Posts Tagged ‘მარტოობა’

გამარჯობა, ვერ მოვიფიქრე რა სიტყვებით დამეწყო, მაღალფარდოვან წაფილოსოფოსო სიტყვებს ვერ ვეგუები (ბერვი ვიცი ისე) მგონია რომ ისეთივე ყალბია როგორც დღევანდელი გრძნობები :)) გრძნობები რომლების მხოლოდ იმდენი წამი არსებობს რამდენიც მის წარმოსათქმელად არის საჭირო :)))
ვცდილობ სიტყვები დავალაგო და თითქოს იმედი მაქვს რომ ამით გავთავისუფლდები…თუმცა მე ისედაც თავისუფალი ვარ, არავის არ ადარდებს ჩემი დილის გათენება, არც მთელი დღის პროცესი, არც დაღამება… სახლში მხოლოდ ცარიელი კედლები მელოდება, ცხოველსაც ვერ ვბედავ ვიყოლიო რომ ვერ მოვუარო და მანაც სხვებივით მიმატოვოს მერე უფრო გამიჭირდება ცხოვრება 🙂 მივხვდი რომ არაფერი არაა მუდმივი, ადრე თუ გვიან ყველა მიგატოვებს, მხოლოდ საკუთარი თავი მიგყვება ბოლომდე – ამიტომ შევიმუშავე გეგმა -შეიყვარე შენი მე!!
რაც შეიძლება ნაკლებად ვენდოთ სხვებს, ნაკლებად გვქონდეს სხვისი იმედი, ნაკლებად შევეჩვიოთ
წიგნები უფრო კარგ მეგობრობას მიწევენ – მართალია იმედს ისინიც მიცრუებენ ხოლმე, მაგრამ ნაკლებად მწყინს ეს ხომ მათი გადასაწყვეტი არ იყო, ესეც ადამიანმა გადაწყვიტა, ვისწავლე ცხოვრეების სხვაგავრად დანახვა და წარმართვა-ვისწავლე გაღიმება , მაშინაც კი როცა არ მეღიმება, ვისწავლე სიცილი როცა მეტირება, ვისწავლე სიბრაზის, დარდის, ემოციების კონბტროლი და ნელ-ნელარობოტს დავემსგავსე , ოღონდ ჩინურს- დაპროგრამებული ცხოვრებით და ემოციებით, ჩინური კი იმიტომ რომ გრძნობები მაინც შემომრჩა სადღაც…
ვისწავლე პოზიტივის მოძიება , არა googe-ით არამედ საკუთარი რესურსებით…
წლების წინ მეგონა დიდი ვიყავი და ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ახლა ვიცი რომ პატარა ვარ და ბერვი რამ უნდა ვისწავლო, ვიცი რომ ყველაფერი შემიძლია და ამავდროულად არაფერი , ვაკეთებ ყველაფერს და ამავდროულად ვერაფერს- მინდა უფრო მეტი ვიდრე მაქვს
მინდა ის რაც არ მაქვს და ასე მაკლია – გრძნობები, ემოციები, ძალა და მოტივაცია დღის გათენების, მინდა მზიანი ღამეები, მინდა მზეზე ნათელი ,,რაღაც” რასაც სახელი თუნდაც ნუ ექნება…
დიდი ხანია ამოვიჩემე და ახლა ზუსტად ვიცი რომ შეცდომით ვარ ამ სამყაროში, ან შესაძლოა დროში, მინდა გულწრფელი ღიმილი, არ მინდა სიტყვები – გულწრფელი დუმილი მირჩევნია, დუმილი რომელიც არ მოითხოვს სიტყვების არსებობას, კომფორტული სიჩუმე, ნაბიჯების თვლა, დამახსოვრება ყველა წამის და მოძრაობის
მინდა სიხარული უბრალო რაღაცებით- გათენებით, მზის სხივით… მინდა ,,დილამშვიდობისა”..
მინდა გაკრული ხელით დაწერილი წერილი, ცუდ კალიგრაფიაზე ბერვი რომ ვიცინო და გული სიხარულს ვერ იტევდეს …
მინდა მტვრიან ქალაქში, გზის პირას ობლად აყვავებული ყვავილი შენი ხელით დაკრეფილი…
მინდა გამოხედვა, მიმიკა, ქცევა – ნაცვლად არაფრის მომცემი სიტყვების ნაცვლად
მინდა გრძნობები, უგრძნობი გრძნობების რეალობას საქცევად
როცა დაღლილი სახლში ბრუნდები შენი საყვარელი სამსახურიდან, ქუჩაში ადამიანები თვალს გაყოლებენ ,გიღიმიან, ვიღაცას იქნებ შენი შურს რომ ყველაფერი გაქვს… გხვდება ცარიელი კედლები, დილით სიჩქარეში ეულად მიტოვებული ყავის ჭიქა და არეული საწოლი, დაუდევრად დაწრილი ნივთები, არავინ გაგკიცხავს ამის გამო, არც არავინ შეგაქებს თუ ყვეალფერი წესრიგში გექნება, არავინ გკითხავს რატომ გადიხარ ან როდის მოხვალ…
თქვენ გადაწყვიტეთ ეს მარტოობა თუ თავისუფლება.

