Posts Tagged ‘ლამაზი მეგობარი’

არ ვიცი რისა მეშინია – სიკვდილისა თუ სიყვარულისა… არა! არა! სიკვდილისა არ მეშინია. ალბათ სიყვარულისა მეშინია; თუმცა რას გაიგებ, იქნებ სიყვარულისა იმიტომ მეშინია, რომ შეიძლება სიკვდილს დაატარებდეს თან..

♥ ♥  ♥

ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა.

♥ ♥ ♥

ბუნებამ უთხრა ქალს ,იყავი მშვენიერი თუ შეგიძლია,ბრძენი თუ გინდა ……..ძალიან მომთმენი და კეთილგონიერი აუცილებლად…………

♥ ♥ ♥

ეჭვიანობა – ეს მატყუარა გრძნობაა. შენ არ ეჭვიანობ, შენ გეშინია დაკარგვის. მაგრამ ნუ გეშინია, ეს უაზრობაა. იმიტომ, რომ თუ არ არის საბაბი, მაშინ ეჭვიანობას აზრი არ აქვს, და თუ საბაბი გაქვს, მაშინ უკვე გვიანია იეჭვიანო…

♥ ♥ ♥

იცით, რა არის მთავარი, სიკვდილამდე არ უნდა ვიხოცებოდეთ. სიკვდილს რომ თავისი მიაქვს, ჩვენ მეტი არ უნდა გავატანოთ. მაინც ვერ ზიდავს, ვერ მოერევა, გზადაგზა დაეფანტება, მკვდრები ისევ მიწაზე დარჩებიან, ცოცხლებში აირევიან და თანდათან გამორჩევაც გაჭირდება, აირ-დაირევა ყველაფერი. მერე, გინდაც მკვდარი დაგიგდიათ დაუმარხავი და გინდაც ცოცხალი დაგიმარხავთ. ერთი და იგივეა…

♥ ♥ ♥

ცხოვრება მთას ჰგავს. სანამ აღმა მიდიხარ, მწვერვალს შესცქერი და შენი თავი ბედნიერად გეჩვენება. მაგრამ თხემზე რომ ახვალ, უცებ თვალწინ დაღმართი, დასასრული, სიკვდილი გადაგეშლება.მანამ წინ აღმართი გიდევს, ყველაფერი ნელა მიდის, ხოლო დაღმა რომ დაეშვები, ყოველივე სწრაფად მირბის.

♥ ♥ ♥

ოცნებებს არა აქვთ სიმძიმის ძალა…

♥ ♥ ♥

სიყვარული უეცრად ელვითა და ჭექით უნდა მოვარდეს, როგორც ზეციური ქარიშხალი, ცხოვრებას ერთბაშად რომ ესხმის თავს და ნებისყოფას ფოთლებივით შემოაძარცვავს, გულს კი უფსკრულისკენ მიაქანებს

♥ ♥ ♥

აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი. ♥

♥ ♥ ♥

შურისძიება ისეთი კერძია, რომელიც გაცივებული უნდა მიირთვა,მაშინაა გემრიელი.