დაგავიწყდა? ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ

Posted: იანვარი 9, 2013 in LeW♥rd, Love, Uncategorized
ტეგები:

დაგავიწყდა? ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ

დე, რატომ ხდება ისე რომ ლამაზი ქალები სულ იტანჯებიან?
არ არსებობს ქვეყნად შეკითხვა, რომელზეც დედას პასუხი არ აქვს. მაშინ მით უფრო ვიყავი დარწმუნებული ამაში.
– იმიტომ რომ ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ.
მიპასუხა თავაუღებლად.
მთელი მეორე დღე სარკე ხელში არ ამიღია. ვფიქრობდი როგორები იყვნენ იდიოტი კაცები და ამის ფიქრში ლამის გადავიფიქრე ლამაზ ქალად ყოფნა.
საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის ქალები, რომელთაც იდიოტები უყვარდებოდათ იმ იდიოტ კაცებზე უფრო იდიოტები იყვნენ და ამით გულდამშვიდებულმა ისევ ჩავიხედე ჩემს საყვარელ ნივთში.

– დე, იცი? ჩემი პირველი სიყვარული თვლის, რომ ძალიან ლამაზი ვარ.
უცებ მთელი რიხით განვუცხადე დედას, რომელიც სავარძელში, წიგნით ხელში მოკალათებულიყო.
იმდენად გაოცებულმა გამომხედა, რომ მივხვდი, ჯერ კიდევ ვერ შეგუებოდა ჩემ ექსცენტრულ ხასიათს.
მერე დავუჯექი შორიახლოს და კარგა ხანი ვსაუბრობდი ამ ყველაფერზე.
– სიყვარული არასოდეს ინომრება დე, მაგრამ იცი? ზოგჯერ ისე გაწუხებს რაღაც, რომ ის, რაც არსებობს იმდენად უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რისიც გინდა რომ გჯეროდეს… რომ უნებურად იჯერებ. დე, ბიჭი, რომელიც ჩემთვის სამყაროს ეპიცენტრია, თვლის რომ ჩემს თვალებში უსასრულობა ჩანს და ჩემში თავისუფლება უყვარს. დე, ბიჭი, რომელიც ჩემი პირველი სიყვარულია არასოდეს იქნება უკანასკნელი, რადგან ის თვლის რომ მე ლამაზი ქალი ვარ!
აღშფოთებულმა დავასრულე ფრაზა. დედას არ შეუწყვეტინებია ჩემი ტირადა, მხოლოდ ნათლად ვხედავდი როგორ უმძიმდებოდა სუნთქვა დროგამოშვებით. დედა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჩემი სამყარო ჭამდა რეალობას.
– რადგანაც ლამაზი გონიხარ ამიტომ შორდები?
მკითხა საბოლოოდ დაბნეულმა და იმედით სავსე მზერა მომაპყრო. ასეთ დროს სულ მეგონა რომ მე ვიყავი დიდი და ის იყო ჩემი შვილი.
– დე, დაგავიწყდა? ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ.
ვთქვი ნაჩქარევად და სწრაფად წამოვდექი.
იმ ღამეს არცერთ ვარსკვლავს არ გადაუკვეთავს ცის სიბრტყე, მე კი დავრწმუნდი, რომ ლამაზი თვალები მქონდა..

რადგან სულ მცირე ერთი ბიჭი ეძებდა მათში ვარსკვლავებს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s