Posts Tagged ‘მე შენ მიყვარხარ’

მჯერა, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი ამ სამყაროში, ეს არის ადამიანი, რომელსაც თვალებში ჩახედავ და უბრალოდ იცი რომ ის „ შენიაImage“! მასში არის რაღაც, რასაც სხვა ვერავისში ხედავ…. ერთმანეთის პოვნაში ხშირად ბევრი რამ გვიშლის ხელს, ხან საჭირო დრო არ არის, ხან -საჭირო ადგილი!!! ხან ვპოულობთ ერთმანეთს და მერე სიამაყის, სიმხდალის, შეცდომების გამო ვკარგავთ! ხშირად ვოცნებობთ ვიღაც იდეალურზე, მაგრამ ოცნებას იმედგაცრუება ანაცვლებს, რადგან იდეალური ადამიანები არ არსებობენ….ბევრი ცხოვრობს უაზრო მოლოდინით, რომ ერთ დღესაც ვიღაც გამოჩნდება და ყველაფერს შეიცვლება. მე კი მგონია,რომ ჭკვიანი ხალხი არასოდეს ელოდება უბრალოდ „ვიღაცას“, ყოველთვის იცის „ვინ“ უნდა მოვიდეს, ვის მისცეს ნება დარჩეს მის სიახლოვეს…

ცხოვრებაში ის კი არ არის მთავარი, რამდენ წარმატებას მიაღწევ, რამდენს გეპირფერებიან, გეუბნებიან ლამაზ სიტყვებს ანგარებით , გონებას გიბინდავენ გაცვეთილი, ბანალური ფრაზებით…არამედ ის, რომ გვერდით გყავდეს ადამიანი,რომელსაც მთელი გულით ეყვარები; რომელიც სხვებზე ნაკლებს იტყვის, მაგრამ საქცეილით დაგიმტკიცებს ყველაფერს. ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც ღირსეულია, გულწრფელი,რომელშიც არაფერია ყალბი…

ყველაფერი ხომ წარმავალია: წარმატება,ფული,სახელი- მოდის და მიდის, სილამაზეც წლებთან ერთად ქრება; ადამიანი- აი, მხოლოდ ეს რჩება ბოლოს ადამიანი- აი, ეს არის ფასეული მხოლოდ! ბევრი გაგაღმერთებს გამარჯვებულს, მხოლოდ ერთს ეყვარები უპირობოდ… ყველა შეგიყვარებს შენი ღისებისთვის, მხოლოდ ერთს ეყვარება შენი ნაკლი ისევე, როგორც შენი ღირსება….მხოლოდ ერთეულებს უყვართ ასე გულწრფელად და გამორჩეულად

ყოველთვის იპოვი უკეთესზე უკეთესს, ლამაზზე ლამაზს, ჭკვიანზე ჭკვიანს, მაგრამ იშვიათად შეხვდები ადამიანს, რომელიც დაგაფასებს,პატივს გცემს,მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ… ესმის შენი დუმილი და ამიტომ, ყველაზე უკეთ ის გაიგებს შენს საუბარს! -თვალებში რომ ჩახედავ და რომ იცი,ისწორედ ის არის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდი; ის, ვინც არავის არ ჰგავს! …და სწორედ მაშინ,როცა იპოვი ასეთ ადამიანს, რომელიც ბოლომდე გაგიგებს და უყვარხარ იმისთვის, ვინც ხარ, მაგრად უნდა ჩასჭიდო ხელი და აღარასდროს გაუშვა… რადგან მას თუ გაუშვებ, მასთან ერთად შენი ბედნიერების შანსიც წავა……და ბოლოს, ბედნიერება ძალიან ახლოსაა ხშირად, ჩვენ რომ არ ვეძებდეთ შორს….!

ეს სიყვარული ისე დიდია…

 


გილოცავთ სიყვარულის დღეს და ბევრ სიყვარულს გისურვებთ 🙂 სიყვარულით გეცხოვროთ ♥

ამ ქვეყანაზე, მე რომ მიყვარხარ,
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე..
ეს სიყვარული ისე დიდია..
ისე ძლიერი და ისე მტკიცე.
ამ ქვეყანაზე, მე რომ გიყურებ,
ასეთ თვალებით ვერავინ გიმზერს
მე რომ მიყვარხარ,ამ წუთას ახლა,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც, გულებია..
ასეთ სიყვარულს ვერავინ იძენს…
როგორც შენ ამ გულს ახლა უყვარხარ,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც ლექსებია,
ყველა ნაპარავს, მალულად გიდებს..
მხოლოდ ეს ჩემი სულია შენთვის,
რომელიც მხოლოდ საკუთარს გიწერს..
ამ ქვეყანაზე, რაც ლოცვებია,
იცოდე მუდამ მე გულში მიდევს…
მე რომ დაგლოცავ ამ ქვეყანაზე
არვინ დაგლოცავს,არასდროს ისე…
ამ ქვეყანაზე ყველა მშიშარა…
ცარიელ სიტყვებს ისვრიან ისე..
შენი გულისთვის ასჯერ მოვკვდები
არ დავიკვნესებ იცოდე ისე,,,
შენი გულისთვის ზეცაში ავალ,,
და ჩემს სულს ახლაც უფალსა მივცემ..
გწამდეს ამ ქვეყნად, მე რომ მიყვარხარ
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე.

