Archive for the ‘LeW♥rd’ Category

ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე – ეს ვიცოდი ყოველთვის და არასდროს მიფიქრია რამდენად რეალური იყო ეს სიტყვები…

და ერთ დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ფილმივით აეწყო : მოულოდნელად და უცნაურად როგორც ფილმებში, ჩემს ცხოვრებაში შობის სასწაული მოხდა და ჩემი სიყვარული ვიპოვნე.. გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვი რომ პირველივე დანახვაზე იგრძნო გულმა რაღაც განსაკუთრებული… იყო ბევრი სიხარული, ნერვიულობა, კამათი, წინააღმდეგობა, ბედნიერი დღეები დ

იყო მოულოდნელობები, სიხარული, სიყვარული, ლამაზი დღეები, სიურპრიზად დამდგარი 23 წელი და ყველას გასაოცრად უფრო უცნაურად დამდგარი 24 წელი —> Untitledssss

და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ყველაფერი განსხვავებული, საოცარი…

გადარბენებით მოგვარებული ყველაფერი და 1 კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცხოვრებაში

we

ყველაფერი ისე საოცრად და სასწაულებრივად განვითარდა როგორ ჯადოსნურადაც დაიწყო და დღეს მე (და იმედია ჩემს მეორე ნახევარსაც) მაქვს ყველაფერი რაზეც შეიძლებოდა ადამიანს ეფიქრა და ეოცნება: საყვარელი ადამიანი მუდმივად გვერდით სიყვარულით და ბედნიერებით, საყვარელი სამსახური და ჩემი პატარა რომელიც ჯერ ჩემშია მოკალათებული , ცოტათი დედიკოს მშვიდ ძილს ურღვევს და აწვალებს მაგრამ ყველაზე მეტად უყვარს დედიკოს და მამიკოს და უკვე მოუთმენლად ელიან მის დაბადებას რომ ჩაიხუტონ და მოეფერონ ❤

ყველა ღამე შენზე სიზმრებშია დე<3 როგორი არ წარმოგიდგინე უკვეე, არც ის ვიცი გოგო ხარ თუ ბიჭი , არაფერი არ ვიცი მაგრამ მიყვარხარ და მენატრება ის დღე როცა შენს ჩახუტებას შევძლებ ❤

დდე

სიყვარულს ვერ შეცვლის ვერასდროს ვერანაირი ძალა ❤

წყლის წვეთებივით გავს ერთმანეთს ჩემი დღეები და ადამიანების ქცევა ჩემს მიმართ… თავიდან მეგონა რომ ის ვიღაც(ვიღაც დავუშვათ) სხვა იყო ცუდი როცა ჩემთან ასე რაღაცნაირად იქცეოდა (იქნებ მისთვის ჩვეულებრივი იყო და მე აღვიქვამდი ამას კატასტროფად) , მერე მივხვდი რომ ყველა ერთნაირად იქცევა და დავფიქრდი : იქნებ მე ვარ ცუდი? არა , არა იქნებ კიარა მე ვარ , ხო მე ! არ შეიძლება შენს ირგვლივ 10 ან 15 იყოს ცუდი და შენ კარგი, როცა რაღაც ასე მეორდება ე.ი პრობლემა შენშია…
დავიღალე…

 

hgu თავი ვერ დავაღწიე წარსულს და უკან-უკან ხედვაში აწმყოს ვკარგავ, ჩამოვრჩი და მასთან ერთად მომავალსაც..
დამღალა ამდენმა იმედგაცრუებებმა, იმედების მსხვრევის ხმა და ფრთების ნამტვრევები ღამეებს მითეად მითეთრებს და კოშმარად მიქცევს…
დამღალა უაზროდ ცხოვრებამ : არ იცი რატომ, არ იცი რისთვის,ა რ იცი რა გინდა, არა უფროსწორად იცი მაგრამ ისიც იცი რომ რაც გინდა არასდროს არ გექნება და ღამენათევ თვალებში სიწითლენარევი სისველე გეპარება… ისევ ცრემლები- ერთგული მლაშე წვეთები რომლებიც არასდროს არ გტოვებენ და მუდამ მზად არიან შენს სამსახურში ყოფნისთვის…
დამღალა წერამ და ცრემლებით ახლად დაწერილი სიტყვების ,,გადღაბვნამ”…
დამღალა სიშორემ
მომბეზრდა სიცივე

mzeee
უკვე მერამდენე ღამეს ვათენებ ფიქრში, დარდში, ცრემლებში…
დაუსრულებლად …
იქნებ იგრძნო, მიხვდე ყველაფერს და მოიქცე როგორც საჭიროა
ჩემთვის ზამთარი ყველაზე თბილი დროა- როცა ჩახუტება მათბობს…
ისევ ნაგრძნობი გრძნობებით გამთბარი გულით გატარებ და … ისევ ვახმაურებ იმედს

ის არავის არ გავს
ის ყველაზე ჩვეულებრივი – არაჩვეულებრივია
ის უბრალოდ იღიმის გულწრფელად , თვალებით და ემოციით, მას არ ჭირდება ზედმეტი სიტყვები – მისი თვალები ყველა სიტყვაზე მეტყველია
ის მსუბუქი ნაბიჯებით დადის და ყველაზე ღრმა კვალს ტოვებს..

zmxnx
მისი ერთი წინადადება, ერთი სიტყვაც კი სხვის პოემებს ჯობია…

არ შეიძლება რაღაც ძალიან უცნაური და ძლიერი არ იგრძნო მისი გამჭვირვალობის დანახვისთანავე, თითქოს სარკეში შენს თავს ხედავ , გინდა შეეხო მაგრამ გეშინია რომ გაქრება.. მხოლოდ იმის ძალა შეგწევს რომ უყურო, უსმინო, დაიმახსოვრო, შეინახო შენთვის , შენი გონების ყველაზე საიმედო ნაწილში – თბილად და უვნებლად, რომ მისი გახსენება და აღდგენა მაშინვე შეძლო როგორც კი მოისურვებ…
ან კი რამ უნდა დაგავიწყოს…
ის აუტანელ სურვილს გიჩენს იმისა რომ შეეხო, ჩაეხუტო, ძალიან მაგრად ჩაეხუტო…


ის მთლიანად გავსებს და შენს თავში ვეღარ ეტევი… ირღვევა ყველა საზღვრები და წესები, შენ შენ აღარ ხარ, შენს თავს აღარ ეკუთვნი და ხვდები რომ ყველა მოსაზრება რაც აქამდე გქონდა მიწაზე დაცემული ფანტელივით უკვალოდ ქრება და შენ… არ და ვერ ებრძვი შენს თავს , მზად ხარ ბოლომდე გადავარდე ამ მორევში ..მხოლოდ ის გაშინებს რომ შეიძლება აღარ იყოს, ვეღარ დააგროვო შენს გონებაში მისი არსებობა, მისი ნაბიჯები ვერ დათვალო ისევ, ვერ გაიგონო მისი სუნთქვა, ვერ გაიგონო მისი სიცილი , ვერ ნახო მისი მომღიმარი თვალები…
გული დარტყმებს შორის მის სახელს იმეორებს და ყოველ ამოსუნთქვას ამძიმებს…
სხვებს გულის აჩქარება შეუძლიათ მხოლოდ , მე კი ფილტვები მტკივა..
ხომ ვთქვი ის სხვანაირიათქო…
ის ყველაზე კარგია , მაგრამ ცოტა….
მე მინდა, მე უნდა…
P.S
ჩემს სიგიჟეს მხოლოდ შენ აკლდი…

Image

მზის ცრემლები

ვეებერთელა მზე ამოცურდა სევდისფერი სამყაროს ცაზე.. თავისი სხივები უშურველად მიმოაბნია ქალაქებს, ქუჩებს..ყველა სახლში შეანათა და შეაბიჯა ნათელი მზის მხიარულმა სხივებმა.. კმაყოფილმა გადახედა თავისი ნათელით გასხივოსნებულ სამყაროს მზემ და შეწუხდა როცა შეამჩნია სახლი რომელიც სინათლის გარეშე დარჩა… ნელ-ნელა ძირს დაიხარა, ფანჯარას ყვითელი ცხვირი ნელა შეახო, დახლართული სხივები ფრთხილად მოიშორა პატარა თვალებიდან. ფანჯრის მიღმა სიბნელეში ადამიანის სილუეტი ჩანდა , რომელიც საწოლზე იყო დამხობილი და ხმას არ იღებდა, თითქოს არც სუნთქვდა. თავთან იმედი და სევდა ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ. ისე ბნელოდა ერთმანეთის თვალებსაც ვერ ხედავდნენ, მხოლოდ ჩუმი სუნთქვა ახსენებდათ რომ მარტო არ იყვნენ… სევდა ნაცრისფერი იყო, აქა-იქ შავი ლაქები გასჩენოდა, თვალები ტირილისგან დასიებოდა და ვერაფერს ვეღარ ხედავდა, ვეღარც საკუთარ ლაქებს… იმედის ფერადი ტანისამოსი შავით შეცვლილიყო. ის მხოლოდ სევდას ხედავდა, მისი გაყინული ხელი ეჭირა ხელში და ცრემლიანი თვალებით უყურებდა

