Archive for the ‘ფრაზები’ Category

Image

მზის ცრემლები

ვეებერთელა მზე ამოცურდა სევდისფერი სამყაროს ცაზე.. თავისი სხივები უშურველად მიმოაბნია ქალაქებს, ქუჩებს..ყველა სახლში შეანათა და შეაბიჯა ნათელი მზის მხიარულმა სხივებმა.. კმაყოფილმა გადახედა თავისი ნათელით გასხივოსნებულ სამყაროს მზემ და შეწუხდა როცა შეამჩნია სახლი რომელიც სინათლის გარეშე დარჩა… ნელ-ნელა ძირს დაიხარა, ფანჯარას ყვითელი ცხვირი ნელა შეახო, დახლართული სხივები ფრთხილად მოიშორა პატარა თვალებიდან. ფანჯრის მიღმა სიბნელეში ადამიანის სილუეტი ჩანდა , რომელიც საწოლზე იყო დამხობილი და ხმას არ იღებდა, თითქოს არც სუნთქვდა. თავთან იმედი და სევდა ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ. ისე ბნელოდა ერთმანეთის თვალებსაც ვერ ხედავდნენ, მხოლოდ ჩუმი სუნთქვა ახსენებდათ რომ მარტო არ იყვნენ… სევდა ნაცრისფერი იყო, აქა-იქ შავი ლაქები გასჩენოდა, თვალები ტირილისგან დასიებოდა და ვერაფერს ვეღარ ხედავდა, ვეღარც საკუთარ ლაქებს… იმედის ფერადი ტანისამოსი შავით შეცვლილიყო. ის მხოლოდ სევდას ხედავდა, მისი გაყინული ხელი ეჭირა ხელში და ცრემლიანი თვალებით უყურებდა

– არ მინდოდა ისევ მენახე, არ მინდოდა ისევ ერთად მოვსულიყავით. ჩვენი შეხვედრისას ყველა ტირის და სიცოცხლის სურვილს კარგავს..მინდა მალე მორჩეს ჩვენი ერთად არსებობა და ადამიანებს ტკივილს აღარ ვაყენებდეთ. რა საშინელია ჩემი არსებობა : ჯერ სიცოცხლის სურვილს ვუჩენ ყველას, მერე კი ჩემივე შექმნილს ვკლავ. ვინც მე მკარგავს შენ გპოულობს და თავს ვეღარ გვაღწევს. თითქოს ვეღარც მამჩნევენ..მინდა მალე მორჩეს ეს ყველაფერი, მინდა აღარ გათენდეს დღე როცა მზეს სხივი არ ეყოფა ყველასთვის – დაასრულა იმედმა მონოლოგი და სევდას ჩაეხუტა და ორივე ატირდნენ… ერთმანეთის ცრემლები ასველებდათ და ვერაფერს ვეღარ ხედავდნენ, ვერც ერთმანეთს, ვერც საწოლზე მწოლიარე ადამიანს…

მზემ ყველა სხივი აკრიფა და ცრემლები შეიწმინდა. შეებრალა უიმედოდ დარჩენილი ადამიანი..

– რაში მეხმარება ჩემი სინათლე და ძალაუფლება თუ ასეთი ტკივილით ცხოვრობენ ადამიანები? როგორ უნდა გავათბო სამყარო და ვიყო ბედნიერი თუ ასეთი სევდა და უიმედობაა ირგვლივ? მინდა ჩემი გამოჩენა ყველას იმედს უბრუნებდეს, შესაძლებლობებს..მინდა ადამიანები იღიმებოდნენ.. მინდა ყველას ეყოს ჩემი სინათლე… არსებობის მანძილზე პირველად ტიროდა მზე

ჩუმად შეაღო კარი და ყველა სხივი ერთად შეანათა ოთახს, ფრთხილად აიყვანა უიმედო, სევდით მოცული ადამიანი, ყველა სხივი მოახვია, ჩაიხუტა და მასთან ერთად დაბრუნდა ცაში…

ეს სიყვარული ისე დიდია…

 


