოემბერი 6, 2012 in ლექსები
ტეგები:

რა შორს წავედი

საკუთარი თავიდან

შენში…

ვინ იფიქრებდა..

.ერთხელ მაინც

გეთქვა:შეჩერდი…

რომ საშიშია შენი სიღრმე

და რომ უკან 

ვერასოდეს ვერ დავბრუნდები…

 

რამდენი რამე დაგაბრალე,

ხედავ?

იყვირე,რომ სიცრუეა ყველაფერი

და რასაც ვყვები შენზე და შენში

_ერთი ღამის სიზმარი იყო..

.იყვირე, გესმის?

გამომაღვიძე…

გამომაფხიზლე

შენი ძილიდან…

მითხარი: რისთვის შემოვეხეტე,

რა დამკარგვია,

ან რას დავეძებ…

ხმა ამოიღე,

რამე მითხარი

და რასაც მეტყვი

,აღარ დავეძებ…

 

რა შორს წავედი

საკუთარი თავიდან შენში…