Posts Tagged ‘სოლომონ მეფე’

 “ცოტა მიიწიეთ, მეც დავდგე იმ მთის ქვეშ, რომელსაც აქამდე ვერ ვამჩნევდი.” ყოვლისშემძლე ღმერთს უჭირავს ეს მთა სამყაროს თავზე და, თუ ებრაელები თორის კანონებს არ დაიცავენ, განადგურებით ემუქრება. თუმცა არავინ ჩქარობდა ჩემთვის ადგილი დაეთმო. შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მე იქ არაფერი მესაქმებოდა, ან იქნებ სხვებს, უკვე მთას რომ იჭერდნენ, ხელს ვუშლიდი ჩემი დაჟინებული თხოვნით, ადგილი დამითმეთო. მე, უბრალოდ, ვერ ვხვდებოდი, რომ იმ მთის ქვეშ ყველას თავისი ადგილი ჰქონდა. ეტყობა მეგონა, რომ შემეძლო მთის დიდი ნაწილი მე დამეჭირა მხრებით. ყველას თავისი ადგილი ნაპოვნი ჰქონდა, მე კიდევ – საშინელი აზრები მიპყრობდა. “იქნებ ეს ის მთა არაა და არცის ხალხია? იქნებ ყველაფერი ილუზიაა?”საბედნიეროდ, ერთი ისტორია გამახსენდა სოლომონ მეფის ცხოვრებიდან.ერთხელ სოლომონ მეფეს ყოვლისშემძლე გამოეცხადა სიზმარში და უთხრა: “რაც გინდა მთხოვე და მოგცემ შენ.” სოლომონმა უპასუხა: “შენ მეფედ დამსვი, მაგრამ არ გისწავლებია საქმის მართვა. უბოძე შენს მონა-მორჩილს გული გონიერი, ბრძნულად რომ განსაჯოს შენი ერი და გაარჩიოს კეთილი ბოროტისაგან.” მოეწონა გამჩენს სოლომონის სიტყვები. უთხრა: “რადგან არ მთხოვე სიმდიდრე, არც მტრების განადგურება, მოგცემ მე შენ სიბრძნეს, სიმდიდრესა და სახელს.”დავფიქრდი, ჩემთანაც რომ მოსულიყო გამჩენი და ეკითხა, რას ვისურვებდი, რა უნდა მეთხოვა? მე ხომ მეფე არა ვარ. ცხოვრებაში არ მქონია უფროსობის სურვილი. სიბრძნე, თავად სოლომონ მეფის სიტყვებით, კიდევ უფრო აღრმავებს სევდას. რაც მაქვს, ისიც მყოფნის. სიმდიდრე – არ მინდა და არასოდეს მნდომებია. ვნებებიც ასაკთან ერთად ჩაცხრა. სახელი? ხალხის აზრის მიმართ გულგრილი ვარ, რადგან ჯანმრთელობას ამაზე მეტად არაფერი ვნებს. მხოლოდ ერთს ვთხოვდი ზეციურ მეფეს: “მასწავლე შენი ხალხის სიყვარული. ამაშია მთელი საგანძური, რადგან ნათქვამია, ბრძენს თავისი მეტოქეც კი უყვარსო.ერთხელ მითხრეს: შენ არასოდეს აკრიტიკებ ვინმესო. მე კიდევ ვუპასუხე: ჯერ სიყვარული უნდა ვისწავლო-მეთქი.უზენაესო, მასწავლე სიყვარული