ყველაზე დიდი რამ ,რაც გაგვაჩნია ეს ხომ “ერთმანეთია”…მაგრამ ჩვენ რატომღაც ამას იქამდე ვერ ვხვდებით სანამ არ ვკარგავთ…არ მინდა დაგკარგო…არა იმიტომ,რომ საზოგადოებისგან განვსხვავდებოდე,არამედ იმიტომ,რომ მჭირდები…ამას შენი თვალები მეუბნება…შეიძლება ვტყუვდები,მაგრამ ამ ტყუილის მჯერა,…მჯერა და მიხარია…გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თორემ არ გვიფრთხილდება არცერთს ცხოვრება… Imageხშირად იმას ვწირავთ და მას ვტოვებთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა… გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ ცხოვრება მიდის, თორემ ერთხელაც ის ერთი წავა, რომელიც ქვეყნად ყველას გერჩივნა… გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს, სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა… ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, რადგან არ გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება… სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა…

ის მე ვიყავი,რომ ვიძახდი ცხოვრებას მიმზიდველს ის თავსატეხები ჰქმნის რაც გზად გვხვდება-მეთქი,მაგრამ ვინ არ შემცდარა.. აი ისევ,ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს.. ორივეს ვფიქრობ,ორივე მგონია.. ვიცი ერთ-ერთი სწორია,მაგრამ შიში შეცდომის დაშვების არ მაძლევს საშუალებას დავაფიქსირო ერთი აზრი… ამისთვის მხოლოდ რისკი არ არის საჭირო,ამისთვის გამბედაობა და ძალაა საჭირო.. ძალა რომ პიროვნებად ჩამოყალიბდე და აირჩიო..

ხშირად ვფიქრობ,რომ გადამივლის და ესეც გაივლის.. მაგრამ მეორე წუთში უკვე იმაზე ვიწყებ წუხილს,რომ ამ წამებში მაინც ცუდ ხასიათზე ვარ და უაზროდ ვკარგავ და ვფანტავ მათ,ისევე როგორც ჩემს სურვილებს.. სურვილებს,რომლებსაც ყოველ შემხვედრ ბაბუაწვერას ვუთქვამ და ფილტვებიდან ჰაერს ღრმად ვუშვებ,რომ რაც შეიძლება შორს გავუშვა მისი ბუსუსები.. არ ვიცი ეს ჟესტი რას გამოხატავს,მაგრამ ამას თავისთავად ვაკეთებ..

ImageP.S შეიყვარე სიყვარული რათა იგრძნო რო მოხვედი ამ ქვეყნად.
მოიპოვე უფლება უთხრა ხმამაღლა რომ გიყვარს.
აქციე ყოველი წუთი სიყვარულის საუკუნედ, დაე ესმოდეს შენი გულისცემა ყველას და ფორიაქით ქარგავდეს ყოველი სუნთქვა სულის სიშიშვლეს. ნუ დათმობ წამს დაუტვირთავად სიყვარულისა, თორემ დაგახრჩობს სინანული. დღეს ხომ სავსეა პლანეტა მონატრებისფრად შემოსილი ჟანგბადით, დღეს ხომ ის წუთია რომელსაც ვერასოდეს დაიბრუნებ და ყოველი შენი მაგრალიტად ქცეული ცრემლი ამაოდ გააჯერებს დედამიწას. ამიტომ მიეცი თავს უფლება დაიბადო თავიდან.
აავსო ყოველი უჯრედი სიყვარულით და წამოდგე ფეხზე. მისცე თავს უფლება იფრინოს გადარეულმა შენმა ფიქრებმა ქარტეხილში, ისწავლოს ბრძოლა სურვილის ამოძახილმა ხმამაღლა, ხალხნო, ადამიანებო, იპოვეთ ერთმანეთში პიროვნება. გაუფრთხილდით ერთმანეთს როგორც ახალშობილს, აჩუქეთ სითბო ერთმანეთს :(((

P.S.S  სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.
ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,
ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.
მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს,
მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.

P.S.S.S   ♥