Posts Tagged ‘აჩუქეთ ერთმანეთს სიყვარული’

ყველაზე დიდი რამ ,რაც გაგვაჩნია ეს ხომ “ერთმანეთია”…მაგრამ ჩვენ რატომღაც ამას იქამდე ვერ ვხვდებით სანამ არ ვკარგავთ…არ მინდა დაგკარგო…არა იმიტომ,რომ საზოგადოებისგან განვსხვავდებოდე,არამედ იმიტომ,რომ მჭირდები…ამას შენი თვალები მეუბნება…შეიძლება ვტყუვდები,მაგრამ ამ ტყუილის მჯერა,…მჯერა და მიხარია…გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თორემ არ გვიფრთხილდება არცერთს ცხოვრება… Imageხშირად იმას ვწირავთ და მას ვტოვებთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა… გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ ცხოვრება მიდის, თორემ ერთხელაც ის ერთი წავა, რომელიც ქვეყნად ყველას გერჩივნა… გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს, სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა… ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, რადგან არ გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება… სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა…

ის მე ვიყავი,რომ ვიძახდი ცხოვრებას მიმზიდველს ის თავსატეხები ჰქმნის რაც გზად გვხვდება-მეთქი,მაგრამ ვინ არ შემცდარა.. აი ისევ,ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს.. ორივეს ვფიქრობ,ორივე მგონია.. ვიცი ერთ-ერთი სწორია,მაგრამ შიში შეცდომის დაშვების არ მაძლევს საშუალებას დავაფიქსირო ერთი აზრი… ამისთვის მხოლოდ რისკი არ არის საჭირო,ამისთვის გამბედაობა და ძალაა საჭირო.. ძალა რომ პიროვნებად ჩამოყალიბდე და აირჩიო..

ხშირად ვფიქრობ,რომ გადამივლის და ესეც გაივლის.. მაგრამ მეორე წუთში უკვე იმაზე ვიწყებ წუხილს,რომ ამ წამებში მაინც ცუდ ხასიათზე ვარ და უაზროდ ვკარგავ და ვფანტავ მათ,ისევე როგორც ჩემს სურვილებს.. სურვილებს,რომლებსაც ყოველ შემხვედრ ბაბუაწვერას ვუთქვამ და ფილტვებიდან ჰაერს ღრმად ვუშვებ,რომ რაც შეიძლება შორს გავუშვა მისი ბუსუსები.. არ ვიცი ეს ჟესტი რას გამოხატავს,მაგრამ ამას თავისთავად ვაკეთებ..

ImageP.S შეიყვარე სიყვარული რათა იგრძნო რო მოხვედი ამ ქვეყნად.
მოიპოვე უფლება უთხრა ხმამაღლა რომ გიყვარს.
აქციე ყოველი წუთი სიყვარულის საუკუნედ, დაე ესმოდეს შენი გულისცემა ყველას და ფორიაქით ქარგავდეს ყოველი სუნთქვა სულის სიშიშვლეს. ნუ დათმობ წამს დაუტვირთავად სიყვარულისა, თორემ დაგახრჩობს სინანული. დღეს ხომ სავსეა პლანეტა მონატრებისფრად შემოსილი ჟანგბადით, დღეს ხომ ის წუთია რომელსაც ვერასოდეს დაიბრუნებ და ყოველი შენი მაგრალიტად ქცეული ცრემლი ამაოდ გააჯერებს დედამიწას. ამიტომ მიეცი თავს უფლება დაიბადო თავიდან.
აავსო ყოველი უჯრედი სიყვარულით და წამოდგე ფეხზე. მისცე თავს უფლება იფრინოს გადარეულმა შენმა ფიქრებმა ქარტეხილში, ისწავლოს ბრძოლა სურვილის ამოძახილმა ხმამაღლა, ხალხნო, ადამიანებო, იპოვეთ ერთმანეთში პიროვნება. გაუფრთხილდით ერთმანეთს როგორც ახალშობილს, აჩუქეთ სითბო ერთმანეთს :(((

P.S.S  სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.
ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,
ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.
მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს,
მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.

P.S.S.S   ♥