Posts Tagged ‘ცხოვრება’

Image

ქაღალდის ნავი

ახლა მივხვდი, 
რა ყოფილა ცხოვრება; 

მარადიულად ჯდომა ნავში, 
ქაღალდის ნავში, 
რომელიც სულ ფსკერისკენ მიდის 
და არასოდეს გაჩვენებს უცხო, 
კეთილ ნაპირებს. 

ამ დროს, უბრალოდ, 
შეიძლება, რომ სახით – მიწისკენ 
იწვე მინდორში, 
ხოლო ზურგსუკან გრძნობდე ვარსკვლავებს, 

შეიძლება, ლექსებსაც წერდე 
სიხარულზე, კარგად ყოფნაზე, 
შორდებოდე შემდეგ ფურცლებს და 
შენი ოთახის 
ბნელ კუთხეში იდგე ფანჯრებთან, 
დარდიანი, 
მხრებში მოხრილი, 

ამ დროს, ყოველთვის 
შეიძლება, რომ 
წვიმის ერთმა წვეთმა დაგახრჩოს.

თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, უნდა მოიპოვო. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაუჩინარდები… არასოდეს არ დაკარგო იმედი, გჯეროდეს სამართლიანობის, რადგან მთავარი რწმენაა… არ შეგაშინოს ცხოვრების ეკლებმა, იმიტომ რომ მათში ხშირად ვარდები იმალება… კარგი და ცუდი კი ყოველთვის იარსებებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის… ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, მოსპობით კი არც ერთი არ მოისპობა, რადგან ცხოვრებისთვის ორივე თანაბრადაა საჭირო.

Image

მაღლების მიზანია იქვე დარჩენა, სადაც არიან.
საშუალოების მიზანია, შეენაცვლონ მაღლებს.
დაბლების მიზანი კი- როცა მათ საერთოდ უჩნდებათ მიზანი, ის არის, რომ გააუქმონ ყოველგვარი განსხვავება და შექმნან ისეთი საზოგადოება, რომელშიც ყველა თანასწორი იქნება..

P.S
თუ ბედნიერება ტკივილის გარეშე შეუძლებელია, ხოლო სამყარო იმედის გაცრუების გარეშე, მაშინ?..

მთვარეს მზე ანათებს?

Image

სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი?
ჩვენი სამყარო ერთადერთია თუ სხვა სამყარო და გალაქტიკაც არსებობს სადაც ჩვენნაირი ან უფრო განვითარებული არსებები ცხოვრობენ?
სიცოცხლის შემდეგ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი თუ სადაც ჩვენ ვართ ესაა უკვე ჯოჯოხეთი?
წლების წინ დაიწყო კითხვებმა გაჩენა და დღეს უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება ასაკის მატებასთან ერთად არადა მეგონა პირიქით იქნებოდა…

ყოველთვის მშურდა იმ ადამიანების ვინც ყველაფერი იცოდა ან თითქმის ყველაფერი :)) მინდოდა მეც მათ დავმსგავსებოდი და ვცდილობდი..არვიცი გამომდიოდა თუარა..ერთი პერიოდი კარგადაც მოვირგე ნიღაბი და რომ არა ჩემი ცხოვრების მასწავლებელი ამ ნიღაბს შევისისხლხორცებდი და მეც ვეღარ მივხვდებოდი მალე რომელია ჩემი ნამდვილი სახე და რომელი ნიღბიანი
Image
საბედნიეროდ ცხოვრება მხოლოდ ცუდ სიურპრიზებს არ გვთავაზობს და ზოგჯერ კარგი რაღაცებითაც გვანებივრებს- ამ შემთხვევაში მე ცხოვრება უნდა მესწავლა ცხოვრებით და ამისთვის ცხოვრებამ ცხოვრების მასწავლებელი გამომიგზავნა  :)))
ანატომიაზე და ბიოქიმიაზე რთული აღმოჩნდა ცხოვრების გაკვეთილების ათვისება და გამოცდების ჩაბარება ^^… მაგრამ მე მან მასწავლა რომ ჩემი შესაძლებლობები უსაზღვროა და უნდა დავინახო ის,მასწავლა რომ ყოველთვის ის უნდა ვიყო ვინც ვარ და არ ვითამაშო სხვისი როლი..რომ უნდა გავიღიმო როცა მეღიმება აი ისე უბრალოდ ბავშვურად და ვიყო ისეთი ბავშვი როგორიც ვარ და მოვეშვა დიდობანას თამაშს,რადგან ამის დროც მოვა როცა დიდი ვიქნები…ახლა კი ჩემი დროა-უნდა ვიყო ის ვინც ვარ
მან მასწავლა სიყვარული,ღიმილი…
ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები მუდმივად ჩნდებიან ზოგი რჩება ზოგი კი ქრება მაგრამ ყველა მათგანი რაღაც გამოცდილებას გვიტოვებს და გვასწავლის ახალს-აქამდე ამას ვუმეორებდი ჩემს თავს მაგრამ ამ შემთხვევაში როცა საქმე მას ეხება ჩემი ყველა თეორია იმსხვრევა და ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი ის არის რომ მინდა ჩემს ცხოვრებას ბოლომდე გაყვეს მისი არსებობა და როცა უკან მოვიხედავ ჩემს გვერდით მისი ნაკვალევი ჩანდეს…
Image
არსებობს ისეთი რაღაცები რასაც ვერ ახსნი უბრალოდ უნდა მიიღო და გწამდეს და სწორედ ეს არის სიყვარული
იქნებ არსებობს კიდეც სხვა გალაქტიკა და ჩვენზე განვითარებული არსებები.იქნებ ესაა ჩვენ რომ ასე გვაშინებს ის ჯოჯოხეთი და მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა სასიამოვნოა იმის წარმოდგენა რომ ამდენ გაურკვევლობაში და ამდენ ამოუხსნელში ერთი ნახევარი პოულობს მეორეს და ხდება მთლიანი…
P.S მზე ნამდვილად ანათებს მთვარეს… ♥

