Posts Tagged ‘რომანტიკოსის ფიქრები’

infoBets

მინდა რომ მაკოცო…
ასჯერ და ათასჯერ,
თავზე დამახურო…
კოცნების “შლიაპა”…
გარეთ…ახალი…
დაუდგამთ ბაზარი,
ხმამაღლა ყვირიან :
“კოცნები იაფად”.
მინდა,რომ პორტრეტი…
დახატო ხელახლა,
მინდა განიცადო
რე–ანიმა–ცია…
ზოგიერთ “სულიერს”
აღარ აქვს სამოსი,
ზოგ “უსულოს” კი…
სამოსი აცვია.
მინდააა…ქვიშაზე
შიშველი ფეხებით
ვირბინო,
შევიგრძნო,რომ სისხლი
ცხელია…
მინდა,სიყვარულით ბოლომდე
ავენთო…
იქითკენ გავსწიო…
საითაც მელიან.
ცხოვრების ჩემს გზაზე…
ვინ აღარ მინახავს,
რა არ განმიცდია…და..
როგორ შემეძლო…
არ შემბრალებოდა ის ადამიანი…
სინანულს რომ უკვე
მეწყვილედ შეერთო.
როგორ შემეძლო…
არ დავხმარებოდი…
წაქცეულს….
დაცემულს…
მარტოსულს…
დარდიანს…
რა მოხდა თუ გაწვდილ
ხელებს მოგაგლეჯენ….
და შავ–თეთრ კადრებად…
შრიალით გარბიან?!!!
ცხოვრება ხან ზღვაა,
ხანაც ოკეანე…
მღელვარებს….წყნარდება,
თამაშობს ფრეგატით…
უნდა იაროოო….
იყვიროოო…
იბრძოლო…
ვერ დაგიმორჩილოს
ვერავინ…ვერაფრით.
არ მიყვარს სიყალბე…
და მინდა მესმოდეს…
უბრალო სიმართლე
“არ განაჭირვები”…
რომ ვფიქრობ…
გიაზრებ…აშკარა დასკვნაა :
“რომ ჩემი სულის ნაწილად მჭირდები”.
გარეთ ყვირილი და ღრიანცელია,
ეპიდემიად იქცა მსგავსება…
ყველას ერთი აქვს სცენარი ცხოვრების
და ბრძანებაა სპექტაკლზე დასწრება.
მინდა…რომ ჩემი სცენარი იყოს
განსხვავებული…თუნდაც ოდნავად,
სიცოცხლის ბოლოს…
მისიის შემდეგ…
არ გარდავიქმნა სულელ მოკვდავად.
და…გარეთ ისევ “ქაოს–ფართია”…
ისევ კივილით…”გრძნობები იაფად”,
“უცხო არსებად” გნებავთ მომნათლეთ…
ოღონდ მეხუროს კოცნების “შლიაპაImage