Posts Tagged ‘უძილო ღამეები’

ღამეა და მთელს ქალაქს ძინავს.. მთელს თუარა უმეტეს ნაწილს მაინც.. შორეულ წერტილებად შემორჩა სინათლეები სხვის ფანჯრებში.. ჩემს ფანჯარაში მხოლოდ კომპიუტერის ეკრანის ,,დაზოგვით რეჟიმზე” გადაყვანილი სინათლე ანათებს .დროდადრო სიგარეტი წითლად… ფილტვები ამტკივდა… გარეთ წვიმს, და არამარტო გარეთ… მოცარტის ,,ქუხილის ნაზ ხმას” ვუსმენ და ახლა ჩემში იმაზე მეტად ქუხს ვიდრე ოდესმე ცასა და მიწაზე…

სიცარიელის გრძნობა ყველაზე დიდი და მტანჯველი გრძნობაა … როცა ყველაფერი ერთნაირი უინტერესო გეჩვენება.. გარკვეულ მოვლენებს ტკივილთან ერთად გამოცდილება მოაქვთ და დღეს უკვე ვიცი რომ ადამიანის დავიწყება კიარა მოგონებების დავიწყებაა რთული.. როცა დადიხარ, ჭამ, კითხულობ, ტელევიზორს უყურებ ან უბრალოდ დაძინებას ცდილობ მუდამ ის დრო გახსენდება როცა ,,ის ” იყო და იმ დროსთან შედარებით ყველაფერი სულელური და ცარიელი გეჩვენება… და გიჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი ყველას და ყველაფრის მიმართ..აღარ მოგწონს სამყარო, აღარ მოგწონს შენი ცხოვრება და პირველ რიგში შენი თავი… ფიქრებს გავყევი და ისევ სიგარეტი მომეშველა… ყველა ნაფაზს თითო მოგონებას ვაყოლებ ( შენგან ვისწავლე) .. ერთ დღესაც ან მე გავიმარჯვებ ან მოგონებები…  მინდოდა სულ ცოტა ფილტვების ტკივილი მოგეყენებინა ჩემთვის, რომ ადამიანად მეგრძნო თავი .. შენ გაუსაძლისი ტკივილი დამიტოვე გულში, ფილტვებში, თირკმელებში,გონებაში, თმებში, ტუჩებში, თითებში, ყველგან… იმდენად დიდი რომ კლავიატურაზე თითის ყოველი დაჭერისას კრუნჩხვები მემართება და რაღაც მთელს სხეულში ცივ ტალღად დადის…შენს გაკვალულ გზაზე სხვებმაც ადვილად გამოიგნეს გზა და თითო იარა ყველამ დატოვა.. ამდენ ჭრილობებს დროც ვერ მოაშუშებს… უკვე სასაცილოდ მეჩვენება სიტყვა ,,მუდამ” იმდენი ადამიანის მარადისობა აღმოჩნდა ძალიან მცირე…

გახსოვს ვარსკვლავების წვიმა? ვიდექით და ცას ვუყურებდით.. მითხარი სურვილი ჩაიფიქრეო. ჩაგიფიქრეთქო სიცილით გიპასუხე და აუცილებლად აგიხდებაო დამპირდი… მე აღარ მჯერა ვარსკვლავების : )

ახალ წელსაც ჩაგიფიქრე და არც ახალი წლის მჯერა უკვე და საერთოდაც არაფრის აღარ მჯერა … მჯერა მხოლოდ ცრემლების რომლებიც ერთგულად რჩებიან ჩემს გვერდით და ყოველთვის დაუნანებლად ტოვებენ ჩემს თვალებს …

უკვე თენდება… მერამდენე ღამე თენდება ჩვეულებრივად … თენდება შენთანაც …

სიზმარი ვნახე… მანქანით დიდი სისწრაფით მივდიოდი და გაჩერება ვერ მოვახერხე…

შენ და ადამიანები ყოველ ღამით იძინებთ, მე ყოველ ღამით ვკვდები და დილით მზის ამოსვლასთან ერთად ვცოცხლდები… ყოველი სიკვდილის დადგომისას მგონია რომ ეს უკანასკნელია და გაცოცხლებით აღარ დასრულდება , მაგრამ თენდება…

ხალხი ამოძრავდა ქუჩაში, მალე შენც დაიწყებ ახალ დღეს რომელსაც ალბათ ისეთივე ბედნიერება მოაქვს შენთვის როგორც ადრე …

ჩემთანაც დაიწყება ახალი დღე და მერე ღამით ისევ გარდავიცვლები…

 

მე აღარ მიყვარხარ, მაგრამ ყოველთვის მეყვარები. თუმცა არც ისე ძალიან მიყვარდი… მაშინ როცა ყოველთვის მიყვარდი, მაგრამ ისე არ მიყვარდი, როგორც უნდა მყვარებოდი…

ეს უკვე სიძულვილია, სიყვარულზე გაცილებით ძლიერი

ისევ სიგარეტის წითელი ნათება და ბოლო მოგონებასაც გავაყოლებ …

 

Image

სიგარეტის კვალმში
გახვეული ფიქრები..
შენ ის არ ხარ
სულ რომ ჩემთან იქნები…
სიგარეტის კვამლში
გახვეული სიზმრები..
მე ის არ ვარ
სულ რომ შენი ვიქნები..