Posts Tagged ‘ემოცია’

მე ვარ ის ვინც ვარ, ვინც ვიყავი, ვინც ვიქნები, ის ვინც არ უნდათ რომ ვიყო, ვისაც ხედავენ და ვერ გრძნობენ, ვისაც უსმენედ ვერ უგებენ, ამიტომაც კარგავენ… ის ვინც უყვართ, ვინც სძულთ, ვისგანაც ვერ გაურკვევიათ რა უნდათ, ვისაც ეძებენ და ვერ პოულობენ, ვისკენაც მიდიან მაგრამ ვერასდროს აღწევენ მისამდე… მომეცით სულ ცოტა წრფელი ემოცია… ამიქნიეთ თვალებწინ ხელი, თორემ აღარც კი ვიცი საით ვიყურები… დამანახეთ ადამიანები, ფიტულები უკვე ვნახე… მომწერეთ თბილი წერილები და მერე სახეში შემომარტყით სიმარტოვე… ამიხსენით სიყვარული და მერე ყველა სიტყვა უკან წაიღეთ, რომ აღარასოდეს დავიჯერო… ეცადეთ, მიყიდოთ ლამაზ სიტყვებად, SALE-ია… გამიღიმეთ და მერე გამჭორეთ… შემიშურეთ და დამისაკუთრეთ… შემომაყარეთ თვალებში სინამდვილე… ნუ მესვრით ტალახს, შესაძლოა ამაცილოთ, მაგრამ თქვენ კი ტალახიანი დაგრჩებათ ხელი… სიყვარულით მეხუმრეთ და ხუმრობით არ შემიყვაროთ… ვდგევარ მიწაზე, როგორც სცენაზე, ადამიანის ურთულეს როლში… მე არ მაქვს არაფერი, მაგრამ მაქვს ცხოვრება სადაც ყველაფერია, თუმცა კი ცხოვრება ტრაგედიაა მათთვის ვინც გრძნობს და კომედია ვინც აზროვნებს, ამიტომ მეორეს ვირჩევ… გახსოვდეთ: სხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ საკუთარს ვპოულობთ… ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ აცადეთ რომ ანათოს… კარგია უყურო ლამაზ ადამიანს, მაგრამ ცხოვრება ჭკვიანთან სჯობს… ეძებეთ მოყვრები, მტრები თვითონაც მოგნახავენ… შემომფიცეთ მეგობრობა და მერე გამყიდეთ, ძვირი არ ვღირვარ – სულ რაღაც 1 ადამიანი რადგან მიყრია გულში გაძარცვული ერთფეროვნება მეც ისეთივე ვარ როგორიც ყველა, თურმე ტყუილად ვიბრალებდი ”სხვანაირობას”… და მაინც… დავხეტიალობ საკუთარ სულში და მეგაზაფხულება. საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს და ვგრძნობ რომ მალე შამათი მელის…