Archive for ნოემბერი 9, 2012

რატომ ?რატომ? რატოოოოომ?

მუდმივად მაწუხებდა ეს კითხვა და ახლა განსაკუთრებით :

რატომ არსებობენ ასეთი უმადური და ბრმა ადამიანები?

მარტო ეს კითხვა მიტრიალებს თავში და ჩემს აწ უკვე წარსულს ჩაბარებულ ხმას ვიხსენებ რომლის აღდგენასაც რამდენიმე დღე მაინც დაჭირდება

მოკლედ, ვერ ვიტან ადამიანებს რომლებიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე არიან უბედურები და ეზარებათ გაღიმება…

რატომ არ შეიძლება ადამიანმა დაინახოს დადებითი იმაში რაც აქვს და არ ეძიოს მიზეზები უბედურებისთვის?

რა უფლება გვაქვს ვიწუწუნოთ სითბოს და სიყვარულის ნაკლებობაზე როცა არსებობენ ბავშვები რომლებიც იზრდებიან მშობლების გარეშე და ყველა მდედრს რომელიც მათი საცხოვრებლის ზღურბლს გადააბიჯებს იმედით შესცქერიან რომ შეიძლება ეს იყოს მათი დედა…

ადამიანებს არ აქვთ სახლი,საჭმელი,ტანისამოსი და მაინც იღიმებიან

რა უფლება გვაქვს ვილაპარაკოთ დანაკარგზე როცა დედები კარგავენ შვილებს და მუდმივი ტკივილით აგრძელებენ ცხოვრებას?

ადამიანებო! მუდმივად მოწუწუნე და მოტირალო ადამიანებო ! იქნებ დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე და სცადოთ დანახვა იმის რაც გაქვთ და დააფასოთ თორემ შეიძლება ერთ დღეს აღარ გქონდეს ეს ყველაფერი და მაშინ?

იყო ბედნიერი არ ნიშნავს იმას, რომ შენს გარშემო ყველაფერი სრულყოფილია. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვიტე თვალი აარიდო ყველაფერ იმას, რაც არასრულყოფილად გეჩვენება…ნუ ეძებ ბედნიერებას, ის შენშია!

P.S ისწავლეთ რა ღიმილი :(((

P.S.S თუ ადამიანური ახსნა ვერ გარწმუნებთ ღიმილის საჭიროებაში ზედმეტად მომთხოვნი ადამიანებისთვის არსებობს მედიცინის რეკომენდაცია ღიმილის საჭიროებასთან დაკავშირებით :))

სიცილი, არა მარტო, ჩვენს ხასიათსა და გუნება-განწყობაზე ზრუნავს, არამედ – ჩვენს ჯანმრთელობაზეც. უსაფუძვლოდ ნამდვილად არ ამბობენ, სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებსო. ის ავარჯიშებს გულ-მკერდის კუნთს, ხელს უწყობს გულის მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს გულის დაავადებების, ინსულტის, მაღალ-წნევიანობის, ათეროსკლეროზის რისკს; სიცილი სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც, ასუსტებს ალერგიას, ხსნის სპაზმებს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.

საყოველთაოდ ცნობილია სიცილის ერთ-ერთი უცნაური სამკურნალო ეფექტის შესახებ – ის მკუნალობს დიაბეტს.

თავდაპირველად, ეს მხოლოდ მეცნიერთა ვარაუდი იყო, ხოლო მოგვიანებით, ამერიკელი მეცნიერებისა და ექიმების მიერ ჩატარებული ცდების წყალობით დადგინდა, რომ სიცილი საგრძნობლად ასუსტებს დიაბეტის დაავადებას და ხშირად უფრო უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე მედიკამენტებს – ამ ცდის დროს, საცდელ პაციენტებს ნახევარ-საათიანი სიცილი გამოუწერეს (აყურებინებდნენ სასაცილო ფილმებს), რომელმაც ერთი წლის განმავლობაში თითქმის 8-ჯერ უკეთესი შედეგი გამოიღო.

სიცილი ეფექტური საშუალებაა მიკრობებთან და ვირუსებთან საბრძოლველადაც, ის ორგანიზმში ააქტიურებს იმ ნითიერებებს, რომლებიც მათ წარმოქმნას უშლიან ხელს, ამცირებს ანთების რისკსა და ქოლესტერინის წარმოქმნას, ასევე ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოშობას.

სიცილის ჯადოსნური ძალა მოქმედებს თავის ტვინზეც. მეცნიერები ამბობენ, რომ ის აუმჯობესებს აზროვნებას, მეხსიერებას, ეს კი იმის გამო, რომ სიცილის დროს თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო აქტიურად იწყებს მუშაობას.
სისტემას.

ამ სიკეთეებთან ერთად, სიცილი დაგეხმარებათ კიდევ ერთი პრობლემის მოგვარებაში, ის ხელს უწყობს წონის შემცირებას, გახდომას,რადგან ნამდვილ აერობიკას არაფრით ჩამოუვარდება. სიცილი ამუშავებს მუცლის კუნთებს და წვავს კალორიებს. 10 წუთიანი სიცილი, დაახლოებით, 50-60 კ/კალორიას მოგაშორებთ.

წარმატებებს გისურვებთ :))) ^_^Image

მიყვარხარ დე ♥

Posted: ნოემბერი 9, 2012 in ფრაზები, LeW♥rd
ტეგები:,

დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთისა. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!… ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო… აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია? . .

 

 

ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი – მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა. 
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა – დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, –
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია

სადაც არ უნდა წახვიდე ეცადე, რომ სიყვარული მიიტანო…
აჩუქე სიყვარული შენთვის ყველა საყვარელ ადამიანს, გახსოვდეს რომ ადამიანი ამ ქვეყნად ერთხელ მოდის , გაუფრთხილდით დროს და სიტყვებს არცერთი უკან არ დაბრუნდება… გახსოვდეთ რომ სიტყვა არის ის რასაც შეუძლია გულის მოკვლაც და მისი გაცოცხლებაც, ამიტომ უთხარით ყველას თუ როგორ გიყვართ და თუ მაინც მოუნდებათ თქვენგან წასვლა, არავის მისცე ნება ისე დაგშორდეს , რომ უფრო კარგად და ბედნიერად არ გრძნობდეს თავს… იყავი ღვთის სიკეთის ცოცხალი გამოხატულება სიკეთე შენს სახეზე, სიკეთე შენს თვალებში, სიკეთე შენს ღიმილში… ♥