თითოეული ჩვენთაგანი მუდმივად ეწევა შინაგან დიალოგს საკუთარ თავთან.
საკუთარ “თავში” აზრობრივად ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ და გამოვთქვამთ ათასნაირ პრეტენზიას, დამოკიდებულებას, წყენას, განვსჯით ამა თუ იმ ადამიანს, ზოგჯერ საკუთარ თავსაც, განვიკითხავთ, ვუწყრებით ვინმეს ან რამეს და ვალაგებთ გეგმებს.
ამ ყოველივეს იწვევს – სიყვარულის კანონის დარღვევა.

ის,ვინც სიყვარულის მდგომარეობაშია, არ ახდენს მოვლენებისა და სიტუაციების ინტერპრეტირებას. ის უფლებას აძლევს სამყაროს იყოს ისეთი, როგორიც არის.
გაბრაზება, სიძულვილი, ზიზღი, განსჯა, განკითხვა, შური, გაღიზიანება – წონასწორობის, სიმშვიდის, სიყვარულის დაკარგვის შედეგია.
ყველა ვინც არღვევს კანონს(სიყვარულის მდგომარეობა), კარგავს წონასწორობასა და სიმშვიდეს – ბერდება, ავადდება, ღარიბდება და კვდება.
ღმერთი სიყვარულია. ყოველთვის, როდესაც ღიზიანდებით – თქვენ უარყოფთ ღმერთს.
წონასწორობისა და სიმშვიდის დაკარგვა სიყვარულის დაკარგვის შედეგია – ღმერთის უარყოფის აქტია.
სიმშვიდის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ბევრი სიყვარული აქვს.
კითხვა: რა მიიღწევა სიყვარულით?
პასუხი: ყველაფერი რისი მიღწევაც უნდა ადამიანს.
კითხვა: მოგეხსენებათ დღეს საქართველოში უამრავი გაჭირებული ადამიანია, რითი დაეხმარება მათ ეს სიყვარული?
პასუხი: როდესაც ადამიანი განიცდის სიყვარულს, ყველაფერი ლაგდება მის სასიკეთოდ. არასოდეს ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ სიყვარულმა მოიმატოს და ურთიერთობები არ გამოსწორდეს. ასე რომ სწორედ სიყვარულის რაოდენობა(და არა სხვა რაიმე) განსაზღვრავს ფინანსებს, ჯანმრთელობას და სწორ ურთიერთობებს – ანუ სიცოცხლის ხარისხს!
P.S დიდ სიყვარლს გისურვებთ.. ნამდვილს და არა მხოლოდ სიტყვებს…