– არ მინდოდა ისევ მენახე, არ მინდოდა ისევ ერთად მოვსულიყავით. ჩვენი შეხვედრისას ყველა ტირის და სიცოცხლის სურვილს კარგავს..მინდა მალე მორჩეს ჩვენი ერთად არსებობა და ადამიანებს ტკივილს აღარ ვაყენებდეთ. რა საშინელია ჩემი არსებობა : ჯერ სიცოცხლის სურვილს ვუჩენ ყველას, მერე კი ჩემივე შექმნილს ვკლავ. ვინც მე მკარგავს შენ გპოულობს და თავს ვეღარ გვაღწევს. თითქოს ვეღარც მამჩნევენ..მინდა მალე მორჩეს ეს ყველაფერი, მინდა აღარ გათენდეს დღე როცა მზეს სხივი არ ეყოფა ყველასთვის – დაასრულა იმედმა მონოლოგი და სევდას ჩაეხუტა და ორივე ატირდნენ… ერთმანეთის ცრემლები ასველებდათ და ვერაფერს ვეღარ ხედავდნენ, ვერც ერთმანეთს, ვერც საწოლზე მწოლიარე ადამიანს…

მზემ ყველა სხივი აკრიფა და ცრემლები შეიწმინდა. შეებრალა უიმედოდ დარჩენილი ადამიანი..

– რაში მეხმარება ჩემი სინათლე და ძალაუფლება თუ ასეთი ტკივილით ცხოვრობენ ადამიანები? როგორ უნდა გავათბო სამყარო და ვიყო ბედნიერი თუ ასეთი სევდა და უიმედობაა ირგვლივ? მინდა ჩემი გამოჩენა ყველას იმედს უბრუნებდეს, შესაძლებლობებს..მინდა ადამიანები იღიმებოდნენ.. მინდა ყველას ეყოს ჩემი სინათლე… არსებობის მანძილზე პირველად ტიროდა მზე

ჩუმად შეაღო კარი და ყველა სხივი ერთად შეანათა ოთახს, ფრთხილად აიყვანა უიმედო, სევდით მოცული ადამიანი, ყველა სხივი მოახვია, ჩაიხუტა და მასთან ერთად დაბრუნდა ცაში…

ეს სიყვარული ისე დიდია…

 


გილოცავთ სიყვარულის დღეს და ბევრ სიყვარულს გისურვებთ 🙂 სიყვარულით გეცხოვროთ ♥

ამ ქვეყანაზე, მე რომ მიყვარხარ,
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე..
ეს სიყვარული ისე დიდია..
ისე ძლიერი და ისე მტკიცე.
ამ ქვეყანაზე, მე რომ გიყურებ,
ასეთ თვალებით ვერავინ გიმზერს
მე რომ მიყვარხარ,ამ წუთას ახლა,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც, გულებია..
ასეთ სიყვარულს ვერავინ იძენს…
როგორც შენ ამ გულს ახლა უყვარხარ,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც ლექსებია,
ყველა ნაპარავს, მალულად გიდებს..
მხოლოდ ეს ჩემი სულია შენთვის,
რომელიც მხოლოდ საკუთარს გიწერს..
ამ ქვეყანაზე, რაც ლოცვებია,
იცოდე მუდამ მე გულში მიდევს…
მე რომ დაგლოცავ ამ ქვეყანაზე
არვინ დაგლოცავს,არასდროს ისე…
ამ ქვეყანაზე ყველა მშიშარა…
ცარიელ სიტყვებს ისვრიან ისე..
შენი გულისთვის ასჯერ მოვკვდები
არ დავიკვნესებ იცოდე ისე,,,
შენი გულისთვის ზეცაში ავალ,,
და ჩემს სულს ახლაც უფალსა მივცემ..
გწამდეს ამ ქვეყნად, მე რომ მიყვარხარ
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე.

უცნაური აზრები და კითხვები მაწუხებდა მუდამ და ყველას იმედი ჰქონდა რომ გავიზრდებოდი და ეს კითხვებიც უკან დარჩებოდა მაგრამ რაც უფრო დრო გადის ჩემი კითხვების რაოდენობა და სირთულე მით უფრო იმატებს… ზოგადად სერიალების მოყვარული არ ვარ მაგრამ წლებია ჩემს საყვარელ სერიალად ,,სექსი დიდ ქალაქში” რჩება მიუხედავად იმისა რომ ბევრ რამეს განსაკუთრებით კი მათი ცხოვრების წესს არ ვეთანხმები არის ამ ფილმში რაღაც … ფილმში 4 ზრდასრული ქალი გამუდმებით ძიებაშია ნამდვილი და ღირსეული მამაკაცის და მეც გამიჩნდა კითხვა როგორი უნდა იყოს ან როგორი არის იდეალური კაცი და არსებობს სადმე? და რადგან კითხვებს ასე ადვილად ვერ ვიშორებ გადავწყვიტე პასუხი მომეძებნა როგორმე და ჩემს ,, ცოლთან ” ერთად დავიწყე ფიქრი …მერე მივხვდი რომ მარტო ჩემი მოსაზრება არაობიექტური იქნებოდა და FACEBOOK-ის მეშვეობით მინი გამოკითხვა ჩავატარე და გამაკვირვა იმ უარყოფითმა დამოკიდებულებამ რაც ადამიანებისგან წამოვიდა სიტყვა იდეალურის გაგონებაზე… ჯერ მათ კომენტარებს შემოგთავაზებთ მათივე  ნებართვით და შემდეგ პორტრეტს 🙂

  • Natia Sukhashvili ექიმი  კერძოდ ქირურგი
  • მე გვირილე ჩემთვის ექიმი იქნებოდა იდეალური
  • Eka Terina ფსიქოლოგი, ჩემთვის იდეალური კაცი ფსიქოლოგი იქნებოდა. ჩემი აზრით მათ შეუძლიათ მხოლოდ ისე მოგატყუონ ეჭვიც არ შეგეპაროს : ))
  • Ani Tatarashvili ე.ი მთავარია არ იყოს ,,კაი გაგბეის ბიჭი” დღეს და ღამეს რომ ასწორებენ ქუჩაში.უნდა იყოს სიმპათიური,იცოდეს საზოგადოებაში ქცევის წესები,ქალთან არ უნდა ჩაიჭრას არაფერში.დახვეწეილი მეტყველება,პირველყოვლისა განათლებული (უმჯობესია) მენეჯერი რაიმე დაწესებულებაში და დალშე უკვე კაი სამსახური და რაღაც თუ იქნება თუარადა არც ეგაა პრობლემა
  • Trish Gray  მაკედონელი.არის მასში ბევრი ღირსებები…
  • Salome Mirianashvili რაიმე ისეთი შემოქმედებითი, კომპოზიტორი ან მხატვარი  აი ორივეზე ჭკუა მეკეტება მე და …რავი ….
  • მუსიკის შვილი პოლიტიკოსი, ქვეყნის მმართველი
  • Sopho Sukhitashvili ფუჭი დროის ხარჯვაა, ან შენით ჩამოაყალიბე და იოცნებე, ან იკითხე მილიონი ადამიანის ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი.
  • სულ გაყინული იდეალური არის ვინმე?
  • Giga Fifia ჩემი აზრით იდეალური ადამიანი არ არსებობს 😐
  • Lasha Gorgodze თქვენგან იდეალური რომელი ხართ?
  • Trish Gray –გიყვარს ის კაცი?
    –მიყვარს და რა ვქნა?
    –რატომ?
    –უბაროდ კარგი კაცია.
    –მაშასადამე, იმ კაცს შენს თვალში ნამცეცი ნაკლიც არ გააჩნია?
    –მე ნაკლს თუ მიყვარს არ ვეძებ კაცში…
    –მართლა?
    –ისემც მე გავიხარო
    –და თუ არ გიყვარს??
    –მაშინ?? ჰო..მაშინ ვეძებ ღირსებას,რომ შევიყვარო 

    პატარა რომ ვიყავი მაშინ წავიკითხე..იდეალური არავინაა, ყველას აქვს ღირსება რომელიც შეგაყვარებს თავს..
    პ.ს რაც მახსოვდა ის დავწერე ბოდიშით თუ შეცდომა დავუშვი..
  • Giorgi Kalmaxelidze გინეკოლოგი
  • Natia Sukhashvili Eka Terina-ს ვეტყოდი, მე ვიცნობ ფსიქოლოგებს და არ იფიქრო რომ ეგეთი კარგი ტიპები არიან
  • Tika Bregadze ექიმი
  • Teona Arsenidze სიმპათიური,ჩაკეტილი,იდუმალი,განათლებული,მდიდარი არ არის აუცილებელი,მაგრამ არც ღატაკი უნდა იყოს.მიზნის მქონდე,ცოტა თავდაჯერებული,და რაც მთავარია შეეძლოს დაცვა ან დახმარება კონკრეტულ სიტუაციაში.
  • Natia Sukhashvili იდეალური კაცი იქნებოდა ნებისმიერი ნაკლის მქონე,ოღონდ ესმოდეს ქალის და გაგებით ეკიდებოდეს
  • Gvelesiani Giga იდეალური კაცი: არ სვამს, არ ეწევა, მუშაობს პატიოსნად ბოზებში არ დადის,ძალიან ცოტა მეგობარი ყავს (სათვალეებიანი და პეპელკა გალსტუკიანები)ასევე ვალები არ ქონდეს არც შვილი არც ცოლი არც ქეიფი უკრავს და ძმაკაცების არ ყავს.იტოგში პიდარასტია რა
  • Tika Bregadze აუცილებელი თვისებები: გაწონასწორებული,სერიოზული,სერიოზული მაგრამ არა იუმორის გრძნობას მოკლებული.განათლებული, ძლიერი ნებისყოფის ,თავისი საქმის ერთგული,გაწონასწორებული,იცოდეს თავისი თავის და ქალის პატივისცემა.ისეთი ხმას რომ არ აუწევს და მისი სიტყვა მაინც კანონია.მოკლედ კიდევ აღარ გავაგრძელებ თორემ კიდევ მივამატებდი,თუმცა ეგეც საკმარისია სულერთია ასეთიც იშვიათობაა:))
  • სულ გაყინული გასაბერი კაცი იდეალურია მგონი.
  • Gvelesiani Giga ხოდა მაშინ გეტყვი რომ იდეალური კაცი არ არსებობს და ყველას რაღაც მინუსი აქვს
  • Teona Arsenidze პროფესიას რაც შეეხება ცოტა რთულადაა მანდ საქმე.მსახიობს მსახიობის გარდა ვერავინ გაუგებს,ვერც ექიმს ექიმის მეტი.ეგ იმიტომ რომ ექიმის შემთხვევაში გაგიჭირდება იმასთან შეგუება რომ სახლში გვიან მოვა ან ღამის 4 საათზე შეიძლება დარეკონ და პაციენტთან წასვლა მოუწიოს.მსახიობის შემთხვევაშიც ასეა  .მე ასე ვფიქრობ
  • Gvelesiani Giga გოგონების სასურველი კაცი თუ გინდა ერთი ჯადოსნური სიტყვა დაწერე და ყველაფერი გარკვეულია – ,,ფული”
  • Salome Mirianashvili მოკლედ იდეალური გარეგნობა (რა თქმა უნდა ჩემთვის) კი გეთანხმები დაახლოებით მაგდენით მაღალი უნდა იყოს გოგოზე  10 სმ-თი მაინც  შავგვრემანი და მწვანე თვალებით  <<< ეს ორი სასტიკად უხდება ერთმანეთს  სწორი თითები და მოვლილი ფრჩხილები უნდა ქონდეს, და მამაკაცური სიარულის მანერა, და კუნთიანიც კიდე  ზედა ტუჩი ქვედაზე ოდნავ უფრო წინ უნდა იყოს , ცოტა უფრო დიდი ვიდრე ქვედა ტუჩი
  • Salome Mirianashvili აუცილებლად უნდა იყოს ეჭვიანი, მაგრამ გარვეულ დონემზე  ყველაფერს თავისი საქღვარი აქვს
  • Katerina Sofromadze იდეალური მანქანა,ბინა და ფული თუ ექნება თვისებებს არ აქვს მნიშვნელობა.ვხუმრობ რა საკვირველია 🙂 P.S  არამგონია განსხვავებული დავწერო რამე,ცოტა-ცოტა ყველაფერი უნდა ქონდეს,ინტელექტი,სიმშვიდე,იუმორის გრძნობა . ცუდია თუ მასთან თავს მასზე ძლიერად გრძნობ..არ მიყვარს აბსოლიტურად  მიმნდობი კაცები ,ეჭვიანობაც უნდა იცოდეს კაცმა თუ უყვარხარ ოღონდ ზომიერი ..გაწონასწორებული უნდა იყოს აუცილებლად.და დამოუკიდებელი.უნდა იცოდეს სად რა უნდა თქვას და როგორ.რატომგაც ჩემთვის იდეალური კაცი იურისტებში მეგულება, ვფიქრობ მათ ზუსტად ის თვისებები აქვთ რაც მე ასე მხიბლავს

ახლა უკვე შემოგთავაზებთ იდეალური კაცის პორტრეტს 🙂

გარეგნობა : სასურველი იყოს ქალზე 10-15 სანტიმეტრით მაღალი,თვალების და თმის ფერს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ერთადერთი მოთხოვნა თვალებთან მიმართებაში ის არის რომ იყოს მეტყველი 🙂 უნდა იყოს სიმპათიური და მასთან ერთად ყოფნა გსიამოვნებდეს 🙂

ხასიათი :

  • ჭკვიანი
  • მშვიდი, გაწონასწორებული
  • ზომიერად ეჭვიანი ( არცერთ ქალს არ მოწონს ისეთი კაცი რომელიც არ ეჭვიანობს, ამ დროს გვგონია რომ კაცს არ ვაინტერესებთ)
  • ყურადღებიანი და მზრუნველი
  • მეგობრული
  • ზომიერად რომანტიკული
  • იუმორის კარგი გრძნობა
  • თავისუფალი
  • ჰუმანური, უყვარდეს ბავშვები
  • პატივს სცემდეს ქალებს და მისი პარტნიორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს
  • სასურველია კარგი განათლება
  • უყვარდეს მუსიკა, ფილმები და ფეხბურთი 🙂
  • აუცილებელი პირობაა გულწრფელობა და ერთგულება

სასურველი პროფესიები (ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით):

  • ექიმი
  • პროგრამისტი
  • ხელოვანი
  • ბიზნესმენი
  • იურისტი

გამოკითხულთაგან არავის დაუსახელებია იდეალური კაცის პროფესიულ სფეროდ სპორტი და მე პირადად ვთვლი რომ ჩემთვის სპორტსმენობა იდეალურ კაცს უდიდეს მინუსს უწერს 🙂

P.S მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა ვინც ფიქრობს რომ იდეალური კაცი ან ქალი არ არსებობს : თუ შენ ადამიანში დაინახავ იმ თვისებებს რაც ძალიან მოგწონს და მისდამი გრძნობაც გაქვს ე.ი ის შენთვის იდეალურია. მე როცა ეს პორტრეტი შევადგინე და გადავხედე მივხვდი რომ იდეალური კაცი მყავს გვერდით 🙂 ჩემთვის იდეალური 🙂 გისურვებთ ვისაც არ გყავთ მალე გეპოვნოთ თქვენთვის იდეალური და ვისაც უკვე გყავთ წარმატებებს გისურვებთ 🙂

Image

86fe2d2ce89b

ამ ბოლო დროს ზედმეტი თავისუფალი დროის გამო უამრავ სულელურ თუ აზრიან ფილმს ვუყურებ და დღეს შემთხვევით ისეთი ,,სიამრთლე” ვნახე ფილმში მომინდა სხვებსაც ენახათ ეს განსაკუთრებით კი ილუზიებში და საკუთარ წარმოსახვაში ჩაკეტილ მდედრებს, რომელბიც თავს და ერთმანეთს ატყუებენ სხვისი ისტორიებით, ამშვიდებენ და იმედს აძლევენ ერთმანეთს ნაცვლად იმისა რომ რეალობას თვალი გაუსწორონ. ბავშვობაში როცა შენზე უფროსი ბიჭი თმებს გიწეწდა ან შენს საშინაო დავალების რვეულს საშინლად ექცეოდა აცრემლებულს გამშვიდებდნენ რომ ამ ბიჭს მოწონხარ და ასე გამოხატავდა.ასეთი გამხნევება დიდობაშიჩ გრძელდება ყოველი იმედგაცრუების, გულის გატეხვის, დანგრეული ურთიერთობების შემდეგ. ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ ,,ის შენი ღირსი არაა”, ,,შენს თავს შეხედე და მერე მას” და ბევრი მსგავსი დამამშვიდებელი შეგონება მეგობრებისგან და ამ დროს ყველას ავიწყდება რომ მეგობარი ტყუილს არასდროს არ უნდა გეუბნებოდეს და მხოლოდ სიმართლეს იყენებდეს შენს დასამშვიდებლად.
დღეს ნანახმა ფილმმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა ამ ყველაფერზე როცა ვნახე ე.წ ,,პაემნის” შემდეგ მამრის ზარის მოლოდინში