გილოცავთ სიყვარულის დღეს და ბევრ სიყვარულს გისურვებთ 🙂 სიყვარულით გეცხოვროთ ♥

ამ ქვეყანაზე, მე რომ მიყვარხარ,
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე..
ეს სიყვარული ისე დიდია..
ისე ძლიერი და ისე მტკიცე.
ამ ქვეყანაზე, მე რომ გიყურებ,
ასეთ თვალებით ვერავინ გიმზერს
მე რომ მიყვარხარ,ამ წუთას ახლა,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც, გულებია..
ასეთ სიყვარულს ვერავინ იძენს…
როგორც შენ ამ გულს ახლა უყვარხარ,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც ლექსებია,
ყველა ნაპარავს, მალულად გიდებს..
მხოლოდ ეს ჩემი სულია შენთვის,
რომელიც მხოლოდ საკუთარს გიწერს..
ამ ქვეყანაზე, რაც ლოცვებია,
იცოდე მუდამ მე გულში მიდევს…
მე რომ დაგლოცავ ამ ქვეყანაზე
არვინ დაგლოცავს,არასდროს ისე…
ამ ქვეყანაზე ყველა მშიშარა…
ცარიელ სიტყვებს ისვრიან ისე..
შენი გულისთვის ასჯერ მოვკვდები
არ დავიკვნესებ იცოდე ისე,,,
შენი გულისთვის ზეცაში ავალ,,
და ჩემს სულს ახლაც უფალსა მივცემ..
გწამდეს ამ ქვეყნად, მე რომ მიყვარხარ
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე.


ეს ისტორია ვითარდება აფრიკაში, სადაც ურთიერთგამტანობის დიდ მაგალითს ვიხილავთ
ანტროპოლოგმა შესთავაზა აფრიკის ტომის ბავშვებს ეთამაშათ ერთი საინტერესო თამაში.მან განათავსა ხილის კალათა ერთ ხესთან და განაცხადა: “ის, ვინც პირველი მიაღწევს ხეს, დაჯილდოვდება ყველა ტკბილი ხილით”.
როდესაც მან სტარტისაკენ მოუწოდა, ბავშვებმა მტკიცედ და სინქრონულად დაიწყეს სირბილი, შემდეგ კი ყველა დაჯდა ერთად და ტკბებოდნენ მოგებული, გემრიელი ხილით.
გაოცებულმა ანტროპოლოგმა კითხა:
-“რატომ გაიქეცით ყველანი ერთად?”
ბავშვებმა უპასუხეს:
– “ობონატო”. “ობონატო” საკუთარ ენაზე ნიშნავს “მე ვარსებობ იმიტომ, რომ ჩვენ ვარსებობთ.”

თითოეული მეგობარი ჩვენში სამყაროს წარმოადგენს, სამყარო ჩვენში ვერ დაიბადება სანამ ისინი არ მოვლენ ჩვენთან და სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ იქმნება ახალი ბუნება ჩვენში.Image

 

მეგობარი ის არის, რომელიც შენს გვერდით დგას მაშინ, როცა ის დიდი სიამოვნებით სხვაგან იქნებოდა.

 

***

ნამდვილი მეგობარი ის ადამიანია რომელსაც შენი წამს, როცა შენც კი დაკარგული გაქ საკუთარი თავის რწმენა.

***

არ იარო ჩემს წინ – მე შეიძლება არ გამოგყვე, არ იარო ჩემს უკან – მე შეიძლება არ წაგიძღვე, იარე ჩემს გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი.

***

მეგობრობა არ არის აუცილებელი, როგორც ფილოსოფია, ხელოვნება… იგი ვერ გადაგვარჩენს სიკვდილისაგან, მაგრამ მეგობრობა არის მიზეზი რის გამოც გვინდა გადავურჩეთ სიკვდილს.

