გამარჯობა, ვერ მოვიფიქრე რა სიტყვებით დამეწყო, მაღალფარდოვან წაფილოსოფოსო სიტყვებს ვერ ვეგუები (ბერვი ვიცი ისე) მგონია რომ ისეთივე ყალბია როგორც დღევანდელი გრძნობები :)) გრძნობები რომლების მხოლოდ იმდენი წამი არსებობს რამდენიც მის წარმოსათქმელად არის საჭირო :)))
ვცდილობ სიტყვები დავალაგო და თითქოს იმედი მაქვს რომ ამით გავთავისუფლდები…თუმცა მე ისედაც თავისუფალი ვარ, არავის არ ადარდებს ჩემი დილის გათენება, არც მთელი დღის პროცესი, არც დაღამება… სახლში მხოლოდ ცარიელი კედლები მელოდება, ცხოველსაც ვერ ვბედავ ვიყოლიო რომ ვერ მოვუარო და მანაც სხვებივით მიმატოვოს მერე უფრო გამიჭირდება ცხოვრება 🙂 მივხვდი რომ არაფერი არაა მუდმივი, ადრე თუ გვიან ყველა მიგატოვებს, მხოლოდ საკუთარი თავი მიგყვება ბოლომდე – ამიტომ შევიმუშავე გეგმა -შეიყვარე შენი მე!!
რაც შეიძლება ნაკლებად ვენდოთ სხვებს, ნაკლებად გვქონდეს სხვისი იმედი, ნაკლებად შევეჩვიოთ
წიგნები უფრო კარგ მეგობრობას მიწევენ – მართალია იმედს ისინიც მიცრუებენ ხოლმე, მაგრამ ნაკლებად მწყინს ეს ხომ მათი გადასაწყვეტი არ იყო, ესეც ადამიანმა გადაწყვიტა, ვისწავლე ცხოვრეების სხვაგავრად დანახვა და წარმართვა-ვისწავლე გაღიმება , მაშინაც კი როცა არ მეღიმება, ვისწავლე სიცილი როცა მეტირება, ვისწავლე სიბრაზის, დარდის, ემოციების კონბტროლი და ნელ-ნელარობოტს დავემსგავსე , ოღონდ ჩინურს- დაპროგრამებული ცხოვრებით და ემოციებით, ჩინური კი იმიტომ რომ გრძნობები მაინც შემომრჩა სადღაც…
ვისწავლე პოზიტივის მოძიება , არა googe-ით არამედ საკუთარი რესურსებით…
წლების წინ მეგონა დიდი ვიყავი და ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ახლა ვიცი რომ პატარა ვარ და ბერვი რამ უნდა ვისწავლო, ვიცი რომ ყველაფერი შემიძლია და ამავდროულად არაფერი , ვაკეთებ ყველაფერს და ამავდროულად ვერაფერს- მინდა უფრო მეტი ვიდრე მაქვს
მინდა ის რაც არ მაქვს და ასე მაკლია – გრძნობები, ემოციები, ძალა და მოტივაცია დღის გათენების, მინდა მზიანი ღამეები, მინდა მზეზე ნათელი ,,რაღაც” რასაც სახელი თუნდაც ნუ ექნება…
დიდი ხანია ამოვიჩემე და ახლა ზუსტად ვიცი რომ შეცდომით ვარ ამ სამყაროში, ან შესაძლოა დროში, მინდა გულწრფელი ღიმილი, არ მინდა სიტყვები – გულწრფელი დუმილი მირჩევნია, დუმილი რომელიც არ მოითხოვს სიტყვების არსებობას, კომფორტული სიჩუმე, ნაბიჯების თვლა, დამახსოვრება ყველა წამის და მოძრაობის
მინდა სიხარული უბრალო რაღაცებით- გათენებით, მზის სხივით… მინდა ,,დილამშვიდობისა”..
მინდა გაკრული ხელით დაწერილი წერილი, ცუდ კალიგრაფიაზე ბერვი რომ ვიცინო და გული სიხარულს ვერ იტევდეს …
მინდა მტვრიან ქალაქში, გზის პირას ობლად აყვავებული ყვავილი შენი ხელით დაკრეფილი…
მინდა გამოხედვა, მიმიკა, ქცევა – ნაცვლად არაფრის მომცემი სიტყვების ნაცვლად
მინდა გრძნობები, უგრძნობი გრძნობების რეალობას საქცევად
როცა დაღლილი სახლში ბრუნდები შენი საყვარელი სამსახურიდან, ქუჩაში ადამიანები თვალს გაყოლებენ ,გიღიმიან, ვიღაცას იქნებ შენი შურს რომ ყველაფერი გაქვს… გხვდება ცარიელი კედლები, დილით სიჩქარეში ეულად მიტოვებული ყავის ჭიქა და არეული საწოლი, დაუდევრად დაწრილი ნივთები, არავინ გაგკიცხავს ამის გამო, არც არავინ შეგაქებს თუ ყვეალფერი წესრიგში გექნება, არავინ გკითხავს რატომ გადიხარ ან როდის მოხვალ…
თქვენ გადაწყვიტეთ ეს მარტოობა თუ თავისუფლება.
Posts Tagged ‘თავისუფლება’
უგრძნობი გრძნობები – მარტოობა თუ თავისუფლება
Posted: ივნისი 19, 2014 in Uncategorizedტეგები:გრძნობები, თავისუფლება, მარტოობა, მენატრები. მიყვარხარ
0