Archive for ნოემბერი 5, 2012

რაც მსურდა…

Posted: ნოემბერი 5, 2012 in Love, Uncategorized

თვალებში მონატრება წრიალებს, ცხოვრება უშენოდ გასრულდა! რაც მსურდა, – არასდროს არ მქონდა, რაც მქონდა, – არასდროს არ მსურდა…

სიცოცხლე

Posted: ნოემბერი 5, 2012 in Uncategorized

სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს,
მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი,
მტერიცა გყავდეს, მოყვარეც გყავდეს,
მაგრამ არც ერთთან სჭამო სირცხვილი..
სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს,
ღვთისადმი შენგან კრძალვით მიძღვნილი,
ისე ლამაზად უნდა იცხოვრო,
მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილი!..
სიცოცხლე უნდა სიმღერას ჰგავდეს,
ვიდრემცა გულის შეწყდება ფეთქვა
და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდე
უნდა თქვა მაინც რაც უნდა გეთქვა!