სიყვარული,მეგობრობა,ნაცნობობა,დაფარული ურთიერთობები და სხვა მრავალი რაც ადამიანურ ურთიერთობებს ეხება დღეს ყვეელაზე დიდ ინტერესს იწვევს და დიდი თუ პატარა ამ თემებზე მსჯელობს.ქუჩაში,მეტროში და ნებისმიერ საზოგადოებრივ ადგილას მოისმენ 8-დან 50 წლამდე ადამიანების საუბარს ამ თემებზე )
ზოგს გული ატკინეს,ზოგი სასიყვარულო სამკუთხედში ან მრავალკუთხედშია გახვეული და უკან დასაბრუნებელი გზა ვეღარ უპოვნია,
ზოგი შეყვარებულს დაშორდა და ხანგრძლივი დეპრესიით თვითონაც იტანჯება და გარშემომყოფებსაც ტანჯავს )) ზოგმა არ იცის რა აკეთოს და გადაწყვიტა უბედური იყოს და მიმტკიცებს რომ ღიმილი კიარ ეზარება უბრალოდ ასეთი სახე აქვს
))
ზოოგი უმიზეზოდ ირთულებს ცხოვრებას მომავლის შიშით
და მიჩნდება კითხვა რა უნდათ ადამიანებს ერთმანეთისგან?
ნამდვილად გვიყვარს ერთმანეთი თუ უბრალოდ მარტოობის გვეშინია?
თუ ადამიანი გიყვარს ან უყვარხარ შეიძლება ეს სიყვარული დღეგამოშვებით იგრძნოს?ან მეგობრობა ყველას სხვადასხვანაირად რომ ესმის როგორ უნდა იმეგობროს ორმა მეგობრობის სხვადასხვაგვარადაღქმისუნარიანმაადამიანმა? ))
ბევრი კითხვების დასმა პატარა ბავშვებმა იციანო და მეც გაზრდის ნაცვლად ვპატარავდები და კითხვების რაოდენობა იზრდება და მოსვენებას აღარ მაძლევს )
როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერები და რა გვინდა ერთმანეთისგან?
სიყვარული,ერთგულება,ყურადღება,მეგობრობა თუ საერთოდ არაფერი არ გვინდა და რაც უფრო შორს ვიქნებით ერთმანეთისგან ცხოვრებაც უფრო მარტივი და კარგი იქნება???
მარტივია ისაუბრო სხვებზე როცა შენ თვითონ ვერ გაგიგია რა გინდა ცხოვრებისგან ) დავიბენი,ავირიე და ყველა ფერი ნაცრისფერმა შეცვალა და მრავლობითი კითხვისნიშნომანია მჭირს (ახალი დაავადება By Lela ჯერ გამოუკვლევი დაავადებაა და მკურნალობის მეთოდი უცნობია )
არის რამდენიმე ვარიანტი როგორ შეიძლება ვიცხოვროთ და როგორი შეიძლება ვიყოთ )) მე მაქვს ამბიცია რომ ვარ ჭკვიანი და ვირჩევ პირველ ვარიანტს
)
არჩევანი თქვენზეა ))
წარმატებებს გისურვებთ )) ^_^