მყოფ სასოწარკვეთილ გოგოს როგორ ამშვიდებდნენ მეგობრები რომ მისმა მეუღლემ პირველი შეხვედრიდან 11 დღის შემდეგ დაურეკა და დღეს ბედნიერი ცოლ-ქმარი არიან, რომ ცოლიანი კაცის მოწონების შემთხვევაში ფარხმალი არ უნდა დაყარო თურმე რადგან ვიღაც ბიჭს ცოლი ერთი გოგოს გამო მიუტოვებია და დღეს ბედნიერად ცხოვრობენ და ის ავიწყდებათ რომ ერთ დღეს შეიძლება თავად აღმოჩნდნენ მისატოვებელ ქალთა რიგში…კაცები კი რათქმაუნდა თავგადასავლებს ეძებენ და მათი ერთგულება და ნებისყოფა მანამ ძლებს სანამ ქალი ჩაცმულია…

შემდეგ კი იწყება ტყუილები.უპასუხო ზარები და გაუთავებელი მცდელობა იმ საკამათო მიზეზის ძიებისთვის
მრავალი უშედეგო პაემნის შემდეგ შეიძლება შენც შეხვდე ისეთ ადამიანს რომელიც ყოველგვარი პირობების გარეშე იქნება შენთან მხოლოდ იმიტომ რომ შენ მოწონხარ და უყვარხარ და არა იმიტომ რომ შენგან რაღაცას ელის..
მთავარ პრობლემას ურთიერთობებში ქალების უსაზღვრო ფანტაზია ქმნის რომლებიც ყველა ქმედებაში რაღაც სხვას ეძებენ დამალულს და მათთვის სასიამოვნოს და არც კი ცდილობენ ის დაინახონ რაც არის.
ქალების უმრავლესობა გამუდმებით ისწრაფვის ქორწინებისა და დაკანონებული ურთიერთობებისკენ და ის კი ავიწყდებათ რომ სიყვარულს არ წირდება ,,მოწმობა” და მხოლოდ ამიტომ არასდროს არ უნდა გაართულო ურთიერთობა და არც კი სცადო ვინმეს რამე დააძალო, ეს ხომ ისეთი რამ არის რომელიც ორს უნდა უნდოდეს და არა რომელიმე ერთს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივალთ იმ შედეგამდე რასაც ღალატი,ტყუილი და დამსხვრეული ოცნებები ქვია…
ადამიანს ჭირდება ფრთები და სივრცე იმისთვის რომ იფრინოს , შეზღუდვებს ვერავინ ვერ იტანს და მათ შორის ვერც მე ამიტომ ვიცავ და ვეთანხმები ამ შემთხვევაში მამრებს და მინდა მდედრებს მოვუწოდო ნუ იქმნით ილუზიებს და ყოველი ღიმილის უკან ნუ ეძებთ რაღაც სხვას… თუ კაცს მოწონხარ ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ უკვე ქორწილის ადგილი და სტუმრების სია უნდა შეადგინო და თავი იმტვრიო იმაზე როგორი კაბა ჩაიცვა. სანამ კაცებს დაადანაშაულებთ ჯერ საკუთარ შეცდომებს შეხედეთ და დაფიქრდით :
ბედნიერი იქნებოდი თუკი შენგან ისეთ რამეს მოითხოვდა თქვენი მეორე ნახევარი რაც შენ არ გინდა?
ნუ გააქრობთ სიყვარულს მხოლოდ იმიტომ რომ ხალხის მოწონება დაიმსახუროთ..
წარმატებებს გისურვებთ და გიტოვებთ ნაწყვეტს ფილმიდან…


– ჩემს უმცროს დას ველაპარაკე ახლახანს, თხოვდება
– სერიოზულად? შესანიშნავია
– მართლა ასე ფიქრობ?
– კი, ცუდი ბიჭი არ ჩანს
– მოიცა, ანუ კარგია რომ ქორწინებიან და უცნაურად არ გეჩვენება ის რომ მე და შენ არა და არ ვქორწინდებით?
– არა, უცნაურად მომეჩვენებოდა მაიმუნს კატა რომ შეეჭამა, მე და შენ კი წყვილი ვართ რომელიც დაქორწინების გარეშეც ბედნიერია, ჩემი აზრით დაოჯახებული ადამიანის ნდობა არ შეიძლება
– ნილ, ძალიან უცნაური ხარ
– იცი რატომ? როცა ნამდვილად ბედნიერი ხარ არ გჭირდება ამისგან სანახაობის გაკეთება და ყველასთვის ჩვენება, ეს მხოლოდ მოვალეობაა და ამის გაკეთებით საკუთარ თავსაც ატყუებენ და სხვებსაც. აი მაგალითად შენ და შენი მეგობრები დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ, ენდობით , დროს კარგად ატარებთ მაგრამ აუცილებელი ხომ არ არის წახვიდეთ და 45 დოლარი გადაიხადოთ მეგობრობის დამადასტურებელ მოწმობაში?
– ჰო , მართალი ხარ
– მასინ რატომ უნდა იყოს ასეთი რამ ჩვენს ურთიერთობაში?მე მიყვარხარ და ბედნიერი ვარ და დავტკბეთ ერთად ყოფნით და ბედნიერებით
– ჰო მართალი ხარ
P.S ამ ფილმმა ერთი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და ბევრი ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანი გამახსენდა, იმედია დაფიქრდებიან ამ ყველაფერზე:)))

დაგავიწყდა? ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ

დე, რატომ ხდება ისე რომ ლამაზი ქალები სულ იტანჯებიან?
არ არსებობს ქვეყნად შეკითხვა, რომელზეც დედას პასუხი არ აქვს. მაშინ მით უფრო ვიყავი დარწმუნებული ამაში.
– იმიტომ რომ ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ.
მიპასუხა თავაუღებლად.
მთელი მეორე დღე სარკე ხელში არ ამიღია. ვფიქრობდი როგორები იყვნენ იდიოტი კაცები და ამის ფიქრში ლამის გადავიფიქრე ლამაზ ქალად ყოფნა.
საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის ქალები, რომელთაც იდიოტები უყვარდებოდათ იმ იდიოტ კაცებზე უფრო იდიოტები იყვნენ და ამით გულდამშვიდებულმა ისევ ჩავიხედე ჩემს საყვარელ ნივთში.

– დე, იცი? ჩემი პირველი სიყვარული თვლის, რომ ძალიან ლამაზი ვარ.
უცებ მთელი რიხით განვუცხადე დედას, რომელიც სავარძელში, წიგნით ხელში მოკალათებულიყო.
იმდენად გაოცებულმა გამომხედა, რომ მივხვდი, ჯერ კიდევ ვერ შეგუებოდა ჩემ ექსცენტრულ ხასიათს.
მერე დავუჯექი შორიახლოს და კარგა ხანი ვსაუბრობდი ამ ყველაფერზე.
– სიყვარული არასოდეს ინომრება დე, მაგრამ იცი? ზოგჯერ ისე გაწუხებს რაღაც, რომ ის, რაც არსებობს იმდენად უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რისიც გინდა რომ გჯეროდეს… რომ უნებურად იჯერებ. დე, ბიჭი, რომელიც ჩემთვის სამყაროს ეპიცენტრია, თვლის რომ ჩემს თვალებში უსასრულობა ჩანს და ჩემში თავისუფლება უყვარს. დე, ბიჭი, რომელიც ჩემი პირველი სიყვარულია არასოდეს იქნება უკანასკნელი, რადგან ის თვლის რომ მე ლამაზი ქალი ვარ!
აღშფოთებულმა დავასრულე ფრაზა. დედას არ შეუწყვეტინებია ჩემი ტირადა, მხოლოდ ნათლად ვხედავდი როგორ უმძიმდებოდა სუნთქვა დროგამოშვებით. დედა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჩემი სამყარო ჭამდა რეალობას.
– რადგანაც ლამაზი გონიხარ ამიტომ შორდები?
მკითხა საბოლოოდ დაბნეულმა და იმედით სავსე მზერა მომაპყრო. ასეთ დროს სულ მეგონა რომ მე ვიყავი დიდი და ის იყო ჩემი შვილი.
– დე, დაგავიწყდა? ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ.
ვთქვი ნაჩქარევად და სწრაფად წამოვდექი.
იმ ღამეს არცერთ ვარსკვლავს არ გადაუკვეთავს ცის სიბრტყე, მე კი დავრწმუნდი, რომ ლამაზი თვალები მქონდა..

რადგან სულ მცირე ერთი ბიჭი ეძებდა მათში ვარსკვლავებს.

დღეს პირველად ვიგრძენი რომ შეიძლება ერთდროულად იყო ძალიან ბედნიერი და თან უბედური..

