Posts Tagged ‘დედა’

დეეე ♥

Posted: ნოემბერი 10, 2012 in LeW♥rd
ტეგები:, ,

დედა,დედიკო,დე,დეეეეეე  ♥Image

სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის,ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა.განა მარტო ადამიანი?

არა! დედა ანგელოზია.. ანგელოზი რომელსაც უხარია შვილის კარგი და ტკივა ცუდი, ანგელოზი რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს ,ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ,ვუხარივართ და ცდილობს არაფერი მოგვაკლოს, ჩვენგან მხოლოდ ერთს ითხოვს,ვიყოთ კარგები.მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა, ფაქტი ერთია ,რომ დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია.დედა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება,სანამ ის გვყავს მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია,ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი,მრჩეველი,სიხარულის გამზიარებელი

ჰოოდა დღეს ჩემს დედიკოს დაბადებისდღე აქვს – 39 წლის გახდა ♥

გილოცავ დე…

მაპატიე რომ არ ვარ ისეთი როგორიც შენ გინდა (მაგრამ შენ ჩემგან სულ სუულ ძალიან ბევრს ითხოვ და არასდროს არ ხარ კმაყოფილი :))

მაპატიე რომ შენგან 230 კილომეტრის დაშორებით ვხვდები შენს დაბადებისდღეს უკვე მესამე წელია

დე,ვერასდროს გამოვხატავ იმას რასაც ვგრძნობ მაგრამ მინდა გითხრა რომ იმაზე მეტად მიყვარხარს ვიდრე გგონია და ჩანს…

გილოცავ დე და უფალი შენთან იყოს… ♥

ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.

ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.

მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.

სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით

ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.

ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.

დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.

არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.

შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს

და მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.

შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და

არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.

უპატიებელს მპატიობ მუდამ.

თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.

შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.

მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.

მიყვარხარ დე ♥

Posted: ნოემბერი 9, 2012 in ფრაზები, LeW♥rd
ტეგები:,

დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთისა. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!… ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო… აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია? . .

 

 

ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი – მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა. 
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა – დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, –
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია