Posts Tagged ‘გარდა შენს’

უცნაურია ცხოვრება… და ამაში ყოველი ახალი დღე უფროდაუფრო მარწმუნებს… ყველაფერი ამერია… პირველად ხდება რომ ყველაფერზე ვფიქრობ შენს გარდა… ყველაფერიImage გერევა როცა აღმოაჩენ რომ რაც ადრე შენთვის მნიშვნელოვანი და ყველაფერზე მაღლა მდგომი იყო უცებ ისე უფერულდება , რომ გგონია ეს შენს ცხოვრებაში და შენს თავს არც მომხდარა… რაც ადრე მთელს შენს თავისუფალსა და არათავისუფალ დროს იკავებდა და მუდმივ ფიქრად და დარდად გქონდა გადაქცეული უცებ ისე ფერმკრთალდება რომ ვეღარც ამჩნევ… ამ დროს დაბნეული ხდები და იგრუზები აი ისე უაზროდ, უმიზეზოდ.. ბრაზობ შენს თავზე და ვეღარ გაგიგია რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და რა იყო ნამდვილი… აქამდე თუ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდი ახლა ცინიზმის ხარისხი იზრდება არამარტო საკუთარი მეს მიმართ და აუტანელი სურვილი გიჩნდება დასცინო და სხვებიც გააცინო. უცებ ყველაფერი სასაცილო და უმნიშვნელო გეჩვენება..ან კი სხვაგავარად როგორ უნდა იყოს როცა ვერაფერი ვეღარ გაგიგია… თუ აქამდე თავი დიდი გეგონა, ჭკვიანი და ფიქრობდი რომ ცხოვრება ასეთუისე მაინც გესმოდა და შენს სურვილებშიც გარკვეული იყავი ახლა ხვდები რომ არაფერი არ გესმის, არაფერი არ იცი, შენი სიჭკვიანეც შენივე შეთხზული მითი იყო და ცხოვრებამ ნამდვილად გასწავლა ცხოვრება ( ან იქნებ ჯერ კიდევ ნაბიჯებს დგამ და ისევ არაფერი გესმის). როცა ფიქრობდი რომ არაფერი აღარ იქნებოდა შენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სწორედ მაშინ დაიწყო შენში რაღაც და ეს რაღაც ისე გაშინებს მზად ხარ გაექცე ყველაფერს , ყველას … რაც შეიძლება შორს გაიქცე და დაიჯერო ის რისი დაჯერებაც გინდა , უარი თქვა შენს რეალობაზე, ფიქრებზე, სურვილებზე… იმედგაცრუება ხომ შენი მუდმივი თანამგზავრი იყო და რატომ უნდა გახდეს ცხოვრება მაინცდამაინც ახლა შენდამი კეთილი? ამის ვერცერთ მიზეზს როცა ვერ ხედავ უბრალოდ თავი უნდა დაიცვა ყველა საშუალებით – იქნება ეს ცინიზმი, ცრემლები, შენთვის ასე საძულველი ტყუილი , შორს , ყველაფრისგან შორს გაქცევა თუ რაიმე ახლის გამოგონება, რაც თავიდან აგარიდებს ამ ყველაფერს
იცი რა არაადამიანური გრძნობაა როცა მოულოდნელად , მხოლოდ რამდენიმე წუთი აღმოჩნდება საჭირო იმისთვის რომ მიხვდე შენი წარსული ფიქრები და სურვილები არაფერს აღარ ნიშნავს და იგრუზები უაზროდ შენს თავზე..გინდა სხვა დაადანაშაულო მაგრამ შენ არ ხარ ის ვინც მიზეზს სხვაში ეძებს – შენ ყოველთვის ყველაფერს შენს თავზე იღებ და ყოველთვის გირჩევნია შენს თავს მოსთხოვო პასუხი ვიდრე სხვების მიზეზები ეძიო…
ის რაც აქამდე ღამეებს გათენებინებდა ფიქრში, ცრემლებში.. ის რაც გაიძულებდა სიცოცხლის სურვილი დაგკარგვოდა და შენს ცხოვრებას და თავს შორს გაქცეოდი, უცებ თვითონვე ხდება უფერული… ნაცრისფერიც აღარ შემორჩა და ახლა პირველად ცხოვრებაში შენ გეშინია შენი თავის.. გეშინია იმის რაც შენში ხდება და მზად ხარ შენი თავიდან შორს გაიქცე…
მე მესმის შენი ჩემო მეორე მე.. მე მუდამ მესმოდა შენი მაგრამ ვცდილობდი არ მომესმინა.. მე ახლა მეშინია შენი და რომ შემეძლოს ჩემგან რაც შეიძლება შორს , ძალიან, ძალიან შორს მიგიჩენდი ბინას და უფლებას არ მოგცემდი ჩემზე გებატონა… 
მე პირველად ვგრძნობ რომ ძლიერი ვარ და თან მშიშარა.. მე მეშინია და ეს შიშიც მაშინებს…