ბედნიერი იმით რაც გაქვს და უბედური იმით რაც შეიძლება დაკარგო და აღარასდროს აღარ განმეორდეს…

შიში ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად მექცა…

ვერასდროს წარმოვიდგენდი ადამიანი დანახვას თუ შეიძლებოდა ამხელა ბედნიერება მოენიჭებინა… დავინახე თუარა რაღაც საოცარი ვიგრძენი… თუმცა ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო აი მაშინ როცა ჩვენს შორის მანძილი 2 კილომეტრამდე შემცირდა მთელი ღამე ვერ მოვისვენე თვალებდაჭყეტილი ვიწექი და რომ წარმოვიდგენდი რა ახლოს იყო გული მიჩქარდებოდა..როგორც იქნა გათენდა და ფანჯრიდან ნათელმა მზის სხივმა რომ შემოანათა ყველაზე ბედნიერი ვიყავი ,,ვნახაავ, ვნახავ, მზეა მზეეე ! ამინდსაც ვუყვარვააართ!” ზუსტად ასეთი იყო ჩემი რეაქცია..მთელი დღე დავფარფატებდი სანამ გაიღვიძა და შესახვედრად გავეშურე…რაც უფრო ახლოვდებოდა დანიშნულების ადგილი ჩემი გულისცემა ხშირდებოდა…მარშუტში მოვკარი თვალი ..მერე ჩამოვიდა ჩემსკენ მოდიოდა და იღიმებოდა… რაც უფრო ახლოს მოდიოდა უფრო მიჭირდა სუნთქვა..მერე მახსოვს ჩავეხუტე და ყველაფერი ძალიან სწრაფად დატრიალდა…ვგრძნობდი როგორ თბილოდა..მის სუნს ვგრძნობდი…მის კისერში ჩავძვერი … მერე კი უცებ ჩემებურად ავლაპარაკდი და ძლივს მაჩუმენდა…ბედნიერი ვიყავი მისი სიახლოვით..მისი ნაბიჯებით მისი არსებობით და არასდროს არ გამომდის ამ ბედნიერების დამალვა… მივდიოდი და ნაცვლად იმისა რომ წინ გამეხედა მარჯვნივ ვიხედებოდი ბედნიერი სახით და მას ვუყურებდი ის კი როგორც ყოველთვის დამცინოდა რომ სულელივით ვიქცევი და რომ ბავშვი ვარ …

 რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი და ძლიერი როცა საყვარელ ადამიანს, შენს ოცნებას შენს მზეს და საოცრებას უყურებ, მისი ხმა გესმის, მასთან ერთად დადიხარ ქუჩაში, მის ნაბიჯებს ითვლი უყურებ როგორ იღიმება, შეგიძლია უბრალოდ აკოცო, ჩაეხუტო, ძალიან მაგრად ჩაეხუტო მთელი ძალით და უბრალოდ ძალიან ძალიან ბედნიერი იყო იმ წამით და დაუოკებელი სურვილი გქონდეს დროის გაჩერების

რა უნდა იყოს იმაზე ძვირფასი როცა საყვარელი ადამიანის თვალებში სითბოს სიყვარულს და ბედნიერებას ხედავ?

მე ბედნიერი და სავსე ვარ ემოციებით და რამდენიმე საათია სულელივით ვტირი… მე ბედნიერი ვარ რომ მხვდა წილად ბედნიერება ასეთი სიყვარულისა

ბედნიერი ვარ რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით და უფალს ვთხოვ რომ სულ ბედნიერი იყოს ჩემთან ან ჩემს გარეშე როგორც ის უკეთ იქნება

მაგრამ ეგოისტობასაც მოვუხმობ და მინდა ჩემთან იყოს ბედნიერი და ყოველთვის ასეთ და ამაზე ძლიერ სიხარულს და ბედნიერებას ვანიჭებდეთ ერთმანეთს ერთმანეთის ხილვით როგორც დღეს

მე შენ მიყვარხარ

მიყვარს შენი დანახვა , შენი ხმა, შენი ნაბიჯები, შენი სურნელი, მე მიყვარს შენი ჩახუტება, მიყვარს ყველაფერი შენთან ერთად

მალე იმ დროს და ლოდინსაც შევიყვარებ შენს თავს რომ მომიყვანს

შევიყვარებ იმ გზას შენს თავს რომ მომიახლოვებს

შევიყვარებ ყველა განსაცდელს რომელიც უფრო დაგვაახლოვებს

შევიყვარებ ყველაფერს რისი შეყვარებაც შეიძლება

შეგიყვარებ ამაზე მეტად თუ არსებობს უფრო ძლიერი

ამაზე მეტად მეტკინება ყოველი განშორება და უფრო ძლიერად გამიხარდება ყოველი შეხვედრა

მე შენ მიყვარხარ თემოImage

 მე შენ მიყვარხააააააააააააააააააააააააააააარ ♥

12.12.12

ყველასათვის ცნობილია, რომ წყვილთა ქორწინებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქორწინო Ω რგოლებს. მაშინვე ჩნდება კითხვა: რატომ არ არის საქორწინო სიმბოლო რაიმე სხვა ძვირფასი ნივთი? მაგალითად სამაჯური, საყურე ან სხვა ნებისმიერი ობიექტი.

Imageამის ახსნა საკმაოდ მარტივია და მოიცავს იმ ფაქტს, რომ რგოლი-ბეჭედი წარმოდგენილია დახურული ლითონის ზოლის სახით, რომელიც სტაბილურობის, ერთგულების, ურყეობის, სიმტკიცის, მარადიულობისა და უსასრულობის სიმბოლოა. ასე რომ საქორწინო რგოლი ერთგულებისა და მარადიული სიყვარულის ნიშანია, რომელიც უზრუნველყოფს ჰარმონიულ ურთიერთობას და ხელს უწყობს რთულ მომენტში ერთმანეთის მხარდაჭერას.

არსებობს მოსაზრება რომ არათითს გულთან აქვს პირდაპირი კავშირი მას Ring Finger-საც უწოდებენ :))

რატომ იკეთებენ ნიშნობის ბეჭედს სწორედ არათითზე ???

დაალაგეთ თითები როგორც ფოტოზეა 🙂

Image

ცერა თითები-შენი მშობლები არიან ახლა შეეცადე მათ დაშორებას და ისინი იოლაად გაიხსნებიან იმიტომ რომ შენ არ უნდა იცხოვრო მუდამ შენს მშობლებთან.

ახლა ისევ შეართე ისინი.შემდეგ დააშორე ერთმანეთს შენი საჩვენებელი თითები და ისინიც გაიხსენებენ რადგან ეს თითები რადგან ეს თითები შენს ძმებს და დებს განასახიერებენ მათაც საკუთარი ცხოვრებნა ექნებათ მომავალში.

შუა თითები შენ ხარ.შემდეგ დააშორე ნეკა თითი ერთმანეთს ისინი იოლად გაიხსნებიან რადგან ისინი შენი შვილები არიან რომელთაც საბოლოო ჯამში საკუთარი ცხოვრება ექნებათ

ბოლოს შეეცცადე არათითების გაცალკევებას არ შეგიძლია არა? ასე იიმიტომ რომ არათითები შენ და შენი შეყვარებული ხარ მიუხედავათ ყველაფრისა თქვენ ერთად იქნებით ცხოვრების ბოლომდე.

 ბედნიერებას და დიდ სიყვარულს გისურვებთ ♥
სიყვარულით გეცხოვროთ ♥

Childhood . . .

Posted: ნოემბერი 16, 2012 in LeW♥rd, Uncategorized

ჩემი თავი 13-14 წლის ასაკიდან მახსოვს..მანამდე ყველაფერი ბუნდოვანი და რაღაცნაირია სხვანაირი…სწორედ ამ ასაკიდან მქონდა ამბიცია რომ მე დიდი ვარ და ყველაფერი ვიცი და მარტივი იყო ცხოვრება ამ ფიქრით და თავდაჯერებით :)) 

დრო გადიოდა და ჩემი თავდაჯერებულობა ჩემს სიამაყესთან და ასაკთან პირდაპირპროპორციულ კავშირში იზრდებოდა

20ის რომ ვხდებოდი ვფიქრობდი : უკვე დიდი ვარ,არ არსებობს ისეთი რამ რაც მე არ ვიცი …

გავხდი 20-ის და მე დღეს ვიცი რომ იმაზე პატარა ვარ ვიდრე აქამდე ოდესმე :)ვიდრე მაშინ 3 წლის რომ ვიყავი და გაბერილ დედიკოს იმ იმედით მივყვებოდი ექიმთან რომ და მეყოლებოდა :))) პირველად ექიმებმა სწორედ მაშინ გამიცრუეს იმედი როცა დაპირებული დის ნაცვლად ჩემს დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე ჩემი ძმა დაიბადა :))) 

,,რავქნა,და კი მინდოდა მაგრამ ესეც ჩემია”-თქო ჩავილაპარაკე თურმე გულდაწყვეტილმა მაგრამ წლების მანძილზე იმედის თვალით შევცქეროდი ცისარტყელას ვიღაც ბოროტად გამეხუმრა ცისარტყელაში თუ გაატარებ შენს ძმას გოგოდ გადაიქცევაო :))) ^_^

Image

გმირულად ვიდექი დედიკოს გვერდით მთელი ის პერიოდი რაც ჩემს ახლად შეძენილ ძამიკოსთან ერთად საავადმყოფოში იყო :)))