Posted: ნოემბერი 8, 2012 in ფრაზები
ტეგები:,

ცხოვრებაში ხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს არსებობას ცვლიან, თან ისე, 
რომ ამას ვერ ხვდებიან. შემდეგ კი მშვიდად, აუღელვებლად გღალატობენ და საკუთარი
თვალით ხედავთ, როგორ შეეკვრებიან თქვენს დაუძინებელ მტრებს – თქვენ კი უყურებთ , 
როგორ გშორდებიან და მიდიან , როგორც გამარჯვებული ჯარი ქალაქის დარბევის შემდეგ ნანგრევებსა და ჩამავალი მზის ფონზე.

”ცხოვრება არასოდეს სრულდება. მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, 
რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ

* * *

”რწმენას ადვილად მიჰყავს ადამიანი ფანატიზმამდე. აი რატომ დაიღვარა ამდენი სისიხლი რელიგიისთვის. – შემწყნარებლობა – ეჭვის ქალიშვილია. მთელი რელიგიური მრწამსის მიუხედავად, უფრო აგრესიულად განწყობილი ხართ ჩემდამი, ვიდრე მე, ხელიდან წასული უღმერთო–თქვენს მიმართ.”

* * *

შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მსახარა, დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას.
მაგრამ აი , ვთქვათ ღილი მოგწყდა სადმე – ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად 
არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი!”

* * *

რასაც კი სხეული ეხება, – ლოგინი, თეთრეული, აბაზანაც კი – როგორც კი ადამიანის
სითბოს მოსცილდება, იმწამსვე კვდება. სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.”

* * *

–რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ.
–ხოლო ყველაფერი რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოცხეთად აქცევს ხოლმე.
–როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს?
–სწორედ იმიტომ რომ ის წარსულია.”

* * *

”თუ რაიმეს გაკეთება გინდა არასოდეს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ 
ვერაფერს გააკეთებ. როცა საქმე წვრილმანებს ეხება, კითხვა შეიძლება. მნიშვნელოვანზე კი – არა.”

* * *

” სიყვარული სნეულებასავით არის. ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.”

* * *

–ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობს.
–არა, როცა აღარ უყვარს.”

* * *

ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.”

* * *

‘სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული.”

Posted: ნოემბერი 6, 2012 in ფრაზები
ტეგები:

ცხოვრება გვასწავლის ცხოვრებას  (თემო)

ცხოვრება სიგარეტს გავს…დიდხანს ხარ შენახული ყუთში სხვა შენნაირებთან ერთად მერე ერთ დღეს ბედი გაგიღიმებს,სხვებისგან გამოგარჩევენ, აგანთებენ და იწვები..იწვი და თან კვალს ტოვებ მთელ სხეულში და გარემოში..რასაც ახერხებენ გითვისებენ შემდეგ კი შორს გისვრიან უსარგებლოდ დარჩენილს ..დაეცემი და მანამ აგრძელებ სვლას სანამ დიდ ორმოში არ ჩავარდები უკანასკნელად გაიბრძოლებ ერთხელ კიდევ ძლივს აინთები და საბოლოოდ ჩაქრები..ცხოვრება სიგარეტს გავს ინთები, იწვები, იფერფლები და ბოლოს შენც ორმოში ასრულებ შენს ხამოკლე ნათებას…