-მენატრებოდითქო, რომ გითხრა დაიჯერებ?
-რატომაც არა..
-შეცვლილი ხარ!
-მართლა? როგორ?
– წლების წინ მხოლოდ თვალები იყავი, ახლა კი ყველაფერი ხარ თვალების გარდა…
– ახლა თვალებს მუქი სათვალის უკან ვმალავ
-წლების წინ მხოლოდ სიყვარული შეგეძლო, ახლა კი ყველაფერი შეგიძლია სიყვარულის გარდა…
-სიყვარული? სასაცილოა!
-წლების წინ მხოლოდ ოცნებები გქონდა, ახლა კი ბევრი რამ გაქვს, მაგრამ ოცნებები აღარ…
– მაშინ ღრუბლებში დავფრინავდი ახლა კი მიწაზე ვდგევარ.. მიწაზე კი გეგმების ქონა უფრო ამართლებს, ვიდრე ოცნებების.

Image

მე და შენ

-ნუთუ არაფერი შემოგრჩა იმ ადამიანისგან მე, რომ ვიცნობდი
-არ ვიცი, შენ რომელს მიცნობდი
-ქალაქის ქუჩებში სეირნობა და წვიმა, რომ უყვარდა იმას
-აღარ მიყვარს
-ნაყინი ზამთარში?
-აღარც ზაფხულში
-ზღვა?
-მზე თავს მატკიებს, ზღვა კი უმზეოდ მოსაწყენია
-შექსპირი?
-ახლა ბეგბედერი მირჩევნია
-ის ხომ ცინიკოსია
-რეალისტიც
-ინვალიდი მეზობელი, რომ გყავდა ისევ დადიხარ მასთან ნარდის სათამაშოდ?
-აღარ მცალია
-როცა ხელფასი მექნება 10%-ს მათხოვრებს დავურიგებო, მახსოვს ასე ამბობდი სტუდენტობის დროს..
-მართლა ვამბობდი მაგას?!
-წლების წინ მართლა სხვა, რომ იყავი ხვდები?
-ვხვდები
-წლებითქო ვამბობ, მაგრამ ნუთუ 10 წელი ბევრია? ასე სწრაფად როგორ მოასწარი საკუთარ თავში საკუთარი თავის ჩაკვლა?
– სიკვდილს წლები კი არა წამი სჭირდება
-როდის დადგა შენთან ეგ წამი?
-მაშინ!
-ყველაზე ცუდი ალბათ ისაა, რომ შენ შენი დღევანდელი სახე უფრო მოგწონს, შენი ჩაკეტილი სული და გაყინული გული გეამაყება.. გგონია, რომ სუსტი აღარ ხარ და გიხარია, მე კი ახლა ყველაზე სუსტი მგონიხარ ვიდრე ოდესმე..

Image

მე შენ მიყვარხარ

-სად არის ის ვინც, სადღაც მიყრუებული სოფლის ქოხშიც კი იცხოვრებდა სიყვარულთან ერთად… რატომ იწყება დღეს შენი ბედნიერება ძვირადღირებული „ჟეშტით“ და რატომ გახდა ქაღალდის კუპიურები შენი ცხოვრების ხერხემალი?

-ფულით იმ ბედნიერებას ვყიდულობ, რომელიც შენმა სიყვარულმა ვერ მომიტანა

-მთელი ეს წლები იმდენს ვოცნებობდი, შენს ნახვაზე… ახლა კი, გიყურებ და ვხედავ, რომ აქ არ ხარ, აქ კი არა არსად არ ხარ, შენ საკუთარი თავი მოკალი და ახლა ახალგაზრდა გვამი ხარ… 
– და შენ ეს გულს გტკენს?
-რათქმაუნდა
-მეც მეტკინა მაშინ…
კიდევ 5 წლის შემდეგ…