***

 

დავიღალე სტუმრად ყოფნით საკუთარ სხეულში
დავიღალე შეწვეტილი მელოდიასავით დასრულებული ურთიერთობებითImage
დავიღალე კიდევ ერთი ყ…ს შემდეგ ოპტიმისტად დარჩენით

დავიღალე ყველა გათენებული დღით

დავიღალე უაზრო პრინციპებით

დავიღალე უჯიშო ადამიანებით
დავიღალე არაადეკვატური მოპყრობით
დავიღალე ლოგიკის ძებნით
დავიღალე მესიჯის ლოდინით
დავიღალე ერთი და იგივეთი
დავიღალე შეცდომებზე სწავლით
დავიღალე “ცხოვრების გაკვეთილებით”
დავიღალე სასოწარკვეთილების გრძნობით
დავიღალე თვითრწმენის შენარჩუნების მცდელობებით
დავიღალე ძალით გაღიმებით
Image
დავიღალე “კიდევ ერთხელ” მომენტებით
დავიღალე “what if” აზრებით
დავიღალე ყოველ დღე გაღვიძებით
დავიღალე დაძინებმადე მოსული ფიქრებით
დავიღალე წონასწორობის დაცვით
დავიღალე ადამიანებით
დავიღალე რეჩებით
დავიღალე ტირილით
დავიღალე სიცილით
დავიღალე!!!!!
Image

ნაცრისფერმშვიდობისა…

დღითიდღე იკარგება ფერები და ადამიანური ურთიერთობები..

Image

ისიც რაც იყო და რაც არ იყო ის თავისთავად დაკარგულია… მინდა რაღაც ვთქვა და ჩემი თავი დავამშვიდო მაგრამ სიტყვებიც გამიქრა.ასე მაშინ მემართება როცა ძალიან კარგად ვარ ან ძალიან ცუდად.

ძალიან კარგად აშკარად არ ვარ…

ცოტა ხნის წინ ერთი იგავი წავიკითხე და ახლაც მასზე ვფიქრობ და კარგი იქნებოდა ადამიანები ამაზე თუ დაფიქრდებოდნენ… სწორი გზით გვევლოს…

Image

ერთი კაცი ტყეში წავიდა ფიცრებისთვის ხის შესარჩევად. დაინახა გვერდიგვერდ მდგარი ორი ხე. ერთი მათგანი გლუვი და გამართული იყო, მაგრამ შიგნიდან დამპალი. მეორე გარეგნულად ხორკლიანი და შეუხედავი იყო, გული კი ჯანსაღი ჰქონდა. ამოიოხრა კაცმა და თავს უთხრა: “რად მინდა ეს გლუვი და მაღალი ხე, როცა დამპალია და ფიცრებისთვის არ გამოდგება? ის მეორე, მართალია ხორკლიანი და შეუხედავია, მაგრამ შიგნით ჯანსაღია; და თუკი მასზე ცოტა მეტს წავიმუშავებ, ჩემი სახლის ფიცრებისთვის ძალიან გამოსადეგი იქნება”. ბევრი აღარც უფიქრია და მეორე ხე აარჩია.
ასევე ღმერთი, თავისი სახლისთვის ორი კაციდან ირჩევს არა იმას, ვინც გარეგნულად მართალი ჩანს, არამედ იმას, ვისაც გული ღვთის სიმართლით აქვს აღვსებული.

Image

P.S

მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების 🙂

მთვარეს მზე ანათებს?

Image

სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი?
ჩვენი სამყარო ერთადერთია თუ სხვა სამყარო და გალაქტიკაც არსებობს სადაც ჩვენნაირი ან უფრო განვითარებული არსებები ცხოვრობენ?
სიცოცხლის შემდეგ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი თუ სადაც ჩვენ ვართ ესაა უკვე ჯოჯოხეთი?
წლების წინ დაიწყო კითხვებმა გაჩენა და დღეს უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება ასაკის მატებასთან ერთად არადა მეგონა პირიქით იქნებოდა…

