Posts Tagged ‘პირველი ოპერაცია’

ადამიანი ცხოვრებაში ბევრ ეტაპს გადის დაწყებული მუცლადყოფნიდან როცა დედის ორგანიზმზეა დამოკიდებული, სუნთქავს და არსებობს დედის ორგანიზმით, პირველ და როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ ყველაზე ძლიერ სტრესს დაბადებისას გავდიბვართ როცა სრულიად სხვა სამყაროში ვხვდებით და ჩვენს ორგანიზს უწევს გააზრება იმის რომ სრულიად უზრუნველი ცხოვრებიდან ჩვეულებრივ, პრობლემებით სავსე სამყაროში უნდა დაიწყოს არსებობა სადაც თვითონ მოუწევს სუნთქვა,

ჭამა და ა.შ, სამყაროს ტირილით ვხვდებით როცა დიდი წვალებით და სტრესით ( საკეისრო კვეთა გამონაკლისია, თუმცა ამ შემთხვევაშიც უწევს ორგანიზმს მიხვდეს რომ ფილტვები გაშალოს და სუნთქვა დაიწყოს) ტირილით ვიწყებთ ცხოვრებას რაც აუცილებელი კომპონენტია იმის რომ ჩვენმა ფილტვებმა სუნთვქის აქტი განახორციელოს, მერე იწყება ჩვილობის პერიოდი, მოსდევს სკოლის, მოზარდობის, სტუდენტობის და უკვე ზრდასრულობის პერიოდი. რაც უფრო დრო გადის პრობლემებიც იზრდება, თუმცა ყველა ასაკში ყველაფერს სხვადასხვაგავრად აღვიქვამთ, ის რაც ბავშვობაში დიდ პრობლემად გვეჩვენება მერე ღიმილს გვგვრის, განვიცდით, გვიხარია და დღეებიც გადის, გვიყვარდება, გვტკივა, იმედი გვიცრუვდება, ვეცემით და ვცდილობთ თავიდან დავიწყოთ ყოველი დაცემის შემდეგ, ყველა განვიცდით აღმასვლას და დაღმასვლას, ისე როგორც ღამეს მოსდევს დღე ცუდს მოსდევს კარგი, შეიძლება ყველაფერი ისე არ ხდებოდეს როგორც ჩვენ გვინდა მაგრამ იმის თქმა ზუსტად შემიძლია რომ ყველაფერი ჩვენთვის უკეთესობისკენ ხდება. როცა სიყვარულში იმედი გიცრუვდება მოზრდილობიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლისას გგონია ყველაფერი დასრულდა და არაფერი კარგი აღარ იქნება მაგრამ გადის დრო და ჩვეული ცხოვრება ბრუნდება ბევრი ცრემლის და თეთრად გათენებული ღამის შემდეგ, იწყება ახალი ეტაპი როცა შენ ისევ განიცდი და გიხარია, როცა ისევ გრძნობ ბედნიერებას.. ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი ბედნიერება და სიხარული აქვს, ჩემი ბედნიერი დღეები დიდხნიანი პაუზის შემდეგ სულ რაღაც 10 დღეა დაიწყო და პიკს 3 დღის წინ მიაღწია როცა საშუალება მომეცა უშუალო მონაწილეობა მიმეღო ადამიანის სიცოცხლია ხარისხის გაუმჯობესებაში. არასდროს არ დამავიწყდება 2014 წლის 26 მარტი , ის ექიმები – ის ადამიანები რომლებმაც საშუალება მომცეს განმეცადა ის ბედნიერება რაც ასე ძალიან მაკლდა.. მე პირველად ვიღებდი უშუალო მონაწილეობას ოპერაციის მიმდინარეობაში .. ეს ჩემი ბედნიერებაა… პროცესი სართულების ავლიდან, ქუდის და პირბადის გაკეთებიდან, ხელების დაბანიდან , ხალათის ჩაცმიდან, სტერილური ხელთათმანების მორგებიდან დაწყებული , ყველა მოქმედებით და საბოლოოდ ცხოვრებაში პირველად პაციენტისთვის დადებული ნაკერებით დამთავრებული – ჩემი ბედნიერება იყო და მე ბედნიერი ვარ რომ მაქვს საშუალება და უფლება ეს ყოველივე ვაკეთო… ვიცი არანორმალურია ბედნიერებას განიჭებდეს სხვის სხეულში ფორიაქი, სისხლი, ნემსი, ჭრა, კერვა მაგრამ ყველაფერი სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ხდება და მე მადლობელი ვარ უფლის რომ მაქვს ამის უფლება და ბედნიერება, მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც ამის შეგრძნების საშუალება მომცა… მინდა ყველას ჰქონდეს ბედნიერება – ვისაც როგორი ესაჭიროება ისეთი… მე მჯერა რომ ეს ბედნიერება იმ დანაკარგის სანაცვლოდ მივიღე რომელმაც ყველა გრძნობა ერთდოურლად გამითიშა და სიყავრულის რწმენა დამაკვრგვინა და ახლა რომ არჩევანი მქონდეს გასაკეთებელი ჩემს პროფესიას ავირჩევდი- ის არასდროს მიმატოვებს და გამიცრუებს იმედს ,,მისგან” განსხვავებით…

არასდროს არ ჩაიქნიოთ ხელი და დაცემის შემდეგ წამოდგომა არ დაგეზაროთ.. ყველაფერი გამოვა, ყველაფერი კარგად იქნება…

მიყვარხართ ♥