-როგორ ხარ?
-კარგად
-შეცვლილი ხარ, დაღლილი სახე გაქვს
-ხო, ბევრს ვმუშაობ
-მედიდურიც
-ჩემს შრომას შედეგი მოაქვს
-ხო, ხშირად მესმის შენი სახელი, ამასწინათ გაზეთშიც ვნახე შენი ფოტო… გულის სიღრმეში მეამაყები
-გმადლობ
-შენს თვალებში რაღაც ახალი გაჩნდა
-ალბათ, ჩემი შვილი
-სიყვარულის უნარიც დაგიბრუნდა?
-უბრალო კი არა ზებუნებრივი სიყვარულის
-ოცნებაც დაიწყე?
-კი, მის ნათელ და ბედნიერ მომავალზე ვოცნებობ
-გამიკვირდა აქ შენი ნახვა, სეირნობა ხომ აღარ გიყვარდა
-ჩემს პატარასთან ერთად მოვდივარ ხოლმე აქ, აი ხედავ იმ ანგელოზს წითელი ბურთით ხელში? ჩემი შვილია
-მეუღლე?
-მზრუნველია, მოსიყვარულე, ჩემზე უზომოდ შეყვარებული, მოკლედ ისეთი როგორიც შენ ვერასოდეს იქნებოდი
-გიყვარს?
-სიყვარული თამაშია, სადაც ერთს უყვარს მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს..
-მე და შენ, ხომ გვიყვარდა ერთმანეთი?
-გვიყვარდა, ოღონდ სხვადასხვა დროს

Image

განშორება

Image

ისევ მიდიხარ

ისევ 5 წლის შემდეგ:
-გავიგე შენი ამბავი და არ შემეძლო არ მოვსულიყავი
-უნდა დამცინო? თუ გიხარია სულ ტყუილად ზეიმობ, მე თავს უბედურად არ ვგრძნობ
-არა, რას ამბობ მე ხომ…
-კარგი მაპატიე, ნერვებს ავყევი
-რატომ დაშორდით?
-დაიღალა ჩემი სიყვარულით და ჩემი უსიყვარულობით
-საბოლოოდ დაშორდით?

-კი

-მართლა კარგად ხარ?

-მე კი, მაგრამ ბავშვზე ვნერვიულობ მხოლოდ. მას ხომ დედაც სჭირდება და მამაც

-მე შემიძლია რაიმეთი დაგეხმარო?

-მაგრად ჩამეხუტე

-…

-…

-…

-ახლა კი წადი, ბევრი საქმე მაქვს, დაგირეკავ, როცა მოვიცლი

კიდევ 30 წლის შემდეგ:

-რატომ მოხვედი?

-არ შემეძლო არ მოვსულიყავი

-ეგ შენი მედიდური სახე ახლა მაინც დაგეტოვებინა კარგია
-გძულვარ?
-არც შენ გიყვარვარ!

-აბა აქ რატომ ვარ ახლა?

-დასამშვიდობებლად მოხვედი ალბათ

-მე და შენ ვერასოდეს დავემშვიდობებით ერთმანეთს, იმიტომ, რომ ყოველთვის ერთი მთლიანობა ვიყავით… გაგირბოდი, მაგრამ მაინც შენთან ვიყავი მუდამ

-რატომ არ დამირეკე მაშინ?

-ხომ გითხარი გაგირბოდითქო

-რატომ გარბოდი?

-გსჯიდი, ხან შენ გსჯიდი და ხანაც საკუთარ თავს

-რისთვის?

-რომ მიყვარდი იმისთვის… სიყვარული სისუსტეა, ეს სამყარო კი სისუსტეებს არ პატიობს ადამიანს

-მე შენი სისუსტე მიყვარდა, გჯერა?

-ჩემი სისუსტის ფონზე შენ ძლიერი ჩანდი, სინამდვილეში კი ყოველთვის სუსტი იყავი და მე მძულდა ჩემი თავი შენისთანა სუსტის სიყვარულისთვის.

-მე დამღუპა ჩემმა სისუსტემ, მაგრამ არც შენ აუშენებიხარ შენს სიძლიერეს.

-ცდები!

-არ ვცდები, შენ შენი ცხოვრება ფულის, სახელისა და ძალაუფლების მოპოვებას შეალიე, მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ მოგცა ის რისი მოცემაც მე შემეძლო. მთელი ცხოვრება სხვაგან ეძებდი იმას რაც ჩემთან გელოდა