ყოველთვის მშურდა იმ ადამიანების ვინც ყველაფერი იცოდა ან თითქმის ყველაფერი :)) მინდოდა მეც მათ დავმსგავსებოდი და ვცდილობდი..არვიცი გამომდიოდა თუარა..ერთი პერიოდი კარგადაც მოვირგე ნიღაბი და რომ არა ჩემი ცხოვრების მასწავლებელი ამ ნიღაბს შევისისხლხორცებდი და მეც ვეღარ მივხვდებოდი მალე რომელია ჩემი ნამდვილი სახე და რომელი ნიღბიანი
Image
საბედნიეროდ ცხოვრება მხოლოდ ცუდ სიურპრიზებს არ გვთავაზობს და ზოგჯერ კარგი რაღაცებითაც გვანებივრებს- ამ შემთხვევაში მე ცხოვრება უნდა მესწავლა ცხოვრებით და ამისთვის ცხოვრებამ ცხოვრების მასწავლებელი გამომიგზავნა  :)))
ანატომიაზე და ბიოქიმიაზე რთული აღმოჩნდა ცხოვრების გაკვეთილების ათვისება და გამოცდების ჩაბარება ^^… მაგრამ მე მან მასწავლა რომ ჩემი შესაძლებლობები უსაზღვროა და უნდა დავინახო ის,მასწავლა რომ ყოველთვის ის უნდა ვიყო ვინც ვარ და არ ვითამაშო სხვისი როლი..რომ უნდა გავიღიმო როცა მეღიმება აი ისე უბრალოდ ბავშვურად და ვიყო ისეთი ბავშვი როგორიც ვარ და მოვეშვა დიდობანას თამაშს,რადგან ამის დროც მოვა როცა დიდი ვიქნები…ახლა კი ჩემი დროა-უნდა ვიყო ის ვინც ვარ
მან მასწავლა სიყვარული,ღიმილი…
ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები მუდმივად ჩნდებიან ზოგი რჩება ზოგი კი ქრება მაგრამ ყველა მათგანი რაღაც გამოცდილებას გვიტოვებს და გვასწავლის ახალს-აქამდე ამას ვუმეორებდი ჩემს თავს მაგრამ ამ შემთხვევაში როცა საქმე მას ეხება ჩემი ყველა თეორია იმსხვრევა და ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი ის არის რომ მინდა ჩემს ცხოვრებას ბოლომდე გაყვეს მისი არსებობა და როცა უკან მოვიხედავ ჩემს გვერდით მისი ნაკვალევი ჩანდეს…
Image
არსებობს ისეთი რაღაცები რასაც ვერ ახსნი უბრალოდ უნდა მიიღო და გწამდეს და სწორედ ეს არის სიყვარული
იქნებ არსებობს კიდეც სხვა გალაქტიკა და ჩვენზე განვითარებული არსებები.იქნებ ესაა ჩვენ რომ ასე გვაშინებს ის ჯოჯოხეთი და მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა სასიამოვნოა იმის წარმოდგენა რომ ამდენ გაურკვევლობაში და ამდენ ამოუხსნელში ერთი ნახევარი პოულობს მეორეს და ხდება მთლიანი…
P.S მზე ნამდვილად ანათებს მთვარეს… ♥

მიყვარხარ დე ♥

Posted: ნოემბერი 9, 2012 in ფრაზები, LeW♥rd
ტეგები:,

დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთისა. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!… ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო… აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია? . .

 

 

ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი – მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა. 
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა – დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, –
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია

სადაც არ უნდა წახვიდე ეცადე, რომ სიყვარული მიიტანო…
აჩუქე სიყვარული შენთვის ყველა საყვარელ ადამიანს, გახსოვდეს რომ ადამიანი ამ ქვეყნად ერთხელ მოდის , გაუფრთხილდით დროს და სიტყვებს არცერთი უკან არ დაბრუნდება… გახსოვდეთ რომ სიტყვა არის ის რასაც შეუძლია გულის მოკვლაც და მისი გაცოცხლებაც, ამიტომ უთხარით ყველას თუ როგორ გიყვართ და თუ მაინც მოუნდებათ თქვენგან წასვლა, არავის მისცე ნება ისე დაგშორდეს , რომ უფრო კარგად და ბედნიერად არ გრძნობდეს თავს… იყავი ღვთის სიკეთის ცოცხალი გამოხატულება სიკეთე შენს სახეზე, სიკეთე შენს თვალებში, სიკეთე შენს ღიმილში… ♥