ერთად ვიდექით წლების მანძილზე:მის გვერდით ვიყავი პირველი ნაბიჯების გადადგმისას, მე მიმყავდა ბაღში,მასთან ვიყავი როცა პირველად სკოლაში წავიდა და საერთოდ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით ბოლო 3წლამდე…
მენანება ყველაფერი ის რაც უკან დარჩა და აღარ განმეორდება …მენატრება ბავშვობა და მინდა დაბრუნება იმ წლების რომელთა გასვლას მოუთმენლად ველოდი და მხოლოდ ახლა ვხვდები რას გულისხმობდნენ როცა მეუბნებოდნენ აუცილებლად მოგენატრება ეს დროო…
Image
და დღეს უკვე ვიცი რომ სინანული გონიერებაა რომელიც გვაინ მოდის და სამუდამო სატანჯველს გიმზადებს : )))
დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს აუცილებლად სხვაგან ვიქნებოდი ახლა …ჩემს ქალაქში ჩემს სახლში, ჩემს საყვარელ ადამიანებთან და არასდროს არ წამოვიდოდი მათაგნ..თუმცა ისიც მართალია რომ უნდა დაკარგო რომ დააფასო …რომ არ ვიყო ახლა იქ სადაც ვარ ალბათ სულ ვიფიქრებდი უკან რომ დამაბრუნა წავიდოდითქო…მოკლედ ასეტია ადამიანის ბუნება ის უნდა რაც არ აქვს და წარსულს ყოველთვის უკეთესად ხედავს ვიდრე აწმყოს და მითუმეტეს მომავალს :))
მენატრება ის დრო როცა ბავშვობაში თამაშისას წავიქცეოდი და ატირებულს დედიკო ცრემლებს მწმენდდა და მეუბნებოდა რომ უკვე დიდი ვარ და არ უნდა ვიტირო…
Image

 

დეეე…ახლა სად ხარ?…ახლა რატომ ვერ გრძნობ ჩემს ცრემლებს? იქნებ იმიტომ რომ გავიზარდე?არა მე
 ისევ ისეთი
 პატარა ვარ და ისევ მინდა შენმა თბილმა ხელე
ბმა შემიმშრალოს ცრემლები და მითხრას რომ ყველაფერი,სულ სუულ ყველაფერი კარგად იქნება…
მენატრება ის დრო…ბავშვობა და ჩემი სახლი….
მე მინდა…მე უნდა….

თითოეული მეგობარი ჩვენში სამყაროს წარმოადგენს, სამყარო ჩვენში ვერ დაიბადება სანამ ისინი არ მოვლენ ჩვენთან და სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ იქმნება ახალი ბუნება ჩვენში.Image

 

მეგობარი ის არის, რომელიც შენს გვერდით დგას მაშინ, როცა ის დიდი სიამოვნებით სხვაგან იქნებოდა.

 

***

ნამდვილი მეგობარი ის ადამიანია რომელსაც შენი წამს, როცა შენც კი დაკარგული გაქ საკუთარი თავის რწმენა.

***

არ იარო ჩემს წინ – მე შეიძლება არ გამოგყვე, არ იარო ჩემს უკან – მე შეიძლება არ წაგიძღვე, იარე ჩემს გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი.

***

მეგობრობა არ არის აუცილებელი, როგორც ფილოსოფია, ხელოვნება… იგი ვერ გადაგვარჩენს სიკვდილისაგან, მაგრამ მეგობრობა არის მიზეზი რის გამოც გვინდა გადავურჩეთ სიკვდილს.

***

 

დავიღალე სტუმრად ყოფნით საკუთარ სხეულში
დავიღალე შეწვეტილი მელოდიასავით დასრულებული ურთიერთობებითImage
დავიღალე კიდევ ერთი ყ…ს შემდეგ ოპტიმისტად დარჩენით

დავიღალე ყველა გათენებული დღით

დავიღალე უაზრო პრინციპებით

დავიღალე უჯიშო ადამიანებით
დავიღალე არაადეკვატური მოპყრობით
დავიღალე ლოგიკის ძებნით
დავიღალე მესიჯის ლოდინით
დავიღალე ერთი და იგივეთი
დავიღალე შეცდომებზე სწავლით
დავიღალე “ცხოვრების გაკვეთილებით”
დავიღალე სასოწარკვეთილების გრძნობით
დავიღალე თვითრწმენის შენარჩუნების მცდელობებით
დავიღალე ძალით გაღიმებით
Image
დავიღალე “კიდევ ერთხელ” მომენტებით
დავიღალე “what if” აზრებით
დავიღალე ყოველ დღე გაღვიძებით
დავიღალე დაძინებმადე მოსული ფიქრებით
დავიღალე წონასწორობის დაცვით
დავიღალე ადამიანებით
დავიღალე რეჩებით
დავიღალე ტირილით
დავიღალე სიცილით
დავიღალე!!!!!
Image

ახლა არეულობას ვგრძნობ, სრულ ქაოსს. უამრავი ხმა მესმის, მაგრამ არცერთი გარკვევით.
დასვენება მინდა…
უკაცრიელ კუნძულზე წასვლაზე და იქ ერთი-ორი თვის გატარებაზე ოცნება არ ღირს, კი მიფიქრია, მაგრამ არ მინდა. იქ თავს თავისუფლად ვერ იგრძნობ. ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი შედარებითია-თუ კუნძული უკაცრიელია და იმას აკეთებ რაც გინდა, ეს შენ თავისუფალ ადამიანად გაქცევს? არა ეგ თავისუფლება არაა, ეგ უბრალოდ ის არის რისი გაკეთებაც საზოგადოებაში არ შეგეძლო და ახლა აკეთებ რადგან კუნძული უკაცრიელია. არა კუნძული არ მინდა. ნავი მინდა.. არა, გემი მინდა. დიდი გემი. გრანდიოზული. ეკიპაჟი მინდა. ზღვა მინდა, ლურჯი და შავი ტალღებით. ქარიშხალი მინდა, ისეთი, უზარმაზარ ზვირთებს, რომ წამომართავს ყველაფრის ჩასანთქმელად. გემბანზე, წვიმაში, იმ ქარიშხლის ზუზუნში გააფთრებული სირბილი და მერე… გადარჩენა მინდა. გემის მართვა მინდა, უკიდეგანო სივრცეში, თავისუფლად, ქარის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ, ნაპირთან შეუჩერებლად, ზღვაში, ოკეანეში და ისევ ზღვაში, ისევ ოკეანეში და ასე მანამ სანამ სამყარო სულ მთალად არ დაპატარავდება, შევიწროვდება. თუმცა იგივე დარჩება ყველაფერი, მაგრამ მაინც სივიწროვე იქნება.

Image

 ვიქნებოდი იქ არა ერთი-ორი კვირით არამედ მთელი ცხოვრებით. ხომ სჯობს იმ დაწყევლილ კუნძულს, სადაც თავისუფლება და ტყვეობა სინონიმებია. კი სჯობს. შენც წაგიყვანდი,მაგრამ ჯერ გკითხვადი:
– რამდენად შორს შეგიძლია წასვლა ჩემს ეკიპაჟთან ერთად?

და გამჭოლ მზერას გესროდი.

შენ მიპასუხებდი:
– ჰორიზონტის დასასრულამდე.

Image

ნაცრისფერმშვიდობისა…

დღითიდღე იკარგება ფერები და ადამიანური ურთიერთობები..

Image

ისიც რაც იყო და რაც არ იყო ის თავისთავად დაკარგულია… მინდა რაღაც ვთქვა და ჩემი თავი დავამშვიდო მაგრამ სიტყვებიც გამიქრა.ასე მაშინ მემართება როცა ძალიან კარგად ვარ ან ძალიან ცუდად.

ძალიან კარგად აშკარად არ ვარ…

ცოტა ხნის წინ ერთი იგავი წავიკითხე და ახლაც მასზე ვფიქრობ და კარგი იქნებოდა ადამიანები ამაზე თუ დაფიქრდებოდნენ… სწორი გზით გვევლოს…

Image

ერთი კაცი ტყეში წავიდა ფიცრებისთვის ხის შესარჩევად. დაინახა გვერდიგვერდ მდგარი ორი ხე. ერთი მათგანი გლუვი და გამართული იყო, მაგრამ შიგნიდან დამპალი. მეორე გარეგნულად ხორკლიანი და შეუხედავი იყო, გული კი ჯანსაღი ჰქონდა. ამოიოხრა კაცმა და თავს უთხრა: “რად მინდა ეს გლუვი და მაღალი ხე, როცა დამპალია და ფიცრებისთვის არ გამოდგება? ის მეორე, მართალია ხორკლიანი და შეუხედავია, მაგრამ შიგნით ჯანსაღია; და თუკი მასზე ცოტა მეტს წავიმუშავებ, ჩემი სახლის ფიცრებისთვის ძალიან გამოსადეგი იქნება”. ბევრი აღარც უფიქრია და მეორე ხე აარჩია.
ასევე ღმერთი, თავისი სახლისთვის ორი კაციდან ირჩევს არა იმას, ვინც გარეგნულად მართალი ჩანს, არამედ იმას, ვისაც გული ღვთის სიმართლით აქვს აღვსებული.