-ცდები მეთქი

-აბა რატომ მოხვედი ახლა? რატომ გაღრმავდა შენს სახეზე ნაოჭები? რატომ აივსო შენი თვალები ტკივილით? ცრემლებს არ მაჩვენებ, მაგრამ ვიცი მთელი შენი არსება ტირის ახლა… ტირის რადგან მე შენ ისევ გტოვებ, გტოვებ ზუსტად ისე, როგოც წლების წინ… მე მიხარია, რომ ვკვდები, მიხარია, რომ პირველი მივდივარ და გტოვებ… ეს ჩემი შურისძიებაა, სამაგიეროს გიხდი, სიჯიუტისთვის, შენს ლოდინში გატარებული წლებისთვის, შენს გარეშე გასული ყოველი წამისთვის გსჯი… მიხარია, რომ ვკვდები, რადგან შენ ახლა იმაზე მეტად გტკივა გული ვიდრე მე მტკიოდა მთელი ამ წლების მანძილზე

-სიყვარული თამაშია, სადაც ერთს უყვარს მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს.. ჩვენ კი ეს თამაში არ ვითამაშეთ… ჩვენს სიყვარულში ხან ერთს უყვარდა, ხან მეორეს… ჩვენს სიყვარულში ხან ერთი არ აძლევდა სიყვარულის უფლებას, ხან მეორე…
-თუ სიყვარული თამაშია, სადაც ერთს უყვარს მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს, მაშინ ჩვენი სიყვარული სიყვარულზე მეტი იყო, რადგან ჩვენ ერთმანეთის ცალმხრივი სიყვარულისგან დაცვა გვინდოდა…

1=0 ?

არის ისეთი ხალხი ვისთანაც საინტერესოა ჩუმად ყოფნა, თითეულს თავისი სიჩუმე აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა იგრძნობა ერთმანეთის მიმართ კოლოსალური მხარდაჭერა. ხვდები, როდესაც “იავადმყოფე” და გჭირდება სიჩუმე, მაგრამ არა მარტოობა… მიდიხარ ღამე განათებულ ქუჩაზე და საუბრიდან ამინდზე შეუფერხებლივ გადადიხარ სიჩუმეზე, რომელზეც ასე ძალიან, დიდი ხანი ოცნებობდი… და როდესაც გადახარშავ ყველა შენ ფიქრს… სვამ ამ ადამიანთან და ლაპარაკობ, ლაპარაკობ ყველაფერზე! სულში მდგომარეობა მარტივდება, მიუხედავად უძილო ღამისა იგრძნობა, რომ ყველა პრობლემა მოგვარებადია და გასასვლელი ყველა ჩიხიდან ნაპოვნია!

ყველა ჩვენგანს ყავს მეგობრები, ძალიან ახლობლები და ნაკლებად ახლობლებიც. ზოგიც ისეთი, ათასში ერთხელ რომ მოვიკითხავთ და მაინც მეგობრად რომ ვთვლით. მშობლები, და–ძმა, ნათესავები… მაგრამ ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა საკუთარი ცხოვრების გზაზე!

getImage (3)

გააკეთე შენი არჩევანი …

სიყვარული,მეგობრობა,ნაცნობობა,დაფარული ურთიერთობები და სხვა მრავალი რაც ადამიანურ ურთიერთობებს ეხება დღეს ყვეელაზე დიდ ინტერესს იწვევს და დიდი თუ პატარა ამ თემებზე მსჯელობს.ქუჩაში,მეტროში და ნებისმიერ საზოგადოებრივ ადგილას მოისმენ 8-დან 50 წლამდე ადამიანების საუბარს ამ თემებზე :) )

Image

ზოგს გული ატკინეს,ზოგი სასიყვარულო სამკუთხედში ან მრავალკუთხედშია გახვეული და უკან დასაბრუნებელი გზა ვეღარ უპოვნია,

ზოგი შეყვარებულს დაშორდა და ხანგრძლივი დეპრესიით თვითონაც იტანჯება და გარშემომყოფებსაც ტანჯავს :) )) ზოგმა არ იცის რა აკეთოს და გადაწყვიტა უბედური იყოს და მიმტკიცებს რომ ღიმილი კიარ ეზარება უბრალოდ ასეთი სახე აქვს :) ))

ზოოგი უმიზეზოდ ირთულებს ცხოვრებას მომავლის შიშით :)

და მიჩნდება კითხვა რა უნდათ ადამიანებს ერთმანეთისგან?

Image

ნამდვილად გვიყვარს ერთმანეთი თუ უბრალოდ მარტოობის გვეშინია?

თუ ადამიანი გიყვარს ან უყვარხარ შეიძლება ეს სიყვარული დღეგამოშვებით იგრძნოს?ან მეგობრობა ყველას სხვადასხვანაირად რომ ესმის როგორ უნდა იმეგობროს ორმა მეგობრობის სხვადასხვაგვარადაღქმისუნარიანმაადამიანმა? :) ))

ბევრი კითხვების დასმა პატარა ბავშვებმა იციანო და მეც გაზრდის ნაცვლად ვპატარავდები და კითხვების რაოდენობა იზრდება და მოსვენებას აღარ მაძლევს :) )

როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერები და რა გვინდა ერთმანეთისგან?