რა ლამაზია ზოგჯერ წარსული…… ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო,….ბედნიერების ზღვარს გადასული მოკლე დღე, ჩუმი და უთარიღო,… ხომ იყო რაღაც,.თანაც ისეთი, რაც არასოდეს არ გავიწყდება, რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით რომ ატრიალებ და არ გწყინდება…….P.S ოცნებებს არა აქვთ სიმძიმის ძალა

 

Image

გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოველი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია…
ვფიქრობ: მოვა წვიმა, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან, ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე.
და არ ვიცი, როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის…
გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

Posted: ნოემბერი 8, 2012 in ფრაზები
ტეგები:,

ცხოვრებაში ხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს არსებობას ცვლიან, თან ისე, 
რომ ამას ვერ ხვდებიან. შემდეგ კი მშვიდად, აუღელვებლად გღალატობენ და საკუთარი
თვალით ხედავთ, როგორ შეეკვრებიან თქვენს დაუძინებელ მტრებს – თქვენ კი უყურებთ , 
როგორ გშორდებიან და მიდიან , როგორც გამარჯვებული ჯარი ქალაქის დარბევის შემდეგ ნანგრევებსა და ჩამავალი მზის ფონზე.

”ცხოვრება არასოდეს სრულდება. მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, 
რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ

* * *

”რწმენას ადვილად მიჰყავს ადამიანი ფანატიზმამდე. აი რატომ დაიღვარა ამდენი სისიხლი რელიგიისთვის. – შემწყნარებლობა – ეჭვის ქალიშვილია. მთელი რელიგიური მრწამსის მიუხედავად, უფრო აგრესიულად განწყობილი ხართ ჩემდამი, ვიდრე მე, ხელიდან წასული უღმერთო–თქვენს მიმართ.”

* * *

შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მსახარა, დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას.
მაგრამ აი , ვთქვათ ღილი მოგწყდა სადმე – ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად 
არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი!”

* * *

რასაც კი სხეული ეხება, – ლოგინი, თეთრეული, აბაზანაც კი – როგორც კი ადამიანის
სითბოს მოსცილდება, იმწამსვე კვდება. სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.”

* * *

–რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ.
–ხოლო ყველაფერი რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოცხეთად აქცევს ხოლმე.
–როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს?
–სწორედ იმიტომ რომ ის წარსულია.”

* * *

”თუ რაიმეს გაკეთება გინდა არასოდეს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ 
ვერაფერს გააკეთებ. როცა საქმე წვრილმანებს ეხება, კითხვა შეიძლება. მნიშვნელოვანზე კი – არა.”

* * *

” სიყვარული სნეულებასავით არის. ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.”

* * *

–ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობს.
–არა, როცა აღარ უყვარს.”

* * *

ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.”

* * *

‘სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული.”

”სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა
იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.”

***

‘სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენს ორგანაიზერში წინასწარ ვერ ჩაიწერება.”

***

” – მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც მინდა რომ ვუღალატო.”

***

 ის, რასაც სდამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, 
მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.”

***

” თუ გსურთ დასალევად დამპატიჟოთ, დააჭირეთ ღილაკს 1, თუ გსურთ სადილზე 
მიმიწვიოთ, დააჭირეთ ღილაკს 2, ხოლო თუ ჩემი ცოლად მოყვანა განგიზრახავთ, საერთოდ დაკიდეთ ყურმილი.”

***

‘საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, 
ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ”.

***

‘რატომ არის ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის ისინი მჭირდება, 
რომლებიც ჩემთან არ არიან? ”

***

‘ – იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა 
გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.”

***

‘ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ.”