Image

P.S

მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების 🙂

სიყვარული,მეგობრობა,ნაცნობობა,დაფარული ურთიერთობები და სხვა მრავალი რაც ადამიანურ ურთიერთობებს ეხება დღეს ყვეელაზე დიდ ინტერესს იწვევს და დიდი თუ პატარა ამ თემებზე მსჯელობს.ქუჩაში,მეტროში და ნებისმიერ საზოგადოებრივ ადგილას მოისმენ 8-დან 50 წლამდე ადამიანების საუბარს ამ თემებზე :))

ზოგს გული ატკინეს,ზოგი სასიყვარულო სამკუთხედში ან მრავალკუთხედშია გახვეული და უკან დასაბრუნებელი გზა ვეღარ უპოვნია,Image

Image

ზოგი შეყვარებულს დაშორდა და ხანგრძლივი დეპრესიით თვითონაც იტანჯება და გარშემომყოფებსაც ტანჯავს :))) ზოგმა არ იცის რა აკეთოს და გადაწყვიტა უბედური იყოს და მიმტკიცებს რომ ღიმილი კიარ ეზარება უბრალოდ ასეთი სახე აქვს :)))

ზოოგი უმიზეზოდ ირთულებს ცხოვრებას მომავლის შიშით 🙂

და მიჩნდება კითხვა რა უნდათ ადამიანებს ერთმანეთისგან?

Image

ნამდვილად გვიყვარს ერთმანეთი თუ უბრალოდ მარტოობის გვეშინია?

თუ ადამიანი გიყვარს ან უყვარხარ შეიძლება ეს სიყვარული დღეგამოშვებით იგრძნოს?ან მეგობრობა ყველას სხვადასხვანაირად რომ ესმის როგორ უნდა იმეგობროს ორმა მეგობრობის სხვადასხვაგვარადაღქმისუნარიანმა ადამიანმა? :)))

ბევრი კითხვების დასმა პატარა ბავშვებმა იციანო და მეც გაზრდის ნაცვლად ვპატარავდები და კითხვების რაოდენობა იზრდება და მოსვენებას აღარ მაძლევს :))

როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერები და რა გვინდა ერთმანეთისგან?

სიყვარული,ერთგულება,ყურადღება,მეგობრობა თუ საერთოდ არაფერი არ გვინდა და რაც უფრო შორს ვიქნებით ერთმანეთისგან ცხოვრებაც უფრო მარტივი და კარგი იქნება???

მარტივია ისაუბრო სხვებზე როცა შენ თვითონ ვერ გაგიგია რა გინდა ცხოვრებისგან :)) დავიბენი,ავირიე და ყველა ფერი ნაცრისფერმა შეცვალა და მრავლობითი კითხვისნიშნომანია მჭირს (ახალი დაავადება By Lela ჯერ გამოუკვლევი დაავადებაა და მკურნალობის მეთოდი უცნობია )

Image

არის რამდენიმე ვარიანტი როგორ შეიძლება ვიცხოვროთ და როგორი შეიძლება ვიყოთ :))) მე მაქვს ამბიცია რომ ვარ ჭკვიანი და ვირჩევ პირველ ვარიანტს :))

არჩევანი თქვენზეა :)))

Image

წარმატებებს გისურვებთ :))) ^_^

ყველაზე დიდი რამ ,რაც გაგვაჩნია ეს ხომ “ერთმანეთია”…მაგრამ ჩვენ რატომღაც ამას იქამდე ვერ ვხვდებით სანამ არ ვკარგავთ…არ მინდა დაგკარგო…არა იმიტომ,რომ საზოგადოებისგან განვსხვავდებოდე,არამედ იმიტომ,რომ მჭირდები…ამას შენი თვალები მეუბნება…შეიძლება ვტყუვდები,მაგრამ ამ ტყუილის მჯერა,…მჯერა და მიხარია…გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თორემ არ გვიფრთხილდება არცერთს ცხოვრება… Imageხშირად იმას ვწირავთ და მას ვტოვებთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა… გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ ცხოვრება მიდის, თორემ ერთხელაც ის ერთი წავა, რომელიც ქვეყნად ყველას გერჩივნა… გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს, სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა… ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, რადგან არ გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება… სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა…

ის მე ვიყავი,რომ ვიძახდი ცხოვრებას მიმზიდველს ის თავსატეხები ჰქმნის რაც გზად გვხვდება-მეთქი,მაგრამ ვინ არ შემცდარა.. აი ისევ,ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს.. ორივეს ვფიქრობ,ორივე მგონია.. ვიცი ერთ-ერთი სწორია,მაგრამ შიში შეცდომის დაშვების არ მაძლევს საშუალებას დავაფიქსირო ერთი აზრი… ამისთვის მხოლოდ რისკი არ არის საჭირო,ამისთვის გამბედაობა და ძალაა საჭირო.. ძალა რომ პიროვნებად ჩამოყალიბდე და აირჩიო..

ხშირად ვფიქრობ,რომ გადამივლის და ესეც გაივლის.. მაგრამ მეორე წუთში უკვე იმაზე ვიწყებ წუხილს,რომ ამ წამებში მაინც ცუდ ხასიათზე ვარ და უაზროდ ვკარგავ და ვფანტავ მათ,ისევე როგორც ჩემს სურვილებს.. სურვილებს,რომლებსაც ყოველ შემხვედრ ბაბუაწვერას ვუთქვამ და ფილტვებიდან ჰაერს ღრმად ვუშვებ,რომ რაც შეიძლება შორს გავუშვა მისი ბუსუსები.. არ ვიცი ეს ჟესტი რას გამოხატავს,მაგრამ ამას თავისთავად ვაკეთებ..

ImageP.S შეიყვარე სიყვარული რათა იგრძნო რო მოხვედი ამ ქვეყნად.
მოიპოვე უფლება უთხრა ხმამაღლა რომ გიყვარს.
აქციე ყოველი წუთი სიყვარულის საუკუნედ, დაე ესმოდეს შენი გულისცემა ყველას და ფორიაქით ქარგავდეს ყოველი სუნთქვა სულის სიშიშვლეს. ნუ დათმობ წამს დაუტვირთავად სიყვარულისა, თორემ დაგახრჩობს სინანული. დღეს ხომ სავსეა პლანეტა მონატრებისფრად შემოსილი ჟანგბადით, დღეს ხომ ის წუთია რომელსაც ვერასოდეს დაიბრუნებ და ყოველი შენი მაგრალიტად ქცეული ცრემლი ამაოდ გააჯერებს დედამიწას. ამიტომ მიეცი თავს უფლება დაიბადო თავიდან.
აავსო ყოველი უჯრედი სიყვარულით და წამოდგე ფეხზე. მისცე თავს უფლება იფრინოს გადარეულმა შენმა ფიქრებმა ქარტეხილში, ისწავლოს ბრძოლა სურვილის ამოძახილმა ხმამაღლა, ხალხნო, ადამიანებო, იპოვეთ ერთმანეთში პიროვნება. გაუფრთხილდით ერთმანეთს როგორც ახალშობილს, აჩუქეთ სითბო ერთმანეთს :(((

P.S.S  სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.
ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,
ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.
მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს,
მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.

P.S.S.S   ♥

მთვარეს მზე ანათებს?

Image

სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი?
ჩვენი სამყარო ერთადერთია თუ სხვა სამყარო და გალაქტიკაც არსებობს სადაც ჩვენნაირი ან უფრო განვითარებული არსებები ცხოვრობენ?
სიცოცხლის შემდეგ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი თუ სადაც ჩვენ ვართ ესაა უკვე ჯოჯოხეთი?
წლების წინ დაიწყო კითხვებმა გაჩენა და დღეს უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება ასაკის მატებასთან ერთად არადა მეგონა პირიქით იქნებოდა…