სიყვარული,ერთგულება,ყურადღება,მეგობრობა თუ საერთოდ არაფერი არ გვინდა და რაც უფრო შორს ვიქნებით ერთმანეთისგან ცხოვრებაც უფრო მარტივი და კარგი იქნება???

მარტივია ისაუბრო სხვებზე როცა შენ თვითონ ვერ გაგიგია რა გინდა ცხოვრებისგან :) ) დავიბენი,ავირიე და ყველა ფერი ნაცრისფერმა შეცვალა და მრავლობითი კითხვისნიშნომანია მჭირს (ახალი დაავადება By Lela ჯერ გამოუკვლევი დაავადებაა და მკურნალობის მეთოდი უცნობია )

Image

 

არის რამდენიმე ვარიანტი როგორ შეიძლება ვიცხოვროთ და როგორი შეიძლება ვიყოთ :) )) მე მაქვს ამბიცია რომ ვარ ჭკვიანი და ვირჩევ პირველ ვარიანტს :) )

არჩევანი თქვენზეა :) ))

Image

წარმატებებს გისურვებთ :) )) ^_^

 

სიყვარული,მეგობრობა,ნაცნობობა,დაფარული ურთიერთობები და სხვა მრავალი რაც ადამიანურ ურთიერთობებს ეხება დღეს ყვეელაზე დიდ ინტერესს იწვევს და დიდი თუ პატარა ამ თემებზე მსჯელობს.ქუჩაში,მეტროში და ნებისმიერ საზოგადოებრივ ადგილას მოისმენ 8-დან 50 წლამდე ადამიანების საუბარს ამ თემებზე :))

ზოგს გული ატკინეს,ზოგი სასიყვარულო სამკუთხედში ან მრავალკუთხედშია გახვეული და უკან დასაბრუნებელი გზა ვეღარ უპოვნია,Image

Image

ზოგი შეყვარებულს დაშორდა და ხანგრძლივი დეპრესიით თვითონაც იტანჯება და გარშემომყოფებსაც ტანჯავს :))) ზოგმა არ იცის რა აკეთოს და გადაწყვიტა უბედური იყოს და მიმტკიცებს რომ ღიმილი კიარ ეზარება უბრალოდ ასეთი სახე აქვს :)))

ზოოგი უმიზეზოდ ირთულებს ცხოვრებას მომავლის შიშით 🙂

და მიჩნდება კითხვა რა უნდათ ადამიანებს ერთმანეთისგან?

Image

ნამდვილად გვიყვარს ერთმანეთი თუ უბრალოდ მარტოობის გვეშინია?

თუ ადამიანი გიყვარს ან უყვარხარ შეიძლება ეს სიყვარული დღეგამოშვებით იგრძნოს?ან მეგობრობა ყველას სხვადასხვანაირად რომ ესმის როგორ უნდა იმეგობროს ორმა მეგობრობის სხვადასხვაგვარადაღქმისუნარიანმა ადამიანმა? :)))

ბევრი კითხვების დასმა პატარა ბავშვებმა იციანო და მეც გაზრდის ნაცვლად ვპატარავდები და კითხვების რაოდენობა იზრდება და მოსვენებას აღარ მაძლევს :))

როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერები და რა გვინდა ერთმანეთისგან?

სიყვარული,ერთგულება,ყურადღება,მეგობრობა თუ საერთოდ არაფერი არ გვინდა და რაც უფრო შორს ვიქნებით ერთმანეთისგან ცხოვრებაც უფრო მარტივი და კარგი იქნება???

მარტივია ისაუბრო სხვებზე როცა შენ თვითონ ვერ გაგიგია რა გინდა ცხოვრებისგან :)) დავიბენი,ავირიე და ყველა ფერი ნაცრისფერმა შეცვალა და მრავლობითი კითხვისნიშნომანია მჭირს (ახალი დაავადება By Lela ჯერ გამოუკვლევი დაავადებაა და მკურნალობის მეთოდი უცნობია )

Image

არის რამდენიმე ვარიანტი როგორ შეიძლება ვიცხოვროთ და როგორი შეიძლება ვიყოთ :))) მე მაქვს ამბიცია რომ ვარ ჭკვიანი და ვირჩევ პირველ ვარიანტს :))

არჩევანი თქვენზეა :)))

Image

წარმატებებს გისურვებთ :))) ^_^