***

ცხოვრებაში ხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს არსებობას ცვლიან, თან ისე, 
რომ ამას ვერ ხვდებიან. შემდეგ კი მშვიდად, აუღელვებლად გღალატობენ და საკუთარი
თვალით ხედავთ, როგორ შეეკვრებიან თქვენს დაუძინებელ მტრებს – თქვენ კი უყურებთ , 
როგორ გშორდებიან და მიდიან , როგორც გამარჯვებული ჯარი ქალაქის დარბევის შემდეგ ნანგრევებსა და ჩამავალი მზის ფონზე.”

***

‘ ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება 
– ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი. 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული
ხართ; 25–ისას იმიტომ , რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ , რომ ბევს მუშაობთ; 
55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის
მოგონებები გტანჯავთ. 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თან მეტასტაზებით. 
ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით….. ”

***

‘მოკვდე – ეს ნიშნავს , გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი.”

***

”მართლაც ძნელია დაიჯერო, რომ არფრისთვის არ დაბადებულხარ, დაიბადე 
მხოლოდ იმისთვის, რომ მერე მომკვდარიყავი. ეს არის და ეს. ამის მერე აღარ არის 
გასაკვირი, რომ დედამიწის ყველა მცხოვრები მეტ–ნაკლებად გარეკილია.”

***

”ყველა ზღაპარი ასე მთავრდება: ”მათ შეეძინათ ბევრი შვილი და ცხოვრობდნენ ბედნიერად” წერტილი. ამის მერე რა მოხდა, ამას უკვე აღარავინ გვეუბნება. რა მოხდა და აღმოჩნდება , რომ მომხიბლავი პრინცი, სულაც არ არის ამ ბავშვების მამა, ისეც დარდიან გულზე სმას იწყებს და გალოთდება , მერე ცოლს მიატოვებს და უფრო ახალგაზრდა ქალს გაეკიდება. პრინცესა კი თურმე 15 წელია ფსიქოანალიტიკოსთან დარბის . შვილები კაიფობენ, უფროსი ვაჟი თავს იკლავს , უმცროსი კი ტროკადეროს ბაღებში პროსტიტუციას ეწევა.’

Posted: ნოემბერი 6, 2012 in ფრაზები
ტეგები:

ცხოვრება გვასწავლის ცხოვრებას  (თემო)

ცხოვრება სიგარეტს გავს…დიდხანს ხარ შენახული ყუთში სხვა შენნაირებთან ერთად მერე ერთ დღეს ბედი გაგიღიმებს,სხვებისგან გამოგარჩევენ, აგანთებენ და იწვები..იწვი და თან კვალს ტოვებ მთელ სხეულში და გარემოში..რასაც ახერხებენ გითვისებენ შემდეგ კი შორს გისვრიან უსარგებლოდ დარჩენილს ..დაეცემი და მანამ აგრძელებ სვლას სანამ დიდ ორმოში არ ჩავარდები უკანასკნელად გაიბრძოლებ ერთხელ კიდევ ძლივს აინთები და საბოლოოდ ჩაქრები..ცხოვრება სიგარეტს გავს ინთები, იწვები, იფერფლები და ბოლოს შენც ორმოში ასრულებ შენს ხამოკლე ნათებას…

მე ვარ ის ვინც ვარ, ვინც ვიყავი, ვინც ვიქნები, ის ვინც არ უნდათ რომ ვიყო, ვისაც ხედავენ და ვერ გრძნობენ, ვისაც უსმენედ ვერ უგებენ, ამიტომაც კარგავენ… ის ვინც უყვართ, ვინც სძულთ, ვისგანაც ვერ გაურკვევიათ რა უნდათ, ვისაც ეძებენ და ვერ პოულობენ, ვისკენაც მიდიან მაგრამ ვერასდროს აღწევენ მისამდე… მომეცით სულ ცოტა წრფელი ემოცია… ამიქნიეთ თვალებწინ ხელი, თორემ აღარც კი ვიცი საით ვიყურები… დამანახეთ ადამიანები, ფიტულები უკვე ვნახე… მომწერეთ თბილი წერილები და მერე სახეში შემომარტყით სიმარტოვე… ამიხსენით სიყვარული და მერე ყველა სიტყვა უკან წაიღეთ, რომ აღარასოდეს დავიჯერო… ეცადეთ, მიყიდოთ ლამაზ სიტყვებად, SALE-ია… გამიღიმეთ და მერე გამჭორეთ… შემიშურეთ და დამისაკუთრეთ… შემომაყარეთ თვალებში სინამდვილე… ნუ მესვრით ტალახს, შესაძლოა ამაცილოთ, მაგრამ თქვენ კი ტალახიანი დაგრჩებათ ხელი… სიყვარულით მეხუმრეთ და ხუმრობით არ შემიყვაროთ… ვდგევარ მიწაზე, როგორც სცენაზე, ადამიანის ურთულეს როლში… მე არ მაქვს არაფერი, მაგრამ მაქვს ცხოვრება სადაც ყველაფერია, თუმცა კი ცხოვრება ტრაგედიაა მათთვის ვინც გრძნობს და კომედია ვინც აზროვნებს, ამიტომ მეორეს ვირჩევ… გახსოვდეთ: სხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ საკუთარს ვპოულობთ… ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ აცადეთ რომ ანათოს… კარგია უყურო ლამაზ ადამიანს, მაგრამ ცხოვრება ჭკვიანთან სჯობს… ეძებეთ მოყვრები, მტრები თვითონაც მოგნახავენ… შემომფიცეთ მეგობრობა და მერე გამყიდეთ, ძვირი არ ვღირვარ – სულ რაღაც 1 ადამიანი რადგან მიყრია გულში გაძარცვული ერთფეროვნება მეც ისეთივე ვარ როგორიც ყველა, თურმე ტყუილად ვიბრალებდი ”სხვანაირობას”… და მაინც… დავხეტიალობ საკუთარ სულში და მეგაზაფხულება. საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს და ვგრძნობ რომ მალე შამათი მელის…

Image 

ბედი ამ ქვეყნად მახინჯებსა და თავცარიელებს უფრო სწყალობთ. მათ შეუძლიათ სრულიად მშვიდათ ისხდნენ და პირდაღებულები შესცქეროდნენ ამქვეყნიურ წარმოდგენას. დამარცხებით გამოწვეული უმძიმესი განსაცდელისგანაც დახსნილნი არიან. ისე ცხოვრობენ, როგორც ჩვენ ყველას უნდა გვეცხოვრა: შეუწუხებლად, გულგრილად და უშფოთველად. ისინი არავის სპობენ ამქვეყნად და არც თავად იღუპებიან სხვისი ხელით…

  ***

ცდუნების თავიდან ასაშორებლად ერთადერთი გზა ის გახლავთ, რომ ადამიანი მის გარდაუვალ ნებას დაემორჩილოს. ხოლო თუ მის წინააღმდეგ შებრძოლებას განიზრახავს, მაშინ აკძალულისადმი სწრაფვით იფერფლება და დაუცხრომლად ესწრაფვის ყოველივე მას, რაც თვითონ მის მიერვე გამონაგონმა კანონმა ბიწიერად და უკანონოდ აქცია.
 

***

გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს. ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე.
სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლო სწორედ ხილვადშია და არა უხილავში.
***
ზოგიერთ ადამიანს ძალიან უყვარს გასცეს ისეთი რამ, რის საჭიროებასაც ყველაზე მეტად თვითონ განიცდის.
***
თითოეული ჩვენგანი თავის თავში ითავსებს ცასა და ჯოჯოხეთს
***
“თუ ადამიანი მართლა ამაღლდა საკუთარ თვისტომთა შორის რამე გამოსარჩევი თვისებით, რაღა თქმა უნდა, უცილოდ მტრებს იმრავლებს…საშუალო მდგომარეობას უნდა ესწრაფვოდეთ, თუ პოპულარობა გწადიათ…”