ყოველთვის მშურდა იმ ადამიანების ვინც ყველაფერი იცოდა ან თითქმის ყველაფერი :)) მინდოდა მეც მათ დავმსგავსებოდი და ვცდილობდი..არვიცი გამომდიოდა თუარა..ერთი პერიოდი კარგადაც მოვირგე ნიღაბი და რომ არა ჩემი ცხოვრების მასწავლებელი ამ ნიღაბს შევისისხლხორცებდი და მეც ვეღარ მივხვდებოდი მალე რომელია ჩემი ნამდვილი სახე და რომელი ნიღბიანი
Image
საბედნიეროდ ცხოვრება მხოლოდ ცუდ სიურპრიზებს არ გვთავაზობს და ზოგჯერ კარგი რაღაცებითაც გვანებივრებს- ამ შემთხვევაში მე ცხოვრება უნდა მესწავლა ცხოვრებით და ამისთვის ცხოვრებამ ცხოვრების მასწავლებელი გამომიგზავნა  :)))
ანატომიაზე და ბიოქიმიაზე რთული აღმოჩნდა ცხოვრების გაკვეთილების ათვისება და გამოცდების ჩაბარება ^^… მაგრამ მე მან მასწავლა რომ ჩემი შესაძლებლობები უსაზღვროა და უნდა დავინახო ის,მასწავლა რომ ყოველთვის ის უნდა ვიყო ვინც ვარ და არ ვითამაშო სხვისი როლი..რომ უნდა გავიღიმო როცა მეღიმება აი ისე უბრალოდ ბავშვურად და ვიყო ისეთი ბავშვი როგორიც ვარ და მოვეშვა დიდობანას თამაშს,რადგან ამის დროც მოვა როცა დიდი ვიქნები…ახლა კი ჩემი დროა-უნდა ვიყო ის ვინც ვარ
მან მასწავლა სიყვარული,ღიმილი…
ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები მუდმივად ჩნდებიან ზოგი რჩება ზოგი კი ქრება მაგრამ ყველა მათგანი რაღაც გამოცდილებას გვიტოვებს და გვასწავლის ახალს-აქამდე ამას ვუმეორებდი ჩემს თავს მაგრამ ამ შემთხვევაში როცა საქმე მას ეხება ჩემი ყველა თეორია იმსხვრევა და ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი ის არის რომ მინდა ჩემს ცხოვრებას ბოლომდე გაყვეს მისი არსებობა და როცა უკან მოვიხედავ ჩემს გვერდით მისი ნაკვალევი ჩანდეს…
Image
არსებობს ისეთი რაღაცები რასაც ვერ ახსნი უბრალოდ უნდა მიიღო და გწამდეს და სწორედ ეს არის სიყვარული
იქნებ არსებობს კიდეც სხვა გალაქტიკა და ჩვენზე განვითარებული არსებები.იქნებ ესაა ჩვენ რომ ასე გვაშინებს ის ჯოჯოხეთი და მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა სასიამოვნოა იმის წარმოდგენა რომ ამდენ გაურკვევლობაში და ამდენ ამოუხსნელში ერთი ნახევარი პოულობს მეორეს და ხდება მთლიანი…
P.S მზე ნამდვილად ანათებს მთვარეს… ♥

დეეე ♥

Posted: ნოემბერი 10, 2012 in LeW♥rd
ტეგები:, ,

დედა,დედიკო,დე,დეეეეეე  ♥Image

სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის,ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა.განა მარტო ადამიანი?

არა! დედა ანგელოზია.. ანგელოზი რომელსაც უხარია შვილის კარგი და ტკივა ცუდი, ანგელოზი რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს ,ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ,ვუხარივართ და ცდილობს არაფერი მოგვაკლოს, ჩვენგან მხოლოდ ერთს ითხოვს,ვიყოთ კარგები.მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა, ფაქტი ერთია ,რომ დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია.დედა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება,სანამ ის გვყავს მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია,ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი,მრჩეველი,სიხარულის გამზიარებელი

ჰოოდა დღეს ჩემს დედიკოს დაბადებისდღე აქვს – 39 წლის გახდა ♥

გილოცავ დე…

მაპატიე რომ არ ვარ ისეთი როგორიც შენ გინდა (მაგრამ შენ ჩემგან სულ სუულ ძალიან ბევრს ითხოვ და არასდროს არ ხარ კმაყოფილი :))

მაპატიე რომ შენგან 230 კილომეტრის დაშორებით ვხვდები შენს დაბადებისდღეს უკვე მესამე წელია

დე,ვერასდროს გამოვხატავ იმას რასაც ვგრძნობ მაგრამ მინდა გითხრა რომ იმაზე მეტად მიყვარხარს ვიდრე გგონია და ჩანს…

გილოცავ დე და უფალი შენთან იყოს… ♥

ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.

ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.

მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.

სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით

ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.

ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.

დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.

არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.

შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს

და მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.

შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და

არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.

უპატიებელს მპატიობ მუდამ.

თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.

შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.

მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.

რატომ ?რატომ? რატოოოოომ?

მუდმივად მაწუხებდა ეს კითხვა და ახლა განსაკუთრებით :

რატომ არსებობენ ასეთი უმადური და ბრმა ადამიანები?

მარტო ეს კითხვა მიტრიალებს თავში და ჩემს აწ უკვე წარსულს ჩაბარებულ ხმას ვიხსენებ რომლის აღდგენასაც რამდენიმე დღე მაინც დაჭირდება

მოკლედ, ვერ ვიტან ადამიანებს რომლებიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე არიან უბედურები და ეზარებათ გაღიმება…

რატომ არ შეიძლება ადამიანმა დაინახოს დადებითი იმაში რაც აქვს და არ ეძიოს მიზეზები უბედურებისთვის?

რა უფლება გვაქვს ვიწუწუნოთ სითბოს და სიყვარულის ნაკლებობაზე როცა არსებობენ ბავშვები რომლებიც იზრდებიან მშობლების გარეშე და ყველა მდედრს რომელიც მათი საცხოვრებლის ზღურბლს გადააბიჯებს იმედით შესცქერიან რომ შეიძლება ეს იყოს მათი დედა…

ადამიანებს არ აქვთ სახლი,საჭმელი,ტანისამოსი და მაინც იღიმებიან

რა უფლება გვაქვს ვილაპარაკოთ დანაკარგზე როცა დედები კარგავენ შვილებს და მუდმივი ტკივილით აგრძელებენ ცხოვრებას?

ადამიანებო! მუდმივად მოწუწუნე და მოტირალო ადამიანებო ! იქნებ დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე და სცადოთ დანახვა იმის რაც გაქვთ და დააფასოთ თორემ შეიძლება ერთ დღეს აღარ გქონდეს ეს ყველაფერი და მაშინ?

იყო ბედნიერი არ ნიშნავს იმას, რომ შენს გარშემო ყველაფერი სრულყოფილია. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვიტე თვალი აარიდო ყველაფერ იმას, რაც არასრულყოფილად გეჩვენება…ნუ ეძებ ბედნიერებას, ის შენშია!

P.S ისწავლეთ რა ღიმილი :(((

P.S.S თუ ადამიანური ახსნა ვერ გარწმუნებთ ღიმილის საჭიროებაში ზედმეტად მომთხოვნი ადამიანებისთვის არსებობს მედიცინის რეკომენდაცია ღიმილის საჭიროებასთან დაკავშირებით :))

სიცილი, არა მარტო, ჩვენს ხასიათსა და გუნება-განწყობაზე ზრუნავს, არამედ – ჩვენს ჯანმრთელობაზეც. უსაფუძვლოდ ნამდვილად არ ამბობენ, სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებსო. ის ავარჯიშებს გულ-მკერდის კუნთს, ხელს უწყობს გულის მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს გულის დაავადებების, ინსულტის, მაღალ-წნევიანობის, ათეროსკლეროზის რისკს; სიცილი სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც, ასუსტებს ალერგიას, ხსნის სპაზმებს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.

საყოველთაოდ ცნობილია სიცილის ერთ-ერთი უცნაური სამკურნალო ეფექტის შესახებ – ის მკუნალობს დიაბეტს.

თავდაპირველად, ეს მხოლოდ მეცნიერთა ვარაუდი იყო, ხოლო მოგვიანებით, ამერიკელი მეცნიერებისა და ექიმების მიერ ჩატარებული ცდების წყალობით დადგინდა, რომ სიცილი საგრძნობლად ასუსტებს დიაბეტის დაავადებას და ხშირად უფრო უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე მედიკამენტებს – ამ ცდის დროს, საცდელ პაციენტებს ნახევარ-საათიანი სიცილი გამოუწერეს (აყურებინებდნენ სასაცილო ფილმებს), რომელმაც ერთი წლის განმავლობაში თითქმის 8-ჯერ უკეთესი შედეგი გამოიღო.

სიცილი ეფექტური საშუალებაა მიკრობებთან და ვირუსებთან საბრძოლველადაც, ის ორგანიზმში ააქტიურებს იმ ნითიერებებს, რომლებიც მათ წარმოქმნას უშლიან ხელს, ამცირებს ანთების რისკსა და ქოლესტერინის წარმოქმნას, ასევე ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოშობას.

სიცილის ჯადოსნური ძალა მოქმედებს თავის ტვინზეც. მეცნიერები ამბობენ, რომ ის აუმჯობესებს აზროვნებას, მეხსიერებას, ეს კი იმის გამო, რომ სიცილის დროს თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო აქტიურად იწყებს მუშაობას.
სისტემას.

ამ სიკეთეებთან ერთად, სიცილი დაგეხმარებათ კიდევ ერთი პრობლემის მოგვარებაში, ის ხელს უწყობს წონის შემცირებას, გახდომას,რადგან ნამდვილ აერობიკას არაფრით ჩამოუვარდება. სიცილი ამუშავებს მუცლის კუნთებს და წვავს კალორიებს. 10 წუთიანი სიცილი, დაახლოებით, 50-60 კ/კალორიას მოგაშორებთ.

წარმატებებს გისურვებთ :